თრომბოციტები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
სისხლის ფირფიტები [[სისხლძარღვი|სისხლძარღვის]] კედლის დაზიანების უბნებში თრომბის წარმოქმნაში მონაწილეობს და [[ორგანიზმი|ორგანიზმს]] მასიური სისხლის დაკარგვისგან იცავს.
 
მიელოიდურ [[ღეროვანი უჯრედი|პროგენიტორ უჯრედზე]] [[თირკმელი|თირკმლებისა]] და [[ღვიძლი|ღვიძლის]] მიერ გამომუშავებული [[თრომბოპოეტინი|თრომბოპოეტინის]] მოქმედებით აქტიურდება [[მეგაკარიობლასტები|მეგაკარიობლასტების]] წარმოქმნა, მისი მომწიფებისას მიიღება [[მეგაკარიოციტი]], ხოლო ამ უკანასკნელის ფრაგმენტაციით - თრომბოციტი.
 
თრომბოციტების აბსოლუტური რაოდენობის დათვლა ხდება [[ჰემოციტომეტრი|გორიაევის კამერაში]] მათი პირდაპირი დათვლით (ფაზურ-კონტრასტული მეთოდი) ან ავტომატური მთვლელების გამოყენებით.