სიმონ ჯანაშია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
1924 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ახალგაზრდობის წლები ჯანაშიამ ძირითადად [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] გაატარა, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ნიკოლოზ ჯანაშია. 1926 წელს მიიწვიეს უნივერსიტეტში [[აფხაზური ენა|აფხაზური ენის]] ლექტორად, სადაც იგი 1937 წლამდე მოღვაწეობდა. 1930 წელს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს საბჭომ დოცენტად აირჩია, ხოლო 1935 წელს არჩეულ იქნა უნივერსიტეტის [[საქართველოს ისტორია|საქართველოს ისტორიის]] კათედრის გამგედ და პროფესორად.
 
1936-1937 წლებში ის საქართველოს ისტორიის კაბინეტის გამგე იყო უნივერსიტეტში. 1936-1941 წლებში ხელმძღვანელობდა [[საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემია|საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის]] საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტს. 1941 წლიდან [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ვიცე-პრეზიდენტი და მისი ორი — ისტორიისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი. 1941-1943 წლებში ხელმძღვანელობდა აკადემიის ისტორიის და ენათმეცნიერებათა ინსტიტუტს, 1943 წელს გადადგა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორობიდან, ხოლო გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა [[ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი|ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს]].
 
სიმონ ჯანაშიას ვაჟიშვილი [[ნიკოლოზ ჯანაშია|ნიკოლოზ (ლაშა) ჯანაშია]] (1931-1982) აგრეთვე ისტორიკოსი იყო.
== ბიოგრაფია ==
ჯანაშია უმთავრესად იკვლევდა ძველი და ადრინდელი შუა საუკუნეების [[საქართველოს ისტორია|საქართველოს ისტორიის]] პრობლემებს. მის შრომებში სრულიად ახლებურადაა გაშუქებული [[ქართველები|ქართველთა]] ეთნოგენეზის, კლასებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების, [[ფეოდალიზმი]]ს გენეზისის საკითხები. ჯანაშიამ შეიმუშავა [[საქართველოს ისტორია|საქართველოს ისტორიის]] ახლებური, მეცნიერულად დამუშავებული პერიოდიზაცია. მან პირველმა გამოყო [[საქართველოს ისტორია]]ში პირველყოფილი თემური წყობილების პერიოდი. ჯანაშიას თვალსაზრისით, პირველყოფილი თემური წყობილების რღვევა და კლასობრივი საზოგადოების ჩასახვა ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის შუა ხანიდან იწყება და ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის შუა ხანაში ყალიბდება პირველი ქართული სახელმწიფოები — [[კოლხეთის სამეფო]] ([[ძვ. წ. VI საუკუნე|ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნე]]) და [[ქართლის სამეფო|ქართლის (იბერიის) სამეფო]] ([[ძვ. წ. IV საუკუნე|ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნე]]). ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან უკვე იწყება [[ფეოდალიზმი]]ს ხანა საქართველოში. [[X საუკუნე]]ში მთავრდება ადრინდელი ფეოდალიზმის ეტაპი და იწყება მოფიწული, ანუ განვითარებული [[ფეოდალიზმი]]ს ეტაპი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_ჯანაშია“-დან