გიორგი წერეთელი (ეკონომისტი): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გიორგი წერეთელი''' (დ. 20 იანვარი, 1952, ქ. ლანჩხუთი)— ქართველი...
(განსხვავება არ არის)

06:55, 20 ივნისი 2014-ის ვერსია

გიორგი წერეთელი (დ. 20 იანვარი, 1952, ქ. ლანჩხუთი)— ქართველი ეკონომისტი და მათემატიკოსი.

1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1990 წლის 25 დეკემბერს დაიცვა სადისერტაციო თემა — „რესპუბლიკაში რეგიონული ბუნებათ სარგებლობის ეკონომიკური პროცესების მრავალმიზნიანი ოპტიმიზაცია (საქართველოს მაგალითზე)“. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ.გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისგან სამეცნიერო ნაშრომისათვის მინიჭებული აქვს პრემია.

ბიბლიოგრაფია

  • ეკონომიკის მათემატიკური მოდელირების მეთოდოლოგიური საფუძვლები და მათი რეალიზაციის პრაქტიკული მაგალითები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 2000. - 345გვ.
  • ეკონომიკურ - მათემატიკური მეთოდების საფუძვლები და მათი ეკონომოკაში გამოყენების ზოგიერთი პრაქტიკული ასპექტი (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1999. - 229გვ.
  • საზოგადოების, ბუნებისა და წარმოების სისტემური ურთიერთკავშირის ასპექტები და გარემო ბუნების დაცვაზე ორიენტირებული საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1995. - 50გვ.
  • ბუნებათსარგებლობის მრავალმიზნიანი ოპტიმიზაცია სფეროს "ბუნება-საზოგადოება-წარმოება"-ფუნქციონირების მიზანმიმართული რეგულირების სისტემაში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1992. - 27გვ.
  • გარემოს ბუნების გაჭუჭყიანება და მასთან ბრძოლის ხერხები (ავტორი). - თბილისი, თსუ, 1989. - 39გვ.
  • ეკონომიკურ - ეკოლოგიური პროგნოზირების საკითხები (ავტორი). - თბილისი, თსუ, 1988. - 35გვ.
  • გარემო ბუნების ხარისხის სტანდარტიზაციის საკითხები (ავტორი). - თბილისი, თსუ, 1988. - 21გვ.
  • გარემო ბუნების დაცვის ეკონომიკური პრობლემები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1987. - 142გვ.

რესურსები ინტერნეტში

  • გიორგი წერეთელი — ბიოგრაფია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე