ლა-ნინია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:La Nina regional impacts.gif|thumbმინი|ლა-ნინიას რეგიონული დარყმები]]
'''ლა-ნინია''' ({{lang-es|La Niña}}) — კლიმატური ფენომენი; [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] ტროპიკული ნაწილის უჩვეულოდ ცივი ტემპერატურები. ვლინდება წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ტროპიკულ ნაწილში, [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ. ლა-ნინია აზრობრივად, [[ელ-ნინიო]]ს საწინააღმდეგოა. ორივე მოვლენა მჭიდროდ არის დაკავშირებული [[ატმოსფერული წნევა|ატმოსფერული წნევის]] ცვლილებებთან და მსხვილმასშტაბიანი ცირკულაციის რეჟიმებთან და მიიჩნევა ურთიერთკავშირის საპირისპირო ფაზებად [[ატმოსფერო]]სა და [[ოკეანე]]ს შორის არსებულ რეგიონში, რომლებსაც ერთად „ელ-ნინიო/სამხრეთის რყევა“ ეწოდება. ისინი არღვევენ ტროპიკული ნალექების და ატმოსფერული ცირკულაციის ნორმალურ რეჟიმს და ფართომასშტაბიან გავლენას ახდენენ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილების კლიმატზე, რასაც თან სდევს კლიმატთან დაკავშირებული შესაბამისი რისკები. დადგენილია, რომ [[ელ-ნინიო]] და ლა-ნინია 2-იდან 7-წლამდე პერიოდის მსვლელობისას ხდება მხოლოდ ერთხელ და ჩვეულებრივ, გრძელდება 9-იდან 12 თვემდე. ლა-ნინია პოტენციურად კატასტროფულ დარტყმას აყენებს [[ჩილე]]ს, [[პერუ]]ს, [[ახალი ზელანდია|ახალი ზელანდიის]], [[ავსტრალია|ავსტრალიისა]] და სხვათა სანაპიროების კლიმატს; აგრეთვე ფართო გავლენას ახდენს [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] კლიმატზე, გარდა ამისა, ეხება ატლანტიკური ქარიშხლების სეზონსაც. ლა-ნინია ხშირად თან სდევს [[ელ-ნინიო]]ს. ზოგჯერ ლა-ნინიას არაოფიციალურად უწოდებენ „ანტი ელ-ნინიოს“. ტერმინი „ლა-ნინია“ მომდინარეობს [[ესპანური ენა|ესპანური ენიდან]] და ნიშნავს „პატარა გოგოს“.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლა-ნინია“-დან