აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 57:
}}
'''აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები''' — [[კონკაკაფი|კონკაკაფისა]] და [[ფიფა|ფიფა-ს]] წევრი საფეხბურთო ნაკრები. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ბოლო შვიდ საფეხბურთო ჩემპიონატში, ასევე იყო [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1994|1994]] წლის ჩემპიონატის მასპინძელი.
 
==ისტორია==
მსოფლიოს პირველივე ჩემპიონატზე 1930 წელს აშშ-ის ნაკრებმა ნახევარფინალს მიაღწია. ამის შემდეგ მათი საუკეთესო შედეგი დაკავშირებულია [[ბრიუს არენა]]ს სახელთან, რომელმაც [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002|2002 წლის მუნდიალზე]] მეოთხედფინალში გაიყვანა გუნდი. აშშ-მ პირველივე მატჩი მოიგო ფავორიტად შერაცხულ [[პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|პორტუგალიის]] ნაკრებთან 3-2. ამის შემდეგ ფრედ ითამაშა მასპინძელ [[სამხრეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|სამხრეთ კორეასთან]] და ეს შედეგები საკმარისი აღმოჩნდ შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის, მიუხედავად მესამე მატჩში [[პოლონეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|პოლონეთთან]] 1-3 წაგებისა. აშშ-მ მერვედფინალში დაამარცხა [[მექსიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|მექსიკა]] და მეოთხედფინალში დამარცხდა შემდგომში ფინალისტ [[გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|გერმანიასთან]].
 
ბრიუს არენას გუნდმა ეს შედეგი ვერ გაიმეორა შემდგომ, [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006|2006 წლის მუნდიალზე]]. მეტიც, აშშ ჯგუფში ჩარჩა ერთი ქულით და მხოლოდ ორი გატანილი გოლით. ბრიუს არენა მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს.
 
[[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010|2010 წლის მუნდიალზე]] გუნდს გაუძღვა [[ბობ ბრედლი]]. აშშ-მ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მერვედფინალში დამარცხდა [[განის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|განის]] ნაკრებთან 1-2.
 
2011 წლიდან აშშ-ს მტავარ მწვრთნელად დაინიშნა ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი [[იურგენ კლინსმანი]]. 2014 წლის [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|მსოფლიო ჩემპიონატზე]] აშშ-მ კვლავ მერვეფინალში გასვლა მოახერხა და იქ დამარცხდა [[ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბელგიის]] ნაკრებთან 1-2
 
== რესურსები ინტერნეტში ==