აკირა კუროსავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: რიმეიკი → გადამუშავება using AWB
ხაზი 55:
კუროსავამ სრულიად შეცვალა სამურაების ტრადიციული სახე კინემატოგრაფიაში. იგი არ იღებს ტრადიციული ტიპის ფილმებს სამურაების შესახებ, სადაც იდეალად ქცეული სამურაები ძირითადად სიყვარულსა და მოვალეობას შორის არჩევნის დილემაზე ფიქრობენ. მის ფილმებში ასახულია უფრო რეალისტური ბრძოლა ფულისთვის და ძალაუფლებისთვის.
 
[[1954]] გამოსულმა ფილმმა "[[შვიდი სამურაი]]" ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზი [[ოსკარი]] მოიპოვა, შემდეგ კი ამერიკელებმა ამ ფილმის "რიმეიკიგადამუშავება" გააკეთეს. კუროსავამ რადიკალურად შეცვალა სამურაის ეკრანული სახე. მის ფილმებში სამურაები არა მხოლოდ პატრონისადმი უსაზღვროდ ერთგული მამაცი მეომრები არიან, არამედ გააჩნიათ საკუთარი სისუსტეებიც. ლამაზად გამოწყობილი სამურაების ნაცვლად მის ფილმებში არის ბინძური, მიფუნეს ნასვამი პერსონაჟი, რომელიც ცდილობს თავიდან აიცილოს სისხლისღვრა, ხოლო საქმე საქმეზე როცა მიდის, მაშინ მამაცად იბრძვის. მისი გმირები არა მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან, არამედ სულიერებითაც, სამართლიანობის გრძნობით.
 
კუროსავას პოპულარობის ზრდას 50-იან წლებში მისმა საყვარელმა მსახიობმა, ტოსირო მიფუნემაც შეუწყო ხელი. იგი გამოირჩეოდა სხვა მსახიობების ფონზე. მუშაობისას კუროსავა გადამღები ჯგუფის მიმართ ძალიან მომთხოვნი იყო. მის ფილმებში დიდ როლს მსახიობების გარდა ბუნებაც ასრულებდა. მას შეეძლო გადაღების შეჩერება სასურველ ამინდამდე, ფილმში [[რასიომონი]] კოკისპირული წვიმა ისეთივე მრავლისმთქმელია, როგორც პერსონაჟები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკირა_კუროსავა“-დან