შველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 20 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q1043583
No edit summary
ხაზი 19:
| არეალის ლეგენდა =
}}
'''შველი''' ({{lang-la|Capreolus}}) — [[წყვილჩლიქოსნები|წყვილჩლიქოსანი ცხოველი]] [[ირმისებრნი|ირმისებრთა]] ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მამლის მასა 55 კგ აღწევს, დედალი მომცროა. შველს აქვს მსუბუქი, მოხდენილი სხეული, გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, რქები 3 (ზოგჯერ 4) მორჩით (მამალს), დედალი ურქოა. გავრცელებულია [[ევროპა]]ში, წინა აზიის დასავლეთით, [[კავკასია]]ში, [[ცენტრალური აზია|ცენტრალურ აზიაში]], აგრეთვე სამხრეთ ციმბირის მთებში, მონღოლეთსა და შორეულ აღმოსავლეთში. უპირატესობას ანიჭებს მეჩხერ ფოთლოვან ან შერეულ ტყეებსა და კარგად განვითარებულ ქვეტყეს.
 
იკვებება მცენარეული საკვებით. მაკეობა 9 თვემდე გრძელდება, შობს 1-2 ნუკრს, რომლის სხეული სწორხაზოვნად განლაგებული თეთრი ხალებითაა დაფარული. შველი ნადირობის ობიექტია. კარგად ეგუება ადამიანისაგან შეცვლილ ბუნებრივ პირობებს. მომრავლება მრავალ ადგილას არის შესაძლებელი და დიდი სარგებლობა მოაქვს. იყენებენ ხორცს, ტყავსა და რქებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შველი“-დან