თამარ ჭავჭავაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
ჭავჭავაძის ადრეული როლებიდან აღსანიშნავია ლაურენსიას სახე მარჯანიშვილის მიერ 1922 წ. დადგმულ [[ლოპე დე ვეგა]]ს „ცხვრის წყაროში“, რომელმაც ქართულ სცენაზე განაახლა ტრაგედია. გმირული პათოსით, ლირიზმით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩევა ჭავჭავაძის როლები: სალომე ([[ოსკარ უაილდი|უაილდის]] „სალომე“), ლამარა („ლამარა“, [[ვაჟა-ფშაველა]]ს ნაწარმოებთა მიხედვით), ბეატრიჩე ([[პერსი ბიში შელი|შელის]] „ბეატრიჩე ჩენჩი“), ემილია ([[შექსპირი]]ს „ოტელო“), ლედი მილფორდი ([[ფრიდრიხ შილერი|შილერის]] „ვერაგობა და სიყვარული“), მარგარიტა ([[ალექსანდრე დიუმა (შვილი)|დიუმა-შვილის]] „მარგარიტა გოტიე“), ზეინაბი ([[ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი|სუმბათაშვილ-იუჟინის]] „ღალატი“), ქეთევანი ([[ალექსანდრე ყაზბეგი|ყაზბეგის]] „ქეთევან დედოფალი“), იოკასტე ([[სოფოკლე]]ს „ოიდიპოს მეფე“), სინათა („ბახტრიონი“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვ. მსახიობის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა კომედიურ როლებს: დიანა (ლოპე დე ვეგას „სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი“), მადამ სან-ჟენი (გ. სარდუსა და მოროს „მადამ სან-ჟენი“), დარეჯანი ([[ილო მოსაშვილი|მოსაშვილის]] „მისი ვარსკვლავი“) და სხვ. ჭავჭავაძემ შექმნა თანმამედროვე ქალთა რეალისტური სახეებიც: ტატიანა ([[ბორის ლავრენიოვი|ლავრენიოვის]] „რღვევა“), ბაილი ([[დია ჩიანელი|ჩიანელის]] „ბაილი“), პელაგია ნილოვნა (მოსაშვილის „სადგურის უფროსი“) და სხვ.
 
ჭავჭავაძე ასევე იყო მხატვრული კითხვის ოსტატი. 1926 წლიდან იღებდნენ კინოშიც. ფილმები: „დინა ძაძუ“ (1926, თავადის ქალი), „ქეთო და კოტე“ (1948, ხანუმა) და სხვ. დაჯილდოვებულიდაჯილდოებული იყო არაერთი ორდენითა და მედლით.
 
== ლიტერატურა ==