დიდი სქიზმა: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== გაერთიანების მცდელობები ==
[[1274]] წლის [[ლიონის მეორე საეკლესიო კრება]]სა და [[1439]] წლის [[ფლორენციის საეკლესიო კრება]]ზე სცადეს, გაეერთიანებინათ აღმოსავლური და დასავლური ეკლესიები. ეს გაერთიანება ბიზანტიის იმპერატორს სურდა [[თურქები|თურქებისგან]] მომდინარე საფრთხეებისა და [[ისლამი|ისლამური]] იერიშის გამო. 1274 წელსაც ბიზანტიას ემუქრებოდა თავდასხმები [[შარლ I ანჟუელი|შარლ ანჟუელის]] მიერ, რომელიც [[1266]] წელს [[სიცილიის სამეფო|სიცილიის]] მეფედ აკურთხეს. აღმოსავლეთის ეკლესიის მრევლი და სასულიერო პირების დიდი ნაწილი ასეთი გაერთიანების წინააღმდეგი იყვნენ, რადგან ეს [[რომი]]ს წინაშე სრულ კაპიტულაციად მიაჩნდათ. თავის მხრივ ანალოგიურად, სწორედ საკუთარ გამარჯვებად აღიქვამდა რომიც დაგეგმილ გაერთიანებას, თუმცა ზოგიერთი დასავლელი თეოლოგი კომპრომისზეც თანახმა იყვნენიყო. გაერთიანების ამ მცდელობის შედეგად სქიზმა არა თუ აღმოიფხვრა, არამედ უფრო მეტადაც გამწვავდა.
 
[[XVI საუკუნე|XVI საუკუნიდან]] რომის ეკლესიამ წამოიწყო „გაერთიენების“ პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მიზეზით უკმაყოფილო ჯგუფები აღმოსავლეთის ცალკეულ ეკლესებში რომის მისიონერებმა დაარწმუნეს, ეღიარებინათ პაპი და დაეტოვებინათ თავიანთი დედაეკლესია. ასეთ ჯგუფებს, კათოლიკურ რწმენაზე გადმოსვლის სანაცვლოდ, ნება დართეს დიდწილად ან სრულად შეენარჩუნებინათ თანიანთი ლიტურგია და ტრადიციები. ამგვარმა „გათიშე და იბატონეს“ პრონციპზე აგებულმა სტრატეგიამ, რა თქმა უნდა, დიდი აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია დანარჩენ მართლმადიდებლებსა და ეკლესიის მეთაურებში: ისინი პაპის მისიონერებს აღიქვამდნენ არა როგორც გამაერთიანებლებს, არამედ როგორც გამთიშველებს, დამანაწევრებლებს. აღმოსავლეთის ეკლესიის ზოგიერთი წინამძღვარი თავის მხრივ ცდილობდა ახლად წარმოქმნილ პროტესტანტებთან დაახლოვებას, თუმცა სხვა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ეს მცდელობები მკაცრად გააკრიტიკეს.