სერგი დურმიშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მეცნიერი | სახელი = სერგი დურმიშიძე | მშობლი...
 
No edit summary
ხაზი 24:
| საიტი =
}}
'''სერგი დურმიშიძე''' — ქართველი ბიოქიმიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში[[საქართველო]]ში. ბიოლოგიის მეცნეირებათამეცნიერებათა დოქტორი (1952), [[პროფესორი]] (1952), [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[აკადემიკოსი]] (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), სსკპ წევრი 1939 წლიდან. იგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ბიოქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე. იყო მრავალი საპრობლემო საბჭოს, კომისიის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და წევრი, სამეცნიერო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-მხატვრული ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი და საყურადღებო ნაშრომების ავტორი. მსოფლიო აღიარება ჰპოვა მისმა გამოკვლევებმა სპირტული დუღილის ბიოქიმიაში, ორგანული მჟავებისა და ამინომჟავების ცვლაში, ფლავონოიდების ქიმიასა და ბიოქიმიაში, ფენოლური ბუნების ქიმიური რეგულატორების მეტაბოლიზმში, ქსენობიოქიმიაში.
 
1931 წელს დაამთავრა [[საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტისინსტიტუტი]]ს მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი. 1935-1960 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე (1944-1945 წლებში კათედრის გამგე). 1943-1954 წლებში იყო [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1954-1955 წლებში საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრი, 1955-1971 წლებში [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] აკადემიკოს-მდივანი. ამავე დროს 1957 წლიდან [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისუნივერსიტეტი]]ს პროფესორია, 1971 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (ამ ინსტიტუტის დამაარსებელი). დურმიშიძე აკადემიკოსების ოპარინისა[[ალექსანდრე ოპარინი]]სა და კურსანოვის[[ანდრია კურსანოვი]]ს სკოლის წარმომადგენელი იყო.
 
მუშაობდა მეორეულ და უცხო ნაერთთა ბიოქიმიის დარგში. დაადგინა სპირტის დუღილის ძირითადი, მეორეული და გარეშე პროდუქტების გარდაქმნის ბიოქიმიური გზები; საფუძველი ჩაუყარა ვაზისა და ღვინის ფენოლურ ნაერთთა ბიოქიმიას; დაამუშავა არომატული ნაერთების უჯრედშიგა ცვლის თეორიული საფუძვლები; წამოაყენა ჰიპოთეზა უჯრედში ფენოლურ და უცხო ნაერთთა ღრმა ჟანგვითი გარდაქმნებისა და დეტოქსიკაციის შესახებ; გამოავლინა ატმოსფეროს, ნიადაგისა და წყლების ბიოლოგიური გასუფთავების ახალი გზები. 5 მონოგრაფიის, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 6 გამოგონების ავტორია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 4 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.