ყარსაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა | სახელი = ყარსაღი | სურათის ფაილი = Alopex lagopus qtl1.jpg | სურათ...
 
No edit summary
ხაზი 52:
}}
'''ყარსაღი''' ({{lang-la|Alopex lagopus}}) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 50-75 სმ, მასა 6-10 კგ. აღწევს. აქვს მოკლე, მახვილი დინგი, პატარა მომრგვალებული ყურები, მოკლე თათები, სქელი და რბილი ბეწვი. შეფერილობის მიხედვით განასხვავებენ თეთრ ყარსაღს (ზამთრობით სავსებით თეთრია, ზაფხულობით — მონაცისფრო-მურა) და ცისფერ ყარსაღს (ზამთარ-ზაფხულ ბოლისფერ-ნაცრისფერია). ყარსაღი გავრცელებულია ევრაზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ტუნდრასა და ტყე-ტუნდრაში. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით და მათი კვერცხებით, ლეშით, კენკრით. შობს 7-12 ნაშიერს. ყარსაღი მნიშვნელოვანი სარეწაო ნადირია. განსაკუთრებით ძვირფასია ცისფერი ყარსაღის ტყავი.
 
 
{{Link FA|nn}}
{{Link GA|is}}
{{Link GA|no}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყარსაღი“-დან