ფილიპე ზაიცევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
'''ფილიპე ზაიცევი''' (დ. [[26 მარტი]] [[1877]], [[კიევი]] — გ. [[10 ივნისი]] [[1957]], [[თბილისი]]) — ენტომოლოგი. [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[აკადემიკოსი]] (1941). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).
 
1900 წელს დაამთავრა [[პეტერბურგის უნივერსიტეტი]]ს ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1902 წელს იგი იწყებს დიდ სამუშაოს ნოვგოროდის გუბერნიის ხეშეშფრთიანი და ქერცლფრთიანი მწერების ფაუნის შედგენილობის შესასწავლად. 1911 წლიდან მოღვაწეობდა [[საქართველო]]ში. 1912 წელს ზაიცევის თაოსნობით ჩამოყალიბდა [[თბილისის ბოტანიკური ბაღი]]ს ენტომოლოგიური კაბინეტი. 1920-1928 წლებში იგი თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის პროფესორი და დეკანი, ხოლო 1929-1936 წლებში — რექტორი. 1920 წელს იგი სათავეში ჩაუდგა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ჰისტოლოგიის კათედრას. 1932 წელს სათავეში ჩაუდგა სსრკ მეციერებათა აკადემიის ამიერკავკასიის (1934 წლიდან საქართველოს) ფილიალის ზოოლოგიურ სექტორს (1941 წლიდან [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ზოოლოგიის ინსტიტუტი), რომელსაც განაგებდა გარდაცვალებამდე.<ref name="qse">{{ქსე|4|475|ჭოლოკავა ა.|არა}}</ref>
 
შეისწავლა [[საქართველო]]სა და [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] მწერების (მათ შორის მავნე მწერების) მრავალი ოჯახი და ჯგუფი, გამოავლინა ახალი გვარები და სახეობები, იკვლევდა [[მწერები]]ს ფაუნას, სისტემატიკას, ეკოლოგიისა და ზოოგეოგრაფიის საკითხებს.<ref name="qse" /> იგი 125-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.<ref name="nplg" />
 
იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების, კავკასიის ცხოველთა აკლიმატიზაციის საზოგადოების, მოსკოვის ენტომოლოგიური საზოგადოების,
რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების (1911-), რუსეთის ენტომოლოგიური საზოგადოების (1905-1910), რუსეთის მეხილეობის საზოგადოების, საერთაშორისო ენტომოლოგიური კონგრესების ორგანიზაციის მუდმივი კომიტეტის (1910-) წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის მეცნიერ მოღვაწეთა პანთეონში.<ref name="nplg">[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001321/ ფილიპე ზაიცევი — ქართველი ავტორები]</ref>
 
მეორე მსოფლიო ომში ზაიცევი იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური რაზმის კონსულტანტი, რისთვისაც 1944 წელს დააჯილდოვეს მედლით „კავკასიის დაცვისათვის“, ხოლო 1946 წელს — მედლით „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“.<ref name="biblio" />
 
ცნობილი ენტომოლოგი, სრულიად საკავშირო ენტომოლოგიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ო. კრიჟანოვსკი აღნიშნავდა:<ref name="biblio">ფილიპე ზაიცევი, ბიობიბლიოგრაფია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1980.</ref>{{ციტატა|ალბათ, საბჭოთა ენტომოლოგთა შორის არ იყო ფ. ზაიცევისთანა უნივერსალურად განსწავლული სისტემატიკოსი და უთუოდ, არავინ ასე კარგად არ იცნობდა კავკასიის და, განსაკუთრებით, ამიერკავკასიის ხეშეშფრთიანების ფაუნას...}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფილიპე_ზაიცევი“-დან