ვახტანგ ყოლბაია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 85:
გალში მუშაობის პერიოდში ყოლბაია ჩართული იყო საზოგადეობრივ მოძრაობაში. საქართველოში პოლიტიკური სისტემის რღვევის შემდეგ (1990 წლის ოქტომბრის არჩევნები) აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზურმა ნაწილმა ქართველი დეპუტატების გვერდის ავლით ჩაატარა სესია, რომელმაც მიიღო დადგენილება „დეკლარაცია აფხაზეთის ეკონომიური დამოუკიდებლობის შესახებ“. ქართულმა ნაწილმა სხვა ეროვნების დეპუტატების მონაწილეობით, საერთო ჯამში დეპუტატთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მოიწვია ალტერნატიული სესია და ეს დადეგენილება გააუქმა, როგორც უკანანო. 1990 წლის 4 დეკემბერს, აფხაზეთის ეროვნული მოძრაობის ლიდერების რეკომენდაციით, რომელსაც მხარი დაუჭირა [[ზვიად გამსახურდია]]მ, ვახტანგ ყოლბაია არჩეული იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის ([[არძინბა, ვლადისლავ|ვ. არძინბა]]) პირველ მოადგილედ. 1991 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ, ამ თანამდებობაზე ის შეცვალა კომპარტიის გაგრის ქალაქკომის მეორე მდივამნა [[თამაზ ნადარეიშვილი|თამაზ ნადარეიშვილმა]], ხოლო ყოლბაია აირჩიეს ამაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ და პრეზიდიუმის წევრად. ამ თანამდებობაზე ყოლბაია აფხაზეთში ომის დამთავრებამდე იყო.
 
1992 წელს ყოლბაია არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. ომის პერიოდში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე [[ჟიული შაერტავაშარტავა]]მ ამავდროულად ის თავის მოადგილედ დანიშნა.
 
===1993-1995 წლები===