ყარსაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ყარსაღი''' ({{lang-la|Alopex lagopus}}) — მტაცებელი ძუძუმწოვარი [[ძაღლისებრნი|ძაღლისებრთა]] ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 50-75 სმ, მასა 6-10 კგ. აღწევს. აქვს მოკლე, მახვილი დინგი, პატარა მომრგვალებული ყურები, მოკლე თათები, სქელი და რბილი ბეწვი. შეფერილობის მიხედვით განასხვავებენ თეთრ ყარსაღს ([[ზამთარი|ზამთრობით]] სავსებით თეთრია, [[ზაფხული|ზაფხულობით]] — მონაცისფრო-მურა) და ცისფერ ყარსაღს (ზამთარ-ზაფხულ ბოლისფერ-ნაცრისფერია). ყარსაღი გავრცელებულია [[ევრაზია|ევრაზიისა]] და [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთი ამერიკის]] ტუნდრასა და ტყე-ტუნდრაში. იკვებება [[მღრღნელები]]თ, [[ფრინველები]]თ და მათი კვერცხებით, ლეშით, კენკრით. შობს 7-12 ნაშიერს. ყარსაღი მნიშვნელოვანი სარეწაო ნადირია. განსაკუთრებით ძვირფასია ცისფერი ყარსაღის ტყავი.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|10|630|}}
 
{{Link FA|nn}}