ერისმთავარი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB)
'''ერისმთავარი,''' VI—IX საუკუნეებში ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს მეთაურის აღმნიშვნელი ტერმინი ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში. წყაროებში იხსენიება სხვადასხვაგვარად — ერისთავი, ერისთავთა მთავარი, მთავარი, ერისთავთერისთავთა უფალი და სხვა. ირანელების მიერ ქართლის მეფის ხელისუფლების გაუქმების ([[523]]) შემდეგ თანდათანობით გაძლიერდნენ აზნაურები, რომლებმაც VI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში სახელმწიფოს სათავეში დააყენეს [[გუარამი]] — ქართლის ფეოდალური სამეფოს პირველი ერისმთავარი.
 
ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება არსებითად განსხვავდებოდა ადრინდელი ქართლის მეფის შეუზღუდავი ხელისუფლებისაგან. ერისმთავარი იყო ტიპური ფეოდალური სახელმწიფოს მეთაური — [[primus inter pares|პირველი თანასწორთა შორის]]. მისი ხელქვეითი ერისთავები, რომლებსაც ზურგს უმაგრებდნენ ბიზანტიისა და ირანის დამპყრობლები, ფაქტობრივად ნახევრად დამოუკიდებელი ხეკისუფლები იყვნენ.
 
ქართლის ერისმთავრები არ იყვნენ დამოუკიდებელი სუვერენები. VI—VII საუკუნეებში ისინი სცნობდნენ ხან ბიზანტიის კეისრის, ხან ირანის [[შაჰი]]ს უზენაესობას, ხოლო VII—VIII საუკუნეებში — არაბთა ხალიფის ბატონობას, ყოველთვის, როდესაც საამისოდ ხელსაყრელი ვითარება იქმნებოდა ერისმთავრები ცდილობდნენ დამოუკიდებლობის მოპოვებას.
27 256

რედაქტირება