ლოს-ანჯელეს ლეიკერსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი using AWB
ხაზი 74:
მომდევნო ჩაგდებული სეზონის შემდეგ, რომელიც მეჯიქმა გამოტოვა მუხლის ტრავმის გამო, 1981-82 წელმა ლეიკერსის სრული დომინირებით ჩაიარა, დაინიშნა რა მთავარ მწვრთნელად [[პეტ რაილი|პეტ რაილიმ]] მოაგებინა გუნდს დივიზიონი, ასევე პლეი-ოფი და ჩემპიონობა ისე რომ პოსტსეზონში მათ 14-დან მხოლოდ ორი თამაში წააგეს! ლეიკერსი მეორედ სამ წელიწადში გახდა ლიგის გამარჯვებული. ამ გამარჯვების შემდეგ ორი წელი ზედიზედ გუნდი კვლავ გავიდა ფინალში, რასაც დამატებით ხელი შეუწყო ნიჭიერი რუქი [[ჯიემს ვორთი|ჯეიმზ ვორთის]] და ბაირონ სკოტის გადმოსვლამ, მაგრამ გუნდმა ორივე ფინალი წააგო ჯერ [[ფილადელფია სიქსერსი|სიქსერსთან]], ხოლო შემდეგ კიდევ ერთი 7 თამაშიანი სერია [[ლარი ბირდი|ლარი ბირდის]] [[ბოსტონ სელტიკსი|ბოსტონ სელტიქსთან]] (უკვე მერვედ). სეზონის მიმდინარეობისას კარიმი გახდა ლიგის ყველა დროის ტოპ სკორერი როდესაც 31,420-ე ქულით მან გადაასწრო [[უილტ ჩემბერლინი|უილტ ჩემბერლინს]].
 
[[File:James Worthy at UNC Basketball game. February 10, 2007.jpg|upright|thumb|ლოს-ანჯელესმა [[ჯეიმზ უორთი]] აიყვანა 1982 წლის დრაფტზე პირველი. ჯეიმზი კი დაეხმარა 1988 წელს მე-7 თამაშში გაემარჯვა [[დეტროიტ პისტონსი|დეტროიტ პისტონსის]] წინააღმდეგ, სადაც ჯეიმზმა ტრიპლ-დაბლი მიიწერა ანგარიშზე.]]
და აი ისიც, 1984-85 წლების სეზონი და ნანატრი პირველი გამარჯვება [[ბოსტონ სელტიკსი|ბოსტონთან]]!!! ამ დიდ გამარჯვებამდე ლეიკერსმა მოიგო რეგულარი 62-20 შედეგით, პოსტსეზონში მოუგო [[ფინიქს სანსი|ფინიქსს]], [[პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი|პორტლენდს]] და [[დენვერ ნაგეტსი|დენვერს]] ჯამური შედეგით 11-2-ზე და გავიდა ფინალში სადაც თავისი 38 წლის ლიდერის და მომავალი ფინალის MVP-ს [[ქარიმ აბდულ ჯაბარი|ქარიმ აბდულ ჯაბარის]] მეშვეობით დაამარცხა იგი 6 თამაშში! ეს იყო მეცხრე შეხვედრა ამ გუნდებს შორის და პირველი გამარჯვება რომელიც მოიპოვა ლოს ანჯელესმა. ამ წარმატების მომდევნო წელს ყველა ელოდა ფინალის კიდევ ერთხელ გამეორებას მაგრამ მოხდა ისე, რომ კონფერენიის ფინალში ლეიკერსი მოულოდნელად დამარცხდა [[ჰიუსტონ როკეტსი|ჰიუსტონ როკეტსთან]], სადაც დომინირებდნენ ”ტვინ ტაუერსად” წოდებული ფორვარდები ჰაკიმ ოლაჯუონი და რალფ სემპსონი.