მეორე მსოფლიო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: zh:第二次世界大战 is a former featured article; cosmetic changes
ხაზი 155:
[[6 აპრილი|6 აპრილსვე]] დაიწყო ვერმახტის შეტევა საბერძნეთზე, სადაც წინააღმდეგობა გაცილებით დიდი იყო ვიდრე იუგოსლავიაში. განსაკეთრებით დიდი დანაკარგები ვერმახტმა ნახა [[მეტაქსას ხაზი|მეტაქსას ხაზთან]], რომელიც მთიან რეგიონში ისინი ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ. [[9 აპრილი|9 აპრილს]] გერმანელებმა აიღეს [[სალონიკი]], რამაც აღმოსავლეთ მაკედონიაში სტაციონირებულ ბერძნულ სამხედრო შენაერთებს გზა მოუჭრა და მეტაქსას ხაზს გარღვევის საფრთხე დაემუქრა. ალბანეთის ფრონტიდან გადმოსროლილი ბერძნული ჯარები გერმანულ და იტალიურ ტანკებს და საჰაერო დაბომბვებს შეეწირნენ. [[21 აპრილი|21 აპრილს]] 223.000 ბერძენმა ჯარისკაცმა იარაღი დაყარა.
 
საბერძნეთში სტაციონირებულმა ბრიტანულმა ჯარებმა თავდაცვითი ხაზი ააგეს [[თერმოპილები|თერმოპილებთანთერმოპილე]]სთან, რომელიც [[24 აპრილი|24 აპრილს]] გადათელილ იქნა ვერმახტის მიერ. კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ბრიტანეთის მხედართმთავრობამ სასწრაფომ ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო და 50.000 ბრიტანელი მებრძოლი [[ეგვიპტე]]ში იქნა გადაყვანილი. [[27 აპრილი|27 აპრილს]] ვერმახტის ჯარები შევიდნენ [[ათენი|ათენში]].
 
[[25 აპრილი|25 აპრილს]] გერმანიისა და მის მოკავშირეთა 593 სატრანსპორტო თვითმფრინავმა საჰაერო დესანტი გადასხა [[კრეტა]]ზე ([[მერკური (ოპერაცია)|ოპერაცია „მერკური“]]). პარაშუტისტები მოწინააღმდეგისთვის ადვილ სამიზნეს წარმოადგენდნენ და დესანტმა დიდი დანაკლისი განიცადა. ასევე უშედეგოდ დასრულდა მათი ცდა აეღოთ რომელიმე ახლომდებარე აეროდრომი, რომლითაც დამხმარე ძალები შეძლებდნენ კუნძულზე გადმოსვლას. განსაკუთრებით კი არტილერია და ტანკები. მხოლოდ მას შემდეგ რაც ლუფტვაფემ საჰაერო ჰეგემონია მოიპოვა კრეტაზე და გაძლეირებული საზღვაო დესანტი გადმოსხდა კუნძულზე შესაძლებელი იქნა აეროდრომების აღება. მოკავშირეთა ჯარები (მათ შორის [[ავსტრალია|ავსტრალიელები]] და [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიელები]]) ერთი კვირის განმავლობაში იცავდნენ კრეტას, თუმც საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ 17.000 კაციანი კორპუსის ევაკუაცია მოეხდინათ.