ივანე სოლერტინსკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
| საიტი =
}}
'''ივანე სოლერტინსკი''' ({{lang-ru|Соллертинский, Иван Иванович;}} დ. [[20 ნოემბერი]]/[[3 დეკემბერი]] [[1902]], [[ვიტებსკი]] — გ. [[11 თებერვალი]] [[1944]], [[ნოვოსიბირსკი]]) — რუსი [[მუსიკა|მუსიკის]], [[თეატრი]]სა და [[ლიტერატურა|ლიტერატურის]] ისტორიკოსი. 1906 წლიდან ცხოვრობდა [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]]. 1924 წელს დაამთავრა [[სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტუნივერსიტეტი|სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი]]ს საზოგადოებრივი მეცნიერების ფაკულტეტის რომანულ-გერმანული სექცია; ერთდროულად ინსტიტუტში სწავლობდა ხელოვნების ისტორიას, სადაც აგრეთვე გაიარა ასპირანტურის კურსი [[თეატრმცოდნეობა|თეატრმცოდნეობის]] განხრით (1929). გამოდიოდა როგორც [[ხელოვნება|ხელოვნების]] სხვადასხვა საკითხების, [[ესთეტიკა|ესთეტიკის]] და [[ფსიქოლოგია|ფსიქოლოგიის]] ლექტორი და კრიტიკოს-პუბლიცისტი; 1929 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის ფილარმონიაში (1940-1944 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი) და 1936 წლიდან ლენინგრადის კონსერვატორიაში (1939 წლიდან პროფესორი). ავტორია სტატიებისა დასავლეთ ევროპული მუსიკალური კლასიკის, ქორეოგრაფიის, თეატრალური ხელოვნების, ლიტერატურის, აგრეთვე საბჭოთა და თანამედროვე საზღვარგარეთული მუსიკის შესახებ. დაკავებული იყო რუსული და დასავლეთ ევროპული კლასიკური მუსიკალური მემკვიდრეობის პრობლემებით, ყურადღებას უთმობდა [[სიმფონიზმი]]ს, [[ოპერა|ოპერისა]] და [[დრამატურგია|დრამატურგიის]] საკითხებს, ეხმაურებოდა საბჭოთა მუსიკალური კულტურის მოვლენებს. აქტიურად მონაწილეობდა თანამედროვე [[ოპერა|ოპერისა]] და [[ბალეტი]]ს ჩამოყალიბებაში. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 20-30-იანი წლების [[სანქტ-პეტერბურგი]]ს მუსიკალურ ცხოვრებაში. ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა კომპოზიტორ [[დიმიტრი შოსტაკოვიჩი|დიმიტრი შოსტაკოვიჩთან]]. შოტაკოვიჩის მიერ 1944 წელს დაწერილი მეორე საფორტეპიანო ტრიო მიეძღვნა სოლერტინსკის ხსოვნას. ივანე სოლერტინსკი მოულოდნელად გარდაიცვალა კომპოტიზორ [[ანდრია ნოვიკოვი]]ს ბინაში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==