'''კარლ IV''' ({{lang-es|Carlos IV}}; დ. [[11 ნოემბერი]], [[1748]] — გ. [[20 იანვარი]], [[1819]]) — [[ესპანეთი]]ს მეფე ([[1788]]-[[1808]] წწ.), [[კარლ III (ესპანეთი)|კარლ III-ისა]] და [[მარია ამალია საქსონიელი]]ს მეორე შვილი. სამეფო ტახტზე ავიდა მამის [[კარლ III (ესპანეთი)|კარლ III-ის]] გარდაცვალების შემდეგ.
[[საფრანგეთი|საფრანგეთთან]] და [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთთან]] ბრძოლა ესპანეთისთვის[[ესპანეთი]]სთვის უიღბლო აღმოჩნდა. ესპანეთშიქვეყანაში საფრანგეთის გავლენა გაიზარდა. [[1803]] წელს საფრანგეთ-ესპანეთს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომელმაც ესპანეთს ახალი ვალდებულებები და დიდ ბრიტანეთთან ახალი ომი დააკისრა. ეს ომი [[1804]] წელს დაიწყო და [[1805]] წელს [[ტრაფალგარის ბრძოლა]]ში ესპანეთის ფლოტის განადგურება გამოიწვია. [[1807]] წელს ესპანეთ საფრანგეთშ-საფრანგეთს შორის დაიდო [[ფონტენბლოს ზავი|საიდუმლო ზავი]] [[ფონტენბლო]]ში, რომლის მიხედვითაც ხელმომწერი ქვეყნები იყოფდნენ [[პორტუგალიის ისტორია|პორტუგალიას]], რომელთანაცრომელთან დაკავშირებითაც საფრანგეთის იმპერატორს თავისი მიზნები ჰქონდა, რაც დაუმალა ესპანეთის ხელისუფლებას. საბოლოოდ საფრანგეთშსაფრანგეთს ესპანეთისა და პორტუგალიის ხელში ჩაგდება უნდოდა.
ამ მიზნის მიღწევაში ნაპოლეონს დაეხმარა სამეფო კარზე არსებული დაპირისპირება, რომლის ერთ მ,ახრესმხარეს იდგნენ დედოფალი და მისი ფავორიტი [[მანუელ გოდოი]], ხოლო მეორე მხარეს ტახტის მემკვიდრე [[ფერდინანდ VII|ფერდინანდი]] და მისი ცოლი [[მარია ანტონია ბურბონ-სიცილიელი (1784-1806)|მარია-ანტუნეტა]]. მარია-ანტუანეტას გარდაცვალებით ([[1806]] წ.) დამოკიდებულებავითარება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეიცვალა: ფერდინანდმა დაგეგმა ცოლად მოეყვანა [[ბონაპარტები|ნაპოლეონის სახლისდინასტიის]] წარმომადგენელი პრინცესა და დაახლოებოდა ნაპოლეონს. გოდოი და დედოფალი კი მეგობრებს საფრანგეთის მტრებშიმტრებს შორის ეძებდენ. მოსახლეობის სიმპატია ფერდინანდისკენ იხრებოდა.
ანონიმურ ინფორმაციაზე დაყრდნობით კარლ IV-მ [[1807]] წლის 20 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება ფერდინანდის დაპატიმრებისა და სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ. კარლი აპირებდა ტახტი მეორე შვილისათვის [[დონ კარლოს უფროსი|კარლოსისთვის]] გადაეცა. ეს საკმარისი საბაბი აღმოჩნდა ნაპოლეონისათვისნაპოლეონისათვისრათა ესპანეთის საქმეებში ჩარევისათვისჩარეულიყო. მადრიდთან საფრანგეთის არმიის მოახლობისტანავემოახლობისთანავე კარლ IV დედაქალაქიდან გაიქცა, რამაც მოსახლეობის ამბოხება გამოიწვია. ამბოხების შედგად [[1808]] წლის 18 მარტს ესპანეთის მეფედ [[ფერდინანდ VII|ფერდინანდი]] გამოაცხადეს.
რამდენიმე დღის შემდეგ კარლ IV დაემორჩილა ფრანგი გენერლის სავარის, რჩევებს და აღიარა თავისი გადაგდომა, თუმცა ნაპოლეონის წინააღმდეგ საკუთარ შვილზე საჩივარი წარადგინა. [[1808]] წლის [[6 მაისი|6 მაისს]] ნაპოლეონმა მოახერხა [[ბაიონა]]ში მამაც და შვილიცმამა-შვილი შეეტყუებინა და ორივე დააპატიმრა. ესპანეთის ტახტზე კი ოდნავ მოგვიანებით თავისი ძმა [[ჟოზეფ ბონაპარტი]] დასვა.
მოგვიანებით კარლ IV რომში დასახლდა და იქ გარდაიცვალა [[1819]] წელს.
|