სერგი დურმიშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''სერგი დურმიშიძე''' (დ. [[1910]] — გ. [[1989]]) — ქართველი [[ბიოქიმია|ბიოქიმიკოსი]], მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი [[საქართველო]]ში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1952), [[პროფესორი]] (1952), [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[აკადემიკოსი]] (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), სსკპ წევრი 1939 წლიდან.<ref name="qse" /> იგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ბიოქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე. იყო მრავალი საპრობლემო საბჭოს, კომისიის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და წევრი, სამეცნიერო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-მხატვრული ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი და საყურადღებო ნაშრომების ავტორი. მსოფლიო აღიარება ჰპოვა მისმა გამოკვლევებმა სპირტული დუღილის ბიოქიმიაში, ორგანული მჟავებისა და ამინომჟავების ცვლაში, ფლავონოიდების ქიმიასა და ბიოქიმიაში, ფენოლური ბუნების ქიმიური რეგულატორების მეტაბოლიზმში, ქსენობიოქიმიაში.<ref name="sdr">[http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2010&art=5691 საქართველოს რესპუბლიკა. სახელოვანი მამულიშვილი: აკადემიკოსი სერგი დურმიშიძე - 100]</ref>
 
1931 წელს დაამთავრა [[საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი]]ს მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი. 1935-1960 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე (1944-1945 წლებში კათედრის გამგე). 1943-1954 წლებში იყო [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1954-1955 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, 1955-1971 წლებში [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] აკადემიკოს-მდივანი. ამავე დროს 1957 წლიდან [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს პროფესორია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (ამ ინსტიტუტის დამაარსებელი). დურმიშიძე აკადემიკოსების [[ალექსანდრე ოპარინი]]სა და [[ანდრია კურსანოვი]]ს სკოლის წარმომადგენელი იყო. 1971 წლიდან [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს მეცნირებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორიადირექტორი 1987 წლამდე.
 
მუშაობდა მეორეულ და უცხო ნაერთთა ბიოქიმიის დარგში. დაადგინა [[სპირტი]]ს დუღილის ძირითადი, მეორეული და გარეშე პროდუქტების გარდაქმნის ბიოქიმიური გზები; საფუძველი ჩაუყარა [[ვაზი]]სა და [[ღვინო|ღვინის]] ფენოლურ ნაერთთა ბიოქიმიას; დაამუშავა არომატული ნაერთების უჯრედშიგა ცვლის თეორიული საფუძვლები; წამოაყენა ჰიპოთეზა უჯრედში ფენოლურ და უცხო ნაერთთა ღრმა ჟანგვითი გარდაქმნებისა და დეტოქსიკაციის შესახებ; გამოავლინა [[ატმოსფერო]]ს, [[ნიადაგი]]სა და [[წყალი|წყლების]] ბიოლოგიური გასუფთავების ახალი გზები.<ref name="qse" />