არიანელობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
it's Second Council of Nicaea. Miniatures from the Basil II Menologion // Ms. Vat. gr. 1613. Fol. 108
ხაზი 1:
[[ფაილი:Miniature Council of Nicaea condemned Arius (Century IV) sz200.jpg|მინი|IV საუკუნის მინიატურა, ასახულია 325 წლის ნიკეას კრება]]
'''არიანელობა''', ''ა რ ი ო ზ ე ლ ო ბ ა'' – მიმდინარეობა, წარმოშობილი ქრისტიანულ ეკლესიაში [[IV საუკუნე|IV]]-[[VI საუკუნე]]ებში. საფუძველი ჩაუყარა [[318]] წელს ალექსანდრიელმა ხუცესმა არიოზმა. წინააღმდეგ მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის დოგმისა, რომლის მიხედვითაც ძე ღმერთი ([[იესო ქრისტე]]) მამა ღმერთის ერთარსი და თანასწორია, არიანელობის თანახმად, ქრისტე დასაბამიდან არ არსებობდა მამა ღმერთთან ერთად, იგი შემდეგშია შექმნილი ადამიანის მსგავსად. ქრისტეში, ერთსა და იმავე დროს ღმერთიც არის და ადამიანიც, ჭარბობს ადამიანურობა. არიანელობამ დიდი განხეთქილება შეიტანა როგორც ქრისტიანულ წრეებში, ისე მაშინდელ ბიზანტიურ საზოგადოებაში; იგი მჭიდროდ იყო გადახლართული სოციალური მოძრაობისა და რომის (მოგვიანებით ბიზანტიის) ორბიტაში მოქცეული პროვინციების პოლიტიკურ ბრძოლასთან. [[320]] წელს ალექსანდრიის საეკლესიო კრებაზე არიანელობა დაგმეს. მაგრამ მას მხარი დაუჭირა აღმოსავლეთის ეპისკოპოსთა ნაწილმა. [[კონსტანტინე დიდი]]ს მიერ მოწვეულმა [[ნიკეის პირველი საეკლესიო კრება|ნიკეის საეკლესიო კრებამ]] [[325]] წელს არიანელობა მწვალებლობად გამოაცხადა და საეკლესიო დოგმად აღიარა ძე ღმერთის მამა ღმერთთან ერთარსებობა. გართულებულმა ვითარებამ კონსტანტინე აიძულა შერიგებოდა არიანელობას. დაიწყეს დევნა არიანელების მოწინააღმდეგეებისა, განსაკუთრებით [[ათანასე I (ალექსანდრიის პატრიარქი)|ათანასე ალექსანდრიელისა]], რომელსაც მხარი დაუჭირა დასავლეთის ეკლესიამ. აღმოსავლეთის ეკლესიაში საიმპერატორო ხელისუფალთა მხარდაჭერით წარმოიშვა შემთანხმებლური, ნახევრად არიანული მიმდინარეობა, რომელიც ამტკიცებდა ძე ღმერთის არა „ერთარსებობას“, არამედ „მსგავსარსებობას“. [[381]] წლის [[კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრება|კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ]] საბოლოოდ დაგმო არიანელობა, ხოლო დასავლეთ ეკლესიაში მოძღვრებას წმინდა სამების შესახებ დაუმატეს დოგმატი სულიწმიდის წარმოშობისა არამარტო მამა ღვთისაგან, არამედ ძე ღვთისგანაც. აღმოსავლეთის ეკლესიაში არიანლობის ნაშთები დიდხანს შემორჩა. იგი შემოინახეს აგრეთვე იმ გერმანელმა ტომებმა, რომელთაც ქრისტიანობა მიიღეს აღმოსავლეთიდან – [[გუთები|გუთებმა]], [[ვანდალები|ვანდალებმა]], [[ბურგუნდები|ბურგუნდებმა]] და სხვ. ყველაზე დიდხანს არიანელობა შემორჩა [[ლანგობარდები|ლანგობარდებში]] ([[VII საუკუნე]]მდე). არიანელობის სახესხვაობაა [[XVII საუკუნე]]ში პოლონეთში გავრცელებული [[სოცინიანობა]].
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არიანელობა“-დან