ოპ-არტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი შეცვლა: ru:Оптическое искусство
ხაზი 13:
 
===The Responsive Eye===
1965 წელს [[ნიუ-იორკი]]ს [[მომა|თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში]] მოეწყო გამოფენა სახელწოდებით "The Responsive Eye" ("დამყოლი თვალი", კურატორი უილიამ ზაიტცი). აქ გამოფენილი იყო ფართო სპექტრის ნამუშევრები, [[სტელა, ფრენკ|ფრენკ სტელასსტელა]] [[მინიმალიზმი]]დან [[ლიბერმანი, ალექსანდერ|ალექსანდერ ლიბერმანისლიბერმანი]] ჰაეროვან პლასტიურობამზე, ოპ-არტის მიმდინარეობის ხელოვანთა გვერდით: ვიქტორ ვასარელი და ბრიჯიტ რაილი. გამოფენის ფოკუსი ხელოვნების შემეცნებითი ასპექტები იყო, რომლებიც მოძრაობის ილუზიისა და ფერთა ურთიერთქმედების შედეგი იყო, რაც ყველაზე მკაფიოდ არნოლდ ალფრედ შმიდტის ნახატზე ჩანს. გამოფენა უზომოდ წარმატებული გახდა საზოგადოებაში, თუმცა მას ნაკლებად სწყალობდა კრიტიკა. კრიტიკოსებმა ოპ-არტი არაფრად ჩააგდეს და მას უბრალოდ თვალის მატყუარა უწოდეს. მიუხედავად ამისა, ოპ-არტის პოპულარობა საზოგადოებაში იზრდებოდა და ოპ-არტის გამოსახულებები მრავალ კომერციულ კონტექსტშიც იქნა გამოყენებული. ბრიჯიტ რაილიმ ერთ ამერიკულ კომპანიას უჩივლა კიდეც, ამ უკანასკნელის მიერ მისი ერთ-ერთი ნახატის ტანსაცმლის ნაჭრის დიზაინში გამოყენებისთვის, თუმცა უშედეგოდ.
 
==პრინციპი==
===შავ-თეთრისა და ფიგურა-ზედაპირის ურთიერთქმედება===
ოპ-არტი აღქმის განცდაა, რომელიც ხედვის ფნქციებს ემყარება. ეს არის დინამიური ვიზუალური ხელოვნება, დაფუძნებული ფიგურისა და ფონის ურთიერთქმედებაზე, რომელიც ამ ორ სიბრტყეს შორის ინტენსიურ და წინააღმდეგობრივ გარდასახვებს იწვევს. ოპ-არტი ორი ძირითადი გზით იქმნება. პირველი, ყველაზე კარგად ცნობილი მეთოდი, არის ეფექტების შექმნა სხვადასხვა ზომისა და სისქის ხაზების მონაცვლეობით. ეს ნახატები ხშირად შავ-თეთრია ან მონოქრომული. ამგვარია ბრიჯიტ რაილის განთქმული ნახატი Current (1964), რომელიც კატალოგის "Responsive Eye" გარეკანზე იყო გამოსახული. შავი და თეთრი ტალღოვანი ზოლები ერთმანეთთან ახლოსაა მიყვანილი ტილოს ზედაპირზე, რაც იმდენად სასტიკ წინააღმდეგობას ქმნის ფიგურასა და ფონს შორის, რომ მნახველის თვალზე მტკივნეულ განცდას იწვევს. მომდევნო რეაქციით ხაზები გამოსახულებებს ქმნის გარკვეულ ფერებში, იმის მიხედვით თუ როგორ აღიქვამს და ამუშავებს თვალის გუგა სინათლეს. როგორც გოეთეს აქვს აღწერილი მის ტრაქტატში "ფერთა თეორია", ზღვარზე, სადაც ნათელი და ბნელი ხვდება ერთმანეთს წარმოიქმნება ფერი, ვინაიდან სინათლე და სიბნელე ორი ცენტრალური ძალაა ფერის შექმნისას.
 
===ფერი===
[[სურათი:Katar3.jpg|thumb|250px|"კატარაქტა III", ბრიჯიტ რაილი, 1967.]]
[[სურათი:Intrinsic-Harmony.jpg|thumb|250px|''Intrinsic Harmony'', რიჩარდ ანუსცკიევიჩი, 1965]]
ბრიჯიტ რაილიმ მოგვიანებით შექმნა ნაწარმოებები სრული ფერთა გამით. სხვა მხატვრებიც მუშაობდნენ ფერებში, თუმცა ეს ნამუშევრები ნაკლებად ცნობილია. [[ჯოზეფ ალბერსი]] ასწავლიდა "ფერთა ფუნქციის" სკოლის ორ ძირითად მიმდევარს [[იელის უნივერსიტეტი|იელში]] 1950-იან წლებში: [[რიჩარდ ანუსცკიევიჩი|რიჩარდ ანუსცკიევიჩსა]] და [[იულიან სტანცზაკი|იულიან სტანცზაკს]]. ხშირად, ფერად ნამუშევრებში ფიგურისა და ფონის მოძრაობის მსგავსი პრობლემები დომინირებს, თუმცა მათში დამატებითი ელემენტი ფერთა კონტრასტია, რასაც განსხვავებული ეფექტი აქვს თვალზე. ანუსცკიევიჩი ამ ტიპის მხატვრობის კარგი მაგალითია. მის ნახატთა სერიაში "ტაძარი", მაგალითად, ორი ძლიერ კონტრასტული ფერის დაპირისპირება იწვევს სიღრმის შეგრძნებას წარმოსახვით სამგანზომილებიან სივრცეში, იმდენად, რომ თითქოს ეს არქიტექტურული ფორმა მაყურებლის სივრცეში იჭრება. აქვე აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ რაილიმ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, ფაქტია, რომ ის საკუთარ ნამუშევრებს იგონებს, მაგრამ თავად არ არსულებს მათ.
 
სტანცზაკის კომპოზიციები ყველაზე კომპლექსურია ფერთა ფუნქციის პრაქტიკოსთა შორის. ალბერსის ფუნდამენტური ნაშრომის "ფერთა ურთიერთქმედება" გავლენით სტანცზაკი ღრმად იკვლევს ფერთა ზეგავლენის პრინციპებს. "სტანცზაკმა ფერებითა და გეომეტრიით სხვადასხვა სივრცული განცდები შექმნა; ამ უკანასკნელზე [გეომეტრია] გაცილებით ადვილია საუბარი, ფერს კი არ აქვს მარტივი სისტემატიზებული ექვივალენტი... სტანცზაკის ნიჭი ფენების შექმნაშია. ის გამჭვირვალე ორნამენტს ორნამეტზე ისე ალაგებს, რომ თქვენ მათში მონოქრომულ ეკრანებს ხედავთ, და ყოველი მათგანი იკეცება, თითქოს ისინი მოძრავია."<ref> ჰარი რენდი. ''Decades of Light'' (სინათლის ათწლეულები), The Poetry/Rare Books Collection, ბუფალოს უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტი, 1990, გვ. 40, 42.</ref>
 
==ცნობილი მიმდევრები==
*[[იააკოვ აგამი]]
*[[რიჩარდ ალენი]]
*[[რიჩარდ ანუსცკიევიჩი]]
*[[კარლოს კრუზ-დიეზი]]
*[[ჯონ მაკჰეილი]]
*[[იური მესენ-იაშინი]]
*[[ჟულიო ლე პარკი]]
*[[ბრიჯიტ რაილი]]
*[[იულიან სტანცზაკი]]
*[[ხესუს რაფაელ სოტო]]
*[[გიუნტერ უეკერი]]
*[[ვიქტორ ვასარელი]]
 
==გამოფენები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოპ-არტი“-დან