სერგი დურმიშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| ფოტოს_სიგანე =
| სიგანე =
| წარწერა = სერგი დურმიშიძე
| დაბადების თარიღი = 1910
| დაბადების ადგილი = [[27 თებერვალი]], [[საჩხერე]]
| გარდაცვალების თარიღი = 1989
| გარდაცვალების ადგილი =
| მოქალაქეობა = {{დროშა|საქართველოს სსრ}}
| სამეცნიერო სფერო = [[ბიოქიმია]]
| მუშაობის ადგილი =
| ალმა-მატერი = [[საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი]]
| სამეცნიერო ხელმძღვანელი =
| გავლენა იქონიეს =
| გავლენა იქონია =
| განთქმული მოსწავლეები = [[გიორგი კვესიტაძე]]
| ცნობილია როგორც = მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში
| ჯილდოები და პრემიები = ლენინის ორდენი</br>4 შრომის წითელი დროშის ორდენი</br>საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
| ხელმოწერა =
| სიგანე =
| საიტი =
}}
'''სერგი დურმიშიძე''' (დ. [[1910]] — გ. [[1989]]) — ქართველი ბიოქიმიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი [[საქართველო]]ში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1952), [[პროფესორი]] (1952), [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[აკადემიკოსი]] (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), სსკპ წევრი 1939 წლიდან. იგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ბიოქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე. იყო მრავალი საპრობლემო საბჭოს, კომისიის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და წევრი, სამეცნიერო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-მხატვრული ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი და საყურადღებო ნაშრომების ავტორი. მსოფლიო აღიარება ჰპოვა მისმა გამოკვლევებმა სპირტული დუღილის ბიოქიმიაში, ორგანული მჟავებისა და ამინომჟავების ცვლაში, ფლავონოიდების ქიმიასა და ბიოქიმიაში, ფენოლური ბუნების ქიმიური რეგულატორების მეტაბოლიზმში, ქსენობიოქიმიაში.
 
1931 წელს დაამთავრა [[საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი]]ს მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი. 1935-1960 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე (1944-1945 წლებში კათედრის გამგე). 1943-1954 წლებში იყო [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1954-1955 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, 1955-1971 წლებში [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] აკადემიკოს-მდივანი. ამავე დროს 1957 წლიდან [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს პროფესორია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (ამ ინსტიტუტის დამაარსებელი). დურმიშიძე აკადემიკოსების [[ალექსანდრე ოპარინი]]სა და [[ანდრია კურსანოვი]]ს სკოლის წარმომადგენელი იყო. 1971 წლიდან [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს მეცნირებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორია 1987 წლამდე.
 
მუშაობდა მეორეულ და უცხო ნაერთთა ბიოქიმიის დარგში. დაადგინა [[სპირტი]]ს დუღილის ძირითადი, მეორეული და გარეშე პროდუქტების გარდაქმნის ბიოქიმიური გზები; საფუძველი ჩაუყარა [[ვაზი]]სა და [[ღვინო|ღვინის]] ფენოლურ ნაერთთა ბიოქიმიას; დაამუშავა არომატული ნაერთების უჯრედშიგა ცვლის თეორიული საფუძვლები; წამოაყენა ჰიპოთეზა უჯრედში ფენოლურ და უცხო ნაერთთა ღრმა ჟანგვითი გარდაქმნებისა და დეტოქსიკაციის შესახებ; გამოავლინა [[ატმოსფერო]]ს, [[ნიადაგი]]სა და [[წყალი|წყლების]] ბიოლოგიური გასუფთავების ახალი გზები. 5 მონოგრაფიის, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 6 გამოგონების ავტორია.
მან ბიოქიმიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას - ალკოჰოლური დუღილის ბიოქიმიას მრავალი ორიგინალური გამოკვლევა მიუძღვნა. პირველმა შეისწავლა რძემჟავის გენეზისი ალკოჰოლური დუღილის პროცესში. დაადგინა, რომ დუღილის პროდუქტებს შორის გამოვლენილი კორელაციური დამოკიდებულება პირობით ხასიათს ატარებს და მადუღარ არეში არსებული დუღილის ძირითადი და მეორეული პროდუქტები რთულ და მრავალმხრივ გარდაქმნებს განიცდის საფუვრების სხვადასხვა გენერაციების მიერ, გამოავლინა ამ გარდაქმნების ძირითადი გზები. მისი კვლევის ეს შედეგები საყოველთაოდ აღიარებულია და შეტანილია მრავალ ადგილობრივ თუ უცხოურ სახელმძღვანელოში. დუღილის ბიოქიმიაში ჩატარებულმა ამ გამოკვლევებმა თეორიული საფუძვლები შეუქმნეს ამ პროცესზე დამყარებულ ტექნოლოგიებს. დადგენილი ვაზის მთრთიმლავ ნივთიერებათა ქიმიური ბუნება, იდენტიფიცირებულია მრავალი პრინციპული მნიშვნელობის ინდივიდუალური ნაერთი. შრომები, რომლებიც ვაზის მთრთიმლავი ნივთიერებების და ანთოციანების ქიმიას მიეძღვნა, შევიდა მსოფლიოს სპეციალურ ლიტერატურაში. სერგი დურმიშიძის ამ შრომებმა დიდი გავლენა მოახდინა ვაზისა და ღვინის ბიოქიმიურ და ტექნოლოგიურ გამოკვლევებზე.
 
1955 წელს გამოიცა აკადემიკოს სერგი დურმიშიძის მონოგრაფია: „ვაზისა და ღვინის მთრთიმლავი ნივთიერებანი და ანთოციანები“. დღესაც ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნს წარმოადგენს ფენოლურ ნაერთებზე მომუშავე მკვლევართათვის. უცხოელი მეცნიერების მიერ ამ წიგნის ძირითადი შინაარსი გადაითარგნა და გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, იტალიასა და პორტუგალიაში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 4 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქეა. 1990 წელს ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტს მიენიჭა ს. დურმიშიძის სახელი.
 
1954-1955 წლებში საქართველოს კპ ცკ-ის წევრი. საქართველოს სსრ 4-9 მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.