ნიზამი განჯევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎შემოქმედება: შეცდომის გასწორება
→‎შემოქმედება: შეცდომის გასწორება
ხაზი 45:
პოემაში "შვიდი მზეთუნახავი" მოთხრობილია მაჰრამ–გურის ცხოვრება. როგორც თავისი დროის შვილი, ნიზამი განჯევი სამართლიანი შაჰის იდეას ქადაგებს.
 
ნიზამი განჯევის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოემა "ისქანდერნამეს". მას საფუძვლად უდევს სპარსული და არაბული ქრონიკები, ქრისტიანული და ებრაული წყაროების მიხედვით ისქანდერი (იგივე [[ალექსანდრე მაკედონელი]]) იდეალური მეფეა, რომელიც სამართლიანობასა და ჭეშმარიტებას ეძებს, ცდილობს ამოხსნას ადამიანის არსებობის არსი. ნიზამი განჯელმა აღმოსავლელ პოეტთაგან პირველმა უმღერა ამ პოემაში თბილისის მშვენიერ ბუნებასა და მეგობრობას კავკასიელი ხალხის მეგობრობას, რომლებიც გაერთიანებული ძალით აღუდგნენ ალექსანდრე მაკედონელის ამიერკავკასიაში შემოსვლას. პოეტმა შექმნა პერსონაჟთა კოლორიტული სახეები: აზერბაიჯანელი დედოფალი ნუშაბე, ქართველი მეფე და მხედართმთავარი მელიქ დავალი, რომლებიც პოეტმა ერთმანეთს შეაუღლა, და სომეხთა სარდალი შარვე.
 
ნიზამი განჯევის შემოქმედებას დიდი რეზონანსი ჰქონდა აღმოსავლურ ლიტერატურაში. მისი პოემების მიბაძვით შეიქმნა ათეულობით იმავე სახელწოდების თხზულება. გავლენა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასაც გადაწვდა. ნიზამი განჯევის შემოქმედებას კარგად იცნობდა [[XII საუკუნე|XII]]-[[XIII საუკუნე|XIII სს.]] ქართველი მკითხველი საზოგადოება. მისდამი ინტერესი შემდეგაც არ შენელებულა. [[XVIII საუკუნე]]ში გაჩნდა ნიზამი განჯევის პოემის ახალი ქართული რედაქციები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიზამი_განჯევი“-დან