ამერიკული შეხლა-შემოხლა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
'''ამერიკული შეხლა-შემოხლა''' ({{lang-en|American Hustle}}) — 2013 წლის კრიმინალური კომედიური დრამა, რომლის რეჟისორია [[დევიდ ოუენ რასელი]]. გადაღებულია [[ერიკ უორენ სინგერი]]სა და საკუთრივ რასელის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით. მონაწილეობენ [[კრისტიან ბეილი]], [[ბრედლი კუპერი]], [[ემი ადამსი]], [[ჯერემი რენერი]], [[ჯენიფერ ლოურენსი]], [[რობერტ დე ნირო]] და სხვები. ფილმის პრემიერა შედგა 2013 წლის 12 დეკემბერს. ფილმის გამოსვლამდე კრიტიკოსებმა იგი მონათლეს როგორც [[ოსკარის 86-ე დაჯილდოება|ოსკარის 86-ე დაჯილდოების]] ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი. ფილმმა მიიღო ოსკარის 10 ნომინაცია, რომელთა შორის იყო: [[ოსკარი საუკეთესო სურათისთვის|საუკეთესო სურათი]], [[ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის|საუკეთესო რეჟისორი]] და [[ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის|საუკეთესო ორიგინალური სცენარი]], თუმცა ვერცერთ კატეგორიაში ვერ გაიმარჯვა. ფილმმა სამი [[ოქროს გლობუსი]] მოიპოვა. ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდა. ფილმის ვითარება ხდება 1978 წელს. მოგვითხრობს თაღლითზე და მის პარტნიორზე, რომლებიც იძულებულნი არიან ითანამშრომლონ [[ფედერალური საგამოძიებო ბიურო|ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან]], რათა დაეხმარონ სხვა თაღლითების, ყაჩაღების და პოლიტიკოსების დაჭერაში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* {{Official website|http://www.americanhustle-movie.com}}
* {{IMDb title|1800241|ამერიკული შეხლა-შემოხლა}}
* {{Rotten Tomatoes|ამერიკული შეხლა-შემოხლა}}
* [http://www.historyvshollywood.com/reelfaces/american-hustle.php ''ამერიკული შეხლა-შემოხლა'']
* {{AllRovi title|569321|ამერიკული შეხლა-შემოხლა}}