კონჭკათი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 58:
 
==ისტორიული ძეგლები==
კონჭკათში დგას წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. იგი მიჩნეულია XII-XIII სს. ძეგლად. გურიაში შემორჩენილი ეკლესიებიდან კონჭკათის წმინდა გიორგის ეკლესია ერთ-ერთი უძველესთაგანია და წინ უსწრებს ისეთ ძეგლებს, როგორიცაა [[შემოქმედის ეკლესია|შემოქმედი]], [[ლიხაურის ეკლესია|ლიხაური]], [[აჭის ეკლესია|აჭი]] და [[ჯუმათის ეკლესია|ჯუმათი]]. თავდაპირველად ეს ეკლესია მაღალ გორაზე იდგა, მაგრამ იქ მოსახლეობა უგზოობის გამო ვერ ადიოდა, ამიტომ ტაძარი დაშალეს და გზასთან ახლოს ჩაიტანეს. კონჭკათის ეკლესია შუა საუკუნეების გურიის არქიტექტურული ხელოვნების მშვენიერი ნიმუშია. ეკლესია ნაგებია კარგად თლილი, მოყვითალო ქვით, წყობა სწორხაზოვანია, დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. იგი გეგმით კვადრატს უახლოვდება. კედლებზე იკითხება ასომთავრული წარწერები და ქვაზე შესრულებული ჩუქურთმის იშვიათი ნიმუშები
 
სოფლის განაპირას მაღალ მთაზე, რომელსაც კატისციხეს ეძახიან, გადმოცემის თანახმად იდგა ციხე. ციხეს ბევრი ოთახი ჰქონია, მათ შორის მიწის ქვეშაც. ციხე მიწისძვრას დაუნგრევია, სანახავად მისულ ხალხს კი იქ კატა დახვედრია, ამიტომ დაერქვა კატის ციხე. კატისციხიდან გზის მშენებლობისთვის ქვიშა-ქვის გაზიდვის დროს გამოვლინდა ორგალავნიანი სიმაგრის ნაშთი.