ფრანც-იოსების მიწა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 68:
| დამატებითი ინფო =
}}
'''ფრანც-იოსების მიწა''' ({{lang-ru|Земля Франца-Иосифа}}) — არქიპელაგი ბარენცის ზღვის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის არხანგელსკის ოლქში. მოიცავს 191 კუნძულს. ფართობი 16 134 კმ². იყოფა აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებად. დიდი კუნძულებია: ვილჩეკის მიწა, გრეემ-ბელი, გეორგის მიწა, ალექსანდრეს მიწა, ჰეისის, რუდოლფისა და სხვა. რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. კუნძულების დიდი ნაწილი აგებულია ქვიშაქვებით, ალევროლითებითა და კირქვებით, რომლებზეც გადაფარებულია ბაზალტური საფარი. კუნძულთა უმრავლესობა დაფარულია მყინვარით, რომლის ფართობი 13 735 კმ². ფრანც-იოსების მიწაზე გვხვდება მყინვარების შემდეგი ტიპები: კუნძულა ყინულები, ყინულქუდები, ყინულსაფრები, გამყვანი მყინვარები, რომლებიც გაედინებიან ყინულის გუმბათებს შორის, მთისწინეთის მყინვარები და ნამქერის მყინვარები. გამყინვარების განვითარებას ხელს უწყობს ზაფხულის ძალზე დაბალი ტემპერატურები და შედარებით უხვი ნალექები. ყინულის სისქე 100-300 მ აღწევს. სიმაღლე 620 მ-მდეა. ნაპირებთან წარმოიქმნება აისბერგები. ჰავა არქტიკულია. იცის ძლიერი ქარები. ნალექები 200-300-იდან 500-550 მმ-მდე წელიწადში. კუნძულებზე 1000-მდე ტბა და რამდენიმე მოკლე მდინარეა. ლანდშაფტი არქტიკული უდაბნოსია. ხარობს ხავსები და მღიერები. ძუძუმწოვრებიდან ბინადრობს თეთრი დათვი და ყარსალი, ზღვაში — ზღვის კურდღელი, სელაპი, გრენლანდიური ვეშაპი, მორჟი, თეთრი დელფინი; ბევრია ფირნველი. ფრანც-იოსების მიწა აღმოაჩინა 1872 წელს ავსტრია-უნგრეთის ექსპედიციამ. სახელი უწოდეს ავსტრიის იმპერატორის ფრანც-იოზეფ I-ის პატივსაცემად.
 
1870-იანი წლების დამლევს და 80-იანი წლების დასაწყისში გეოგრაფიული საზოგადოების მდივანი პეტრე კროპოტკინი წერდა:
{{ციტატა|ახალი მიწიდან ჩრდილოეთით შეიძლება აღმოვაჩინოთ დღემდე უცნობი მიწა...}} კროპოტკინის წინასწარმეტყველება გამართლდა; ავსტრია-უნგრეთის ექსპედიციამ პაიერისა და ვაიპრეხტის ხელმძღვანელობით 1873 წლის 31 აგვისტოს აღმოაჩინა. სახელი უწოდეს ავსტრიის იმპერატორის ფრანც-იოზეფ I-ის პატივსაცემად.