ფრანც-იოსების მიწა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 68:
| დამატებითი ინფო =
}}
'''ფრანც-იოსების მიწა''' ({{lang-ru|Земля Франца-Иосифа}}) — არქიპელაგი [[ბარენცის ზღვა|ბარენცის ზღვის]] ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის [[არხანგელსკის ოლქი|არხანგელსკის ოლქში]]. მოიცავს 191 კუნძულს. ფართობი 16 134 კმ². იყოფა აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებად. დიდი კუნძულებია: ვილჩეკის მიწა, გრეემ-ბელი, გეორგის მიწა, ალექსანდრეს მიწა, ჰეისის, რუდოლფისა და სხვა. რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. კუნძულების დიდი ნაწილი აგებულია ქვიშაქვებით, ალევროლითებითა და კირქვებით, რომლებზეც გადაფარებულია ბაზალტური საფარი. კუნძულთა უმრავლესობა დაფარულია მყინვარით, რომლის ფართობი 13 735 კმ². ფრანც-იოსების მიწაზე გვხვდება მყინვარების შემდეგი ტიპები: კუნძულა ყინულები, ყინულქუდები, ყინულსაფრები, გამყვანი მყინვარები, რომლებიც გაედინებიან ყინულის გუმბათებს შორის, მთისწინეთის მყინვარები და ნამქერის მყინვარები. გამყინვარების განვითარებას ხელს უწყობს ზაფხულის ძალზე დაბალი ტემპერატურები და შედარებით უხვი ნალექები. ყინულის სისქე 100-300 მ აღწევს. სიმაღლე 620 მ-მდეა. ნაპირებთან წარმოიქმნება [[აისბერგი|აისბერგები]]. ჰავა არქტიკულია. იცის ძლიერი [[ქარი|ქარები]]. ნალექები 200-300-იდან 500-550 მმ-მდე წელიწადში. კუნძულებზე 1000-მდე ტბა და რამდენიმე მოკლე მდინარეა. [[ლანდშაფტი]] არქტიკული უდაბნოსია. ხარობს ხავსები და მღიერები. ძუძუმწოვრებიდან ბინადრობს [[თეთრი დათვი]] და [[ყარსაღი]], ზღვაში — [[ზღვის კურდღელი]], [[სელაპი]], [[გრენლანდიური ვეშაპი]], [[მორჟი]], [[თეთრი დელფინი]]; ბევრია ფირნველი.<ref name="qse">{{ქსე|10|394||არა}}</ref>
 
1870-იანი წლების დამლევს და 80-იანი წლების დასაწყისში გეოგრაფიული საზოგადოების მდივანი [[პეტრე კროპოტკინი]] წერდა:
{{ციტატა|ახალი მიწიდან ჩრდილოეთით შეიძლება აღმოვაჩინოთ დღემდე უცნობი მიწა...}} კროპოტკინის წინასწარმეტყველება გამართლდა; ავსტრია-უნგრეთის ექსპედიციამ პაიერისა და ვაიპრეხტის ხელმძღვანელობით 1873 წლის 31 აგვისტოს აღმოაჩინა ფრანც-იოსების მიწა.<ref>{{წიგნი|ავტორი = დავიდოვა მ., კამენსკი ა., ნეკლიუკოვა ნ., ტუშინსკი გ., | სათაური = სსრკ ფიზიკური გეოგრაფია | ბმული = | ადგილი = | გამომცემლობა = განათლება | წელი = 1988 | | გვერდები = 227-231 | სერია = | isbn = | ტირაჟი = }}</ref> სახელი უწოდეს ავსტრიის იმპერატორის [[ფრანც-იოზეფ I]]-ის პატივსაცემად.<ref name="qse" />
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{დსე|Франца-Иосифа Земля|ფრანც-იოსების მიწა}}
{{ბრიტანიკა|217472}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}