კარლოს IV (ესპანეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
|ხელმოწერა =
}}
'''კარლ IV''' ({{lang-es|Carlos IV}}; დ. [[11 ნოემბერი]], [[1748]] — გ. [[20 იანვარი]], [[1819]]) — [[ესპანეთი]]ს მეფე ([[1788]]-[[1808]] წწ.), [[კარლ III (ესპანეთი)|კარლ III-ისა]] და [[მარია ამალია საქსონიელი]]ს მეორე შვილი. სამეფო ტახტზე ავიდა მამის [[კარლ III (ესპანეთი)|კარლ III-ის]] გარდაცვალების შემდეგ.
 
საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ბრძოლა ესპანეთისთვის უიღბლო აღმოჩნდა. ესპანეთში საფრანგეთის გავლენა გაიზარდა. [[1803]] წელს საფრანგეთ-ესპანეთს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომელმაც ესპანეთს ახალი ვალდებულებები და დიდ ბრიტანეთთან ახალი ომი დააკისრა. ეს ომი [[1804]] წელს დაიწყო და [[1805]] წელს [[ტრაფალგარის ბრძოლა]]ში ესპანეთის ფლოტის განადგურება გამოიწვია. [[1807]] წელს ესპანეთ საფრანგეთშ შორის დაიდო [[ფონტენბლოს ზავი|საიდუმლო ზავი]] [[ფონტენბლო]]ში, რომლის მიხედვითაც ხელმომწერი ქვეყნები იყოფდნენ [[პორტუგალიის ისტორია|პორტუგალიას]], რომელთანაც საფრანგეთის იმპერატორს თავისი მიზნები ჰქონდა, რაც დაუმალა ესპანეთის ხელისუფლებას. საბოლოოდ საფრანგეთშ ესპანეთისა და პორტუგალიის ხელში ჩაგდება უნდოდა.
 
ამ მიზნის მიღწევაში ნაპოლეონს დაეხმარა სამეფო კარზე არსებული დაპირისპირება, რომლის ერთ მ,ახრეს იდგნენ დედოფალი და მისი ფავორიტი [[მანუელ გოდოი]], ხოლო მეორე მხარეს ტახტის მემკვიდრე [[ფერდინანდ VII|ფერდინანდი]] და მისი ცოლი [[მარია ანტონია ბურბონ-სიცილიელი (1784-1806)|მარია-ანტუნეტა]]. მარია-ანტუანეტას გარდაცვალებით ([[1806]] წ.) დამოკიდებულება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეიცვალა: ფერდინანდმა დაგეგმა ცოლად მოეყვანა [[ბონაპარტები|ნაპოლეონის სახლის]] წარმომადგენელი პრინცესა და დაახლოებოდა ნაპოლეონს. გოდოი და დედოფალი კი მეგობრებს საფრანგეთის მტრებში ეძებდენ. მოსახლეობის სიმპატია ფერდინანდისკენ იხრებოდა.
 
ანონიმურ ინფორმაციაზე დაყრდნობით კარლ IV-მ [[1807]] წლის 20 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება ფერდინანდის დაპატიმრებისა და სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ. კარლი აპირებდა ტახტი მეორე შვილისათვის [[დონ კარლოს უფროსი|კარლოსისთვის]] გადაეცა. ეს საკმარისი საბაბი აღმოჩნდა ნაპოლეონისათვის ესპანეთის საქმეებში ჩარევისათვის. მადრიდთან საფრანგეთის არმიის მოახლობისტანავე კარლ IV დედაქალაქიდან გაიქცა, რამაც მოსახლეობის ამბოხება გამოიწვია. ამბოხების შედგად [[1808]] წლის 18 მარტს ესპანეთის მეფედ [[ფერდინანდ VII|ფერდინანდი]] გამოაცხადეს.
 
რამდენიმე დღის შემდეგ კარლ IV დაემორჩილა ფრანგი გენერლის სავარის, რჩევებს და აღიარა თავისი გადაგდომა, თუმცა ნაპოლეონის წინააღმდეგ საკუთარ შვილზე საჩივარი წარადგინა. [[1808]] წლის [[6 მაისი|6 მაისს]] ნაპოლეონმა მოახერხა [[ბაიონა]]ში მამაც და შვილიც შეეტყუებინა და ორივე დააპატიმრა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ტრაფალგარის ბრძოლა]]
* [[მადრიდის აჯანყება]]
 
{{ესპანეთის მონარქები}}