მწერიჭამია ხელფრთიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| ncbi =
}}
'''მწერიჭამია ხელფრთიანები''' ({{lang-la|Microchiroptera}}), [[ძუძუმწოვრები]]ს ქვერიგი [[ხელფრთიანები]]ს რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 14 სმ აღწევს.აქვთ ყურსარქველები, წვრილი თვალები, სუსტად განვითარებული მხედველობა, ძალზე კარგი სმენა, ექოლოკაციის უნარი. გავრცელებულნი არიან ყველგან, პოლარულ ოლქებს გარდა. განსაკუთრებით ბევრია სუბტროპიკებსა და ტროპიკებში. აერთიანებს 16 ოჯახს, 138 გვარის 650 სახეობას. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 40 სახეობა; საქართველოში — 22. ბინადრობენ ხის ფუღუროებში, მღვიმეებში, კლდის ნაპრალებში, სამეურნეო და საცხოვრებელ ნაგებობებში. ზოგიერთი მათგანი ადამიანის თანამგზავრია. სახლდებიან კოლონიებად. მათი ზამთრის ძილქუში 7-8 თვე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს, რომლებიც 20-40 დღის შემდეგ დამოუკიდებლად ნადირობენ. ცოცხლობენ 20 წლამდე. უმრავლესობა იკვებებე მწერებით, ზოგი ტროპიკული ფორმა მცენარის ნაყოფით, ნექტრით და ყვავილის მტვერით, თბილსისხლიანი ცხოველების სისხლით, პატარ-პატარა [[ხერხემლიანები]]თ. ძალზე სასარგებლო ცხოველებია; ანადგურებენ სოფლისა და სატყეო მეურნეობის მავნებლებს. ზოგი სახეობა ხელს უწყობს მცენარეთა დამტვერვას და ავრცელებს სხვადასხვა ტროპიკული მცენარის თესლს. ზოგს ადამიანის ინფექციური დაავადების გამომწვევი გადააქვს.
 
==ლიტერატურა==