პაპის პრიმატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[User:Deu|<span lang="de">'''Deu.'''</span>]] 10:46, 2 ივლისი 2014 (UTC)}}
'''პაპის პრიმატი''' ({{lang-la|Primatus papae}}) — [[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის კათოლიკურ ეკლესიაში]] [[რომის პაპი|პაპის]] ინსტიტუტის პრეტენზია უპირატესობასა და მთელი [[ქრისტიანობა|საქრისტიანოს]] მეთაურობაზე. პაპის პრიმატის იდეა [[III საუკუნე|III საუკუნიდან]] ეფუძნება რომაულ გარდამოცემას, რომლის მიხედვითაც მოციქული [[წმინდა პეტრე|სიმონ-პეტრე]] რომის პირველი ეპისკოპოსი იყო და იქვე მოწამეობრივად აღესრულა; აქედან დაწყებული უწყვეტი [[სამოციქულო მემკვიდრეობა|სამოციქულო მემკვიდრეობიდან]] გამომდინარეობს რომის საყდრის ავტორიტეტი. პრიმატის თეორიულად და პრაქტიკულად ჩამოყალიბება საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა; სხვებთან ერთად, სწორედ პაპის პრიმატი გახდა ერთ-ერთი მიზეზი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, აგრეთვე პროტესტანტულ ეკლესიებს შორის განხეთქილებებისა [[XI საუკუნე|XI]] და [[XVI საუკუნე]]ებში. კათოლიკურ ეკლესიაში პაპის პრიმატის თეორიული განვითარება დასრულდა [[ვატიკანის პირველი კრება|ვატიკანის პირველ კრებაზე]] 1870 წელს, სადაც პრიმატი [[დოგმა|დოგმატურად]] განმარტებულ იქნა, როგორც უმაღლესი სამართლებრივი (იურისდიქციული პრიმატი) და სამოძღვრო ხელისუფლება რომის პაპისა (''suprema quoque magisterii potestas'', [[პაპის უცდომელობა|რომის პაპის უცდომელობა]]).
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პაპის_პრიმატი“-დან