ევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება, დაემატა ახალი ცნობები
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 32:
 
მემკვიდრული ნიშან-თვისებები გადაეცემა დნმ-ის საშუალებით, რომელიც აკოდირებს მემკვიდრულ ინფორმაციას. დმნ გრძელი პოლიმერული ჯაჭვია, რომელიც ოთხი სახის ნუკეოტიდისგან არის შედგენილი. მათი მიმდევრობა განსაზღვრავს გენეტიკურ ინფორმაციას, ისევე როგორც სიტყვებში ასოების მიმდევრობა. დნმ-ის მონაკვეთი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ცილის პირველადი სტრუქტურის შესახებ, [[გენი]] ეწოდება. უჯრედებში დნმ-ის ჯაჭვები ქმნიან სტრუქტურებს - ქრომოსომებს. დნმ-ის მონაკვეთის კონკრეტულ, სპეციფიკურ ადგილს ქრომოსომაში [[ლოკუსი]] ეწოდება. თუ დნმ-ის მონაკვეთი კონკრეტულ ლოკუსში სხვადასხვა შეიძლება იყოს, მაშინ მათ [[ალელებს]] უწოდებენ. დნმ-ის მონაკვეთი შეიძლება შეიცვალოს [[მუტაციის]] შედეგად, რაც გამოიწვევს ნიშან-თვისების ცვლასაც, ეს კი თავის მხრივ - მის ფენოტიპურ გამოვლენას. ბევრი ნიშან-თვისება რამდენიმე გენის ურთიერთქმედებით მემკვიდრდება ორგანიზმებში.
 
==ცვალებადობა==
 
ინდივიდუალური ორგანიზმის ფენოტიპი შედეგია გენოტიპისა და გარემოს ურთიერთქმედების. მნიშვნელოვანი ნაწილი ფენოტიპური ვარიაციისა გამოწვეულია გენოტიპების სხვადასხვაობით. [[თანამედროვე სინთეზური თეორიის]] თანახმად, ევოლუცია გენეტიკური ცვალებადობაა დროის განმავლობაში.
[[ ჰარდი-ვაინბერგის პრინციპის]] მიხედვით, ალელთა სიხშირე უცვლელი რჩება, თუ არ ხდება გადარჩევა, მუტაცია, გენთა დრეიფი ან მიგრაცია.
მიუხედავად ამ ფაქტორებისა, ერთი სახეობის ინდივიდების გენოტიპებს შორის მსგავსება ძალიან დიდია. თუმცა მცირე - 5%-იანმა განსხვავებამაც კი - შეიძლება ნიშან-თვისებათა მკვეთრი ცვლა გამოიწვიოს, როგორც ეს ადამიანებისა და შიმპანზეების შემთხვევაშია.
 
 
 
 
 
 
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევოლუცია“-დან