ჟან დე ლა ბრუიერი: განსხვავება გადახედვებს შორის

94.240.221.253-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერს...
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
(94.240.221.253-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერს...)
 
ჟან დე ლა ბრუიერმა დაახლოებით 1665 წელს ორლეანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 1684 წელს მწერლის, საეკლესიო მოღვაწის და ორატორის, ბუსუეს რეკომენდაციით იგი დიდი მთავრის კონდეს შვილიშვილის, 16 წლის დიუკ დე ბურბონის აღმზდელად დანიშნეს. ორი წლის განმავლობაში ლა ბრუიერი უფლისწულს ასწავლიდა ისტორიას. გეოგრაფიას და საფრანგეთის მმართველობის სისტემას. როდესაც დიუკ ბურბონს მასწავლებელი აღარ დასჭირდა, დიდმა კონდემ ლა ბრუიერს კარისკაცობა უბოძა, ათასი ეკიუ პენსია დაუნიშნა და ბიბლიოთეკარის მოვალეობა დააკისრა.
 
თუმცა დიდი კონდე მეტად სასტიკი იყო და მისი შიშით ყველა ცახცახებდა და არც მისი ძე დიუკ დ'ენგიენი და შვილიშვლი დიუკ დე ბურბონი ჩამოუვარდებოდნენ მას ქედმაღლობითს და უსამართლობით,მაინ აღსანიშნავია მათი დიდი განათლება და დახვეწილი გემოვნება.შანტილისა და ვერსალის სასახლეებში თავს იყრიდა ცნობილ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა,მხატვართა და მწერალთა ელიტა.აქ იყო შესანიშნავი თეატრი,სადაც იდგმებოდა რასინის,კორნელის,მოლიერის და სხვათა პიესები.ეს იყო უდიდესი სარბიელი სადაც.ლა ბრუიერს შეეძლო დაკვირვებოდა ადამიანთა ზნე-ჩვეულებებს.დიდი კონდეს წარმტაც სრა-სასახლეებში უნდა გამოკვეთილიყო და ჩამოყალიბებულიყო მისი ირონიით აღვსილი გენია და უნდა ეგრძნო რომ "სამეფო კარი საშუალებას არ გვაძლევს,არ იყო კმაყოფილი და თანაც გიშლის ხელს სხვასთან იყო კმაყოფილი".
==რესურსები ინტერნეტში==
ირგვლის საარაკო ფუფუნება სუფევდა.ნატიფი იყო ყოველივე:ბაღები,ფანჩატურები,ხელოვნური ტბები,შადრევნები,დარბაზები,მორთულ-მოკაზმული მამაკაცები,ბანოვანნი,რევერანსები,მეტყველება...მაგრამ ლა ბრუიერი ,რომელიც ადრე იცნობდა ბურჟუებისა და მართმსაჯულების მსახურთა ყოფას,ახლა შეეჩეხა მაღალ აზნაურთა სისასტიკეს და გოროზობას.კარისკაცთა მლიქვნელობასა და გაიძვერობას.პრანჭია დამების უგულობასა და თავკერძობას.თვალთახედვიდან არც დიდ ფინანსისტთა სიხარბე და მზაკვრობა გამოჰპარვია.
ყოველივე იბუდებდა მის გულში,რჩებოდა მეხსიერებაში.ჩანს არცთუ ადვილი იყო საზოგადოებისთვის ერთბაშად მიეხალა პირში სიმართლე,დაენახვებინა საკუთარი თავი.კონდეთა სასახლეში ჩაუჯდა იგი არისტოტელეს შეგირდის,ტირტამუსის ანუ როგორ ზედმეტ სახელად უწოდებდნენ,თეოფრასტოსის(ღვათაებრივად მოუბარს ნიშნავს)"ხასიათების "თარგმნას.ლა ბრუიერი თავისი საუკუნის ღვიძლი შვილი იყო და განადიდებდა ანტიკურ კულტურას.ამჯობინებდა ბერძენი თეოფრასტოსი გაეცნო მანკიერების ჭაობში ჩაფლული ფრანგი საზოგადოებისთვის.თეოფრასტოსი ადამიანთა ნაკლოვანებებს ასახავდა:გამოფენდა მათ პირფერობას,სიცრუეს,,თავხედობას,სიბრიყვეს,გაიძვერობას,სიძუნწეს,პატივმოყვარეობას,სიბეცეს,ცრუმორწმუნეობას...თარგმნიდა ლა ბრუიერი.გატაცებით თარგმნიდა,მაგრამ თანდათან ვეღარ ეტეოდა ნაწარმოების ფარგლებში და ავიწყდებოდა მთარგმნელის მოვალეობდა.ხან ერთ შენიშვნას დაურთავდა,ხან მეორეს.გადიოდა დრო.შენიშვნების რიცხვი და მოცულობაც იზრდებოდა.თეოფრასტოსის ნაწარმოები უკანა პლანზე გადადიოდა ,იჩრდილებოდა.ლა ბრუიერის შემოქმედებას ნიღბად თუღა გამოადგებოდა.შენიღბვა კი უთუოდ სჭირდებოდა.რადგად ვერვის აამებდა ამა თუ იმ ნაკლის გამომზეურებით.შენიშვნები დამოუკიდებელ თხზულებად იქცა და მასაც "ხასიათები" დაერქვა.ერთ დღეს ,როცა ხელნაწერი საკმაოდ გაიზარდა ,შანტილიში მისთვის განკუთვნილი მყუდრო ბინა ცოტა ხნით დატოვა და პარიზს ესტუმრა.აქ მას ერთი ნაცნობი და როგორც ჩანს,საკმაოდ დაახლოებული კაცი .გამომცემელი მიშალე ეგულებოდა.მიშალეს დუქანში ჯიბიდან ამოიღო თავისი ხელნაწერი და გამომცემელს უთხრა ,რა იქნება ეს ხელნაწერი დამიბეჭდოთო,თუ რაიმეს მოვიგებთ ,ჩემს ჰონორარს პატარა მეგობარს გავუნაწილებო."პატარა მეგობარი"მიშალეს შვილი გახლდათ ,ხოლო ხელნაწერი "ხასიათები"იყო.წიგნი დაიბეჭდა .საზოგადოებამ მყისვე დაიტაცა.
ლა ბრუიერი შანტილეს სასახლეში კვლავ ამუშავებს "ხასიათებს" .ერთი გამოცემა მეორეს მოსდევდა.ნაწარმოები იხვეწებოდა.ერთი "ხასიათი" მეორეს ასრულებდა,ერთი პორტრეტი მეორეს უნათესავდებოდა.ბოლოს ყოველივემ თავისი განზომილება მიიღო,თავის ადგილას მოთავსდა და "ხასიათები" 16 თავად დაიყო.
უცოლშვილოდ გაუტარებია სიცოცხლე თვისი ლა ბრუიერს,რომელიც ერთგვარად კმაყოფილიც იყო ამის გამო.რადგან დაოჯახებული კაცი ვერ მანსარდაზე იცხოვრებდა და ვერც კონდეთა სასახლეში დაიდებდა ბინას.რაც მთავარია მთელ თავის დროსა და მოცალეობას ვერ შეალევდა ფილოსოფიურ ჭვრეტასა და ადამიანთა ზნე-ჩვეულებათა აღწერას.
1693 წელს 15 ივნისს ,როცა "ხასიათების" უკვე მეშვიდე გამოცემა არსებობდა,საფრანგეთში ,ლა ბრუეირი აკადემიის წევრად აირჩიეს მას მიენიჭა წოდება "უკვდავისა".როგორც ფრანგები უწოდებენ თავიანთ აკადემიკოსებს.
აკადემიაში არჩევის დღეს ლა ბრუიერმა წარმოთქვა სიტყვა იგი მიმოიხილავდა რიშელიეს,რასინის.კორნელის,ბოსუეს,ფენელონისა და ყველას ცნობილი საზოგადოებრივი მოღვაწის და მწერლის დამსახურებას საფრანგეთის კულტურისა და მეცნიერების წინაშე.როგორც მიღებულია სიტყვა დაიბეჭდა თავისი წინასიტყვაობით.წინასიტყვაობდა მეტად საყურადღებო ისტორიული ფაქტია.საიდანაც აშკარად მოჩანს რაოდენ სდევნიდა ლა ბრუიერს ზოგიერთი მწერალი და მეცნიერი.რომელთაც ლა ბრუიერი უწოდებდა "თეობალდებს",ყალბი სწავლულის პროტოტიპს რომ წარმოადგენდნენ მის ნაწარმოებებში.ისინი საკუთარ თავს ხედავდნენ ლა ბრუიერის პორტრეტებში და "გასაღებებით"ცდილობდნენ სხვებიც აემხედრებინათ მწერლის საწინააღმდეგოდ.
ლა ბრუიერი "თეობალდებისგან" არ მოითხოვდა მოწონების შეძახილებსა და ოვაციებს.ის ხომ ამბობდა:ფილოსოფოსი სიცოცხლეს ალევს ადამიანებზე დაკვირვებას,თავს არ ზოგავს.რათა შეიცნოს მათი მანკიერება და სისუსტე...რა ბედენაა ქება-დიდება ,ანდა მადლობა?"იგი ილტვის ,მოიპოვოს გაცილებით მეტი და იშვიათი წარმატება,_გამოასწოროს ადამიანები."
ჟან დე ლა ბრუიერს 1696 წლის 11 მაისს ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად გარდაიცვალა ვერსალის სასახლეში.
=რესურსები ინტერნეტში==
{{ვიკიციტატა}}
 
131 390

რედაქტირება