გალადრიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎აღწერა: ორიგინალია Gandalf, მომდინარეობს Gandálfr-იდან, replaced: გენდალფ → განდალფ using AWB
(→‎პიტერ ჯექსონის ტრილოგია: clean up, replaced: ბეჭდების მბრძანებელი (ფილმი) → ბეჭდების მბრძანებ using AWB)
(→‎აღწერა: ორიგინალია Gandalf, მომდინარეობს Gandálfr-იდან, replaced: გენდალფ → განდალფ using AWB)
გალადრიელმა მეორე ეპოქის VIII საუკუნეში, მონაწილეობა მიიღო ელფთა სამეფო [[ერეგიონი]]ს ჩამოყალიბებაში. როდესაც [[საურონმა]] სახე იცვალა და ელფებს მოევლინა როგორც '''ანათარი'' ([[სინდარინი]]: საჩუქრების მბრძანებელი), გალადრიელმა მაშინვე განსჭვრიტა მისი აზრები და ცდილობდა დანარჩენი ელფები გაეფრთხილებინა. მიუხედავად ამისა, ანათარის(საურონის) გავლენამ ერეგიონში მაინც იმატა და ამიტომ გალადრიელმა დატოვა ეს სამეფო, თავის მეუღლესთან ერთად და გადავიდა ლორიენში, სადაც გაფანტული [[ტყის ელფები]] გააერთიანა, რათა მათ საკუთარი სამეფო დაეცვათ. მიუხედავად იმისა, რომ გალადრიელი [[ფეანორი|ფეანორს]] არ ენდობოდა და მის საქმეებს ეჭვის თავლით უყურებდა, [[ნოლდორთა ლაშქრობა|ნოლდორთა ლაშქრობაში]] სიამაყის გამო მაინც მიიღო მონაწილეობა და გადავიდა [[შუამიწეთში]], სადაც გაიცნო [[სინდა]] ქელებორნი, რომელიც შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა.
 
გალადრიელი უკანასკნელი იყო შუამიწეთში, ვისაც საკუთარი თვალით ენახა და მოესმინა '''ფეანორის ფიცი''', რომელიც მან ვალინორში დადო. იგი ატარებდა ელფთა ბეჭედს '''[[ნენია]]ს''', რომლის დახმარებით იგი ახერხებდა ლოთლორიენში მშვიდობა და სიწმინდე შეენარჩუნებინა. მის გარდა ძალაუფლების ბეჭდებს ატარებდნენ მხოლოდ გენდალფიგანდალფი(ბეჭედი [[ნარია]]) და ელრონდი(ბეჭედი [[ვილია]]).
 
გალადრიელი, თავის ქმართან ერთად მართავდა [[ლოთლორიენი|ლოთლორიენს]], [[შუამიწეთი]]ს მესამე ეპოქის დროს. მას უწოდებდნენ '''ლორიენის დედოფალს''' და '''ტყის ქალბატონს'''. გალადრიელსა და ქელებორნს ჰყავდათ ასული [[ქელებრიანი]], რომლის ასულიც იყო [[არვენი]].
49 737

რედაქტირება