ვახტანგ ყოლბაია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 81:
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[1952]] წლის [[9 სექტემბერი|9 სექტემბერს]], [[გალის რაიონი|გალის რაიონში]]. დაამთავრა [[მოსკოვი]]ს კვების მრეწველობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომისტის ხარისხით. 1974-1975 წლებში მუშაობდა გალის რაიონის წყალსადენების ტერიტორიული გაერთიანების ეკონომისტად. 1976-1984 წლებში იყო [[აფხაზეთი]]ს ახალგაზრდული რაიონული და საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 1984-1990 წლებში მუშაობდა გალის რაიონის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. 1990-1993 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. 1993-1995 წლებში იყო [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, [[გალის რაიონი]]ს გამგებელი (დევნილობაში). 1987-დან არის [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო]]ს წევრი. 1992-2004 წებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ამასთან 1995-2004 წლებში [[საქართველოს პარლამენტი]]ს თავმჯდომარის მოადგილე. ამავე დროს, 1996-2003 წლებში იყო [[ეუთო]]ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი. 1997-2003 წლებში წარმოადგენდა [[სომხეთი]]ს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს. 2000-2002 წლებში ეკავა [[დსთ]]-ს ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტი. ამჟამად არის [[სამხრეთ კავკასია|სამხრეთ კავკასიის]] რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ასევე „კავკასიური დიალოგის” ფონდის გამგეობის წევრი. მონაწილეობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხავა პროექტებში კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე; არის რამდენიმე წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი; დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
 
==გალში მუშაობის პერიოდი 1990-1993 ==
გალში მუშაობის პერიოდში ყოლბაია ჩართული იყო საზოგადეობრივ მოძრაობაში. საქართველოში პოლიტიკური სისტემის რღვევის შემდეგ (1990 წლის ოქტომბრის არჩევნები) აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზურმა ნაწილმა ქართველი დეპუტატების გვერდის ავლით ჩაატარა სესია, რომელმაც მიიღო დადგენილება „დეკლარაცია აფხაზეთის ეკონომიური დამოუკიდებლობის შესახებ“. ქართულმა ნაწილმა სხვა ეროვნების დეპუტატების მონაწილეობით, საერთო ჯამში დეპუტატთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მოიწვია ალტერნატიული სესია და ეს დადეგენილება გააუქმა, როგორც უკანანო. 1990 წლის 4 დეკემბერს, აფხაზეთის ეროვნული მოძრაობის ლიდერების რეკომენდაციით, რომელსაც მხარი დაუჭირა [[ზვიად გამსახირდია]]მ, ვახტანგ ყოლბაია არჩეული იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის ([[არძინბა, ვლადისლავ|ვ.არძინბა]]) პირველ მოადგილედ. 1991 წლის ოქომბერში, არჩევნების შემდეგ, ამ თანამდებობაზე ის შეცვალა კომპარტიის გაგრის ქალაქკომის მეორე მდივამნა [[თამაზ ნადარეიშვილი|თამაზ ნადარეიშვილმა]], ხოლო ყოლბაია აირჩიეს ამაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ და პრეზიდიუმის წევრად. ამ თანამდებობაზე ყოლბაია აფხაზეთში ომის დამთავრებამდე იყო.
 
1992 წელს ყოლბაია არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. ომის პერიოდში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე [[ჟიული შაერტავა]]მ ამავდროულად ის თავის მოადგილედ დანიშნა.
 
==1993-1995 წლები==
აფხაზეთში ომის დამთავრების შემდეგ (1993 წლის ოქტომბერი) დევნილთა დიდმა რაოდენობამ — თითქმის 120 000 ადამიანმა თავი მოიყარა ზუგდიდის რაიონში. პრეზიდენტმა შევარდნეძემ ვახტანგ ყოლბაია დანიშნა გალის გამგებლად დევნილობაში. მას ასევე შეუნარჩუნდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის (ზ. ერქვანია) მოადგილის თანამდებობა და დარჩა საქართველოს პარლამენტის წევრად.
 
1995 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგად უმრავლესობაში მოვიდა შევარდნაძის პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. მიუხედავად იმისა, რომ ყოლბაია ამ პარტიის წევრი არ იყო, აფხაზეთის დეპუტაციის ინიციატივას მხარი დაუჭირეს და ის პარლამენტის თვმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს აფხაზეთიდან. მომდევნო წელს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული დროებითი კომისია და ყოლბაია მის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ კომისიის თავმჯომარედ ის უცვლელად იყო პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტამდე (2004 წ).
 
==რესურსები ინტერნეტში==