სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''სულორი''' (ყოფ. ''დვალიშვილების თემი'') — [[სოფელი]] [[ვანის მუნიციპალიტეტი|ვანის მუნიციპალიტეტში]].
 
მდებარეობს [[მდინარე]] [[სულორი (მდინარე)|სულორი]]ს ([[რიონი]]ს მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 250 მეტრი. [[ვანი]]დან 11 [[კილომეტრი]]. [[2002]] წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1125 ადამიანი. სოფელში დგას ისტორიული კოშკი - [[გორმაღალის ციხე]].
 
==კურორტი==
 
სულორი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. უშუალოდ კურორტის დაქვემდებარებაშია 3 ჰექტარი ტერიტორიატერიტორიაა. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი უთოვლო ზამთარი. (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსი) და ცხელი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23 გრადუსი). ნალექები 1600 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის სუსტი [[სულფიდები|სულფიდური]], [[სულფატები|სულფატურ]]-[[ჰიდროკარბონატები|ჰიდროკარბონატული]] [[ნატრიუმი]]ანი მინერალური წყალი (ტემპერატურა 35 გრადუსი), რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სეზონი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
 
კურორტს აქვს საკუთარი [[პოლიკლინიკა]] და ბალნეოთერაპიული მკურნალობისათვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანა.
==ლიტერატურა==
{{ქსე|IX|601}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://kutaisi.gov.ge/news/id/78 სულორი ქუთაისის მერიის ოფიციალური საიტები]
*[http://www.medgeo.net/2013/03/12/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-2/ ]
 
==სქოლიო==