თრომბოციტები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ფაილი:1908 Platelet Development.jpg|მინიატიურა|თრომბოციტების წარმოქმნის სქე...
(განსხვავება არ არის)

19:36, 28 ივნისი 2014-ის ვერსია

თრომბოციტები - სისხლის ფირფიტები - უბირთვო, დისკოს ფორმის უჯრედული ფრაგმენტებია, რომელთა დიამეტრი 2-4 მკმ-ია. თრომბოციტები ძვლის წითელ ტვინში არსებული გიგანტური უჯრედების - მეგაკარიოციტების - მცირე ზომის ფრაგმენტებია. ნორმაში მათი რაოდენოა 1 მიკროლიტრ სისხლში 200 000 - 400 000-ია. თრომბოციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 დღეა.

თრომბოციტების წარმოქმნის სქემა: მიელოიდური ღეროვანი უჯრედიდან მიიღება მეგაკარიობლასტი, შემდგომ მეგაკარიოციტი, რომლის ფრაგმენტაციის შედეგად წარმოიქმნება სისხლის ფირფიტები

სისხლის ფირფიტები სისხლძარღვის კედლის დაზიანების უბნებში თრომბის წარმოქმნაში მონაწილეობს და ორგანიზმს მასიური სისხლის დაკარგვისგან იცავს.

მიელოიდურ პროგენიტორ უჯრედზე თირკმლებისა და ღვიძლის მიერ გამომუშავებული თრომბოპოეტინის მოქმედებით აქტიურდება მეგაკარიობლასტების წარმოქმნა, მისი მომწიფებისას მიიღება მეგაკარიოციტი, ხოლო ამ უკანასკნელის ფრაგმენტაციით - თრომბოციტი.

თრომბოციტების აბსოლუტური რაოდენობის დათვლა ხდება გორიაევის კამერაში მათი პირდაპირი დათვლით (ფაზურ-კონტრასტული მეთოდი) ან ავტომატური მთვლელების გამოყენებით. ჯანმრთელი ადამიანის სისხლში სინათლის მიკროსკოპით დაკვირვებისას განასხვავებენ თრომბოციტების 4 ფორმას:

  1. მომწიფებულ თრომბოციტებს - 87%;
  2. უმწიფარ (შედარებით დიდი ზომის) თრომბოციტებს - 3,2%;
  3. ბებერ თრომბოციტებს - 4,10%
გამოყენებული ლიტერატურა
  1. ჰისტოლოგია, რუსუდან რუხაძე, თბილისის სახემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა, მეორე გამოცემა, 2009;
  2. სისხლის და შარდის ანალიზის კლინიკური მნიშვნელობა (ანალიზების ინტერპრეტაცია), მაია ხუციშვილი, გამომცემლობა "მთაწმინდელი", მეორე გამოცემა 2008