ემბრიოგენეზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Gray9.png|მინი|მარჯვნივ]]
'''ემბრიოგენეზი''' — ჩანასახოვანი ანუ [[ემბრიონი|ემბრიონული]] განვითარება. [[ორგანიზმი|ორგანიზმის]] ინდივიდუალური განვითარების პირველი პერიოდი [[განაყოფიერება|განაყოფიერებიდან]] აქტიური ცხოვრების დაწყებამდე.
 
ემბრიოგენეზი იწყება სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერებით. განაყოფიერების შემდეგ კვერცხუჯრედს ეწოდება [[ზიგოტა]]. ზიგოტა დიპლოიფური უჯრედია. ზიგოტა განიცდის მიტოზურ დაყოფას და უჯრედულ დიფერენციაციას, რასაც შედეგად მოჰყვება მრავალუჯრედიანი ემბრიონის ჩამოყალიბება.
 
==განაყოფიერება და ზიგოტა==
 
განაყოფიერება - ესაა გამეტების შერწყმა ახალი ორგანიზმის წარმოსაქმნელად. ცხოველებში, ეს პროცესი მოიცავს სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერებას, რასაც შედეგად მოჰყვება ჩანასახის ჩამოყალიბება. იქიდან გამომდინარე, თუ რომელ ორგანიზმზეა საუბარი, განაყოფიერების პროცესი შეიძლება მოხდეს მდედრის სხეულში, რასაც შინაგანი განაყოფიერება ეწოდება, ან გარეგანი განაყოფიერებით.
 
განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს ეწოდება [[ზიგოტა]].
 
 
== ემბრიოგენეზის ეტაპები==
 
===დაყოფის სტადია===
დაყოფის სტადიაზე ზიგოტა იწყებს მიტოზურად დაყოფას. მიღებულ უჯრედებს [[ბლასტომერები]] ეწოდებათ. 16 უჯრედამდე დაყოფის შემდეგ წარმოიქმნება [[მორულა]].
128 უჯრედის წარმოქმნის შემდეგ ჩანასახს [[ბლასტულას]] უწოდებენ. ბლასტულა წარმოადგენს უჯრედების სფერულ შრეს, რომელსაც [[ბლასტოდერმა]] ეწოდება, ხოლო მის შიგნით წარმოიქმნება სიღრუე [[ბლასტოცელი]].
 
===გასტრულაციის ეტაპი===
 
გასტრულაციის ეტაპზე უჯრედები ძალიან სწრაფად იყოფიან, ამიტომაც მათი რიცხვი მკვეთრად იზრდება. წარმოიქმნება ზოგ ორგანიზმში ორშრიანი, ზოგიერთ ორგანიზმში კი - სამშრიანი [[გასტრულა]]. გასტრულას აქვს [[პირველადი ნაწლავის ღრუ]]. უჯრედების განაწილების შედეგად ყალიბდება გარე შრე - ექტოდერმა, შიდა შრე - ენტოდერმა და მათ შორის კი - მეზოდერმა. ზოგიერთ სახეობაში მეზოდერმის ჩამოყალიბება არ ხდება.
 
=== ორგანოგენეზის სტადია===
 
ექტოდერმიდან ვითარდება [[ნერვული ფირფიტა]], მეზოდერმიდან კი [[ქორდა]]. [[ქორდა]] წარმოადგენს დრეკად ზონარს, რომელიც შინაგანი ჩონჩხის როლს ასრულებს. ნერვული ფირფიტა გარდაიქმნება ნერვულ მილად, ხოლო ნერვული მილიდან ხდება ზურგის და თავის ტვინის განვითარება.
ექტოდერმიდან, გარდა ნერვული სიტემისა, ყალიბდება კანის ეპითელური ქსოვილი, აგრეთვე მხედველობისა და სმენის ორგანოები. ენტოდერმიდან ვითარდება საჭმლის მომნელებელი და სუნთქვის ორგანოები. მეზოდერმიდან ხდება კუნთების, ხრტილოვანი და ძვლოვანი ჩონჩხის, სისხლძარღვოვანი, გამომყოფი და გამრავლების ორგანოთა სისტემების ჩამოყალიბება.
 
 
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ემბრიოგენეზი“-დან