დეიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 93.177.175.14 ცვლილებების გაუქმება (№2619077)
No edit summary
ხაზი 1:
'''დეიზმი''' ({{lang-la|deus}} — „ღმერთი“) — [[რელიგია|რელიგიურ]]-[[ფილოსოფია|ფილოსოფიური]] მოძღვრება. დეიზმი აღიარებს ღვთის, როგორც სამყაროს პირველმიზეზის, არსებობას, მაგრამ ([[თეიზმი]]ს საწინააღმდეგოდ) უარყოფს პერსონიფიცირებულ [[ღმერთი|ღმერთს]], [[გამოცხადება]]ს და [[ღვთის განგება]]ს და საერთოდ, ყოველგვარ [[ღვთისმეტყველება|ღვთისმეტყველურ]], [[დოგმა]]ტურ მოძღვრებებს. დეისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამყაროს შექმნის შემდეგ ღმერთი არ ერევა მოვლენათა მსვლელობაში; სხვა დეისტები თვლიან, რომ ღმერთი მაინც ახდენს გავლენას მოვლენებზე, თუმცა ბოლომდე არ მართავს მათ. დეიზმის შიგნით მრავალი მიმართულებაა და მისი საზღვრების ზუსტად დადგენა შეუძლებელია, რადგან თვითონ დეიზმის კონცეპცია არ სთავაზობს მკაცრს კანონებს. ამავდროულად დეიზმი მიიჩნევს, რომ [[გონება]], [[ლოგიკა]] და ბუნებაზე დაკვირვება ღვთისა და მისი ნების შეცნობის ერთადერთი გზაა. დეიზმის დიდად აფასებს ადამიანის გონებასა და [[თავისუფლება|თავისუფლებას]]. დეიზმი ცდილობს მეცნიერებისა და ღვთის არსებობის იდეის ჰარმონიაში მოყვანას და არა ღვთისა და მეცნიერების დაპირისპირებას.
დეიზმმა დიდი მნიშვნელობა XVII და XVIII საუკუნეებში, [[განმანათლებლობა|განმანათლებლობის]] ეპოქაში მოიპოვა, განსაკუთრების ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში და [[აშშ]]-ში. იგი პოპულარული იყო, ინტელექტუალებში რომლებიც აღზრდილნი იყვნენ, როგორც [[ქრისტიანობა|ქრისტიანები]] და სწამდათ [[მონოთეიზმი|ერთი ღვთის]], მაგრამ არ ემხრობოდნენ [[ორგანიზებული რელიგია|ორგანიზებულ რელიგიას]] და არ სწამდათ ზებუნებრივი მოვლენები, ისეთები როგორებიცაა [[სასწაული]], [[ბიბლიური შეუცდომლობა|წმინდა წერილების შეუცდომლობა]] ან [[სამება]].<ref>{{cite book|last=Thomsett|first=Michael C.|title=Heresy in the Roman Catholic Church: A History|url=http://books.google.com/books?id=LDbhV7u1_yIC|accessdate=2013-05-16|year=2011|publisher=McFarland|isbn=978-0-7864-8539-0|page=222}}</ref>
 
''დეიზმი'' მოდის ლათინური სიტყვა ''[[deus]]''-იდან, რომელიც ლათინურად [[ღმერთი|ღმერთს]] ნიშნავს. დეისტურ იდეებს გავლენა ჰქონდათ [[ამერიკული რევოლუცია|ამერიკული]] და [[ფრანგული რევოლუცია|ფრანგული]] რევოლუციის რამდენიმე თვალსაჩინო ლიდერზე.<ref name="books.google">{{cite encyclopedia|last1=Wilson|first1=Ellen Judy|last2=Reill|first2=Peter Hanns|title=Deism|url=http://books.google.com/books?id=t1pQ4YG-TDIC|accessdate=2013-05-16|year=2004|publisher=Infobase Publishing|isbn=978-0-8160-5335-3|pages=146–148}}
</ref>
ამჟამად არსებოს დეიზმის მათავარი ორი ფორმა: კლასიკური და თანამედროვე დეიზმი.<ref>{{cite web|last=Hardwick|first=J|title=Modern Deism|url=http://moderndeism.com/index.html|publisher=J. Hardwick|accessdate=2010}}</ref>
 
== ლიტერატურა ==
Line 13 ⟶ 18:
* [http://www.sullivan-county.com/deism/eng_rat.htm The Origins of English Rationalism]
* [http://etext.lib.virginia.edu/cgi-local/DHI/dhi.cgi?id=dv1-77 Deism]
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
{{ესკიზი-რელიგია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დეიზმი“-დან