ჯენესისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ყდის → გარეკნის using AWB
ხაზი 33:
{{ჯენესისის ქრონოლოგია 2}}
 
ჯგუფი 1967 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც პიტერ გებრიელი და ტონი ბენქსი სწავლობდნენ [[ჩარტერჰაუსის სკოლაში]] ([[გოდელმინგი]], [[სურეი]]). სასკოლო ჯგუფებიდან [[Garden Wall (ჯგუფი)|Garden Wall]] და [[The Anon]] წარმოქმნილ ჯენესისში თავდაპირველად შედიოდნენ: [[პიტერ გებრიელი]] (ვოკალები), [[ენტონი ფილიპსი]] (გიტარა), [[ტონი ბენქსი]] (კლავიშებიანები), [[მაიკ რეზერფორდი]] (ბასი და გიტარა) და [[კრის სტიუარტი]] (დასარტყმელები). <ref name=completeguide>Welch, Chris (1995). The Complete Guide to the Music of Genesis. London: Omnibus Press.</ref> ჯგუფი (სტიუარტის გარდა) თავდაპირველად ჩამოყალიბებული იქნა სიმღერების შექმნის მიზნით, მაგრამ საკონცერტო გამოსვლები დაგეგმილი არ ჰქონია. თუმცა იმ დროს სულ უფრო და უფრო მეტი ჯგუფი წერდა საკუთარ სიმღერებს და ახალგაზრდა გუნდი გამოუცდელი სიმღერების ავტორებით არავის აინტერესებდა. <ref name="Mike on Mike"/>
 
ჩარტერჰაუსში აგრეთვე სწავლობდა [[ჯონათან კინგი]], რომელიც 1968 წელს დაესწრო სკოლაში გამართულ ერთ-ერთ კონცერტს. მოგვიანებით ერთ-ერთმა სტუდენტმა მას გადასცა ფირი სიმღერებით, რომლებიც ჯგუფმა ჩაწერა და კინგს ისინი იმდენად მოეწონა, რომ ხმისჩამწერ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება განიზრახა. კინგი თავად იყო სიმღერების ავტორი და პროდიუსერი, რომელსაც ჰიტ-სინგლი, „Everyone's Gone to the Moon“ ჰქონდა. მან ჯგუფს Genesis დაარქვა (მანამდე არსებული ვარიანტის Gabriel's Angels მაგივრად<ref name=king>Tracy, John. [http://www.genesis-path.net/atww_G.html "And The Word Was ... GENESIS"] genesis-path.net. Retrieved 15 March 2007.</ref>), იხსენებდა რა მოგვიანებით, რომ მისი აზრით, „ეს იყო კარგი სახელწოდება...აღნიშნავდა ახალი ჟღერადობის საწყისს და ახალ შეგრძნებას.“
 
შედეგად ჩაწერილი იქნა ალბომი ''[[From Genesis to Revelation]]'', რომელიც [[Decca Records]]-ზე 1969 წლის მარტში გამოვიდა. ამ სესიების დროს სტიუარტს დასარტყმელებზე ჩაენაცვლა [[ჯონ სილვერი]]. ჩაიწერა სიმღერების ციკლი, რომელზეც გავლენა იქონია [[ბი ჯიზი]]ს პოპ-მუსიკის სტილმა (იგი კინგის ერთ-ერთი საყვარელი კოლექტივი იყო). კინგმა სიმღერები [[კონცეპტუალური ალბომი]]ს სახით შეკრა და პროდიუსერული სამუშაოს შესრულებისას დაამატა სიმებიანი ორკესტრის არანჟირება. პირველი სინგლი, „[[The Silent Sun]]“ გამოვიდა 1968 წლის თებერვალში. ალბომი ცუდად იყიდებოდა და ჯენესისი დაშორდა როგორც Decca-ს, ასევე ჯონათან კინგს. <ref name=fromgenesisto>King, Jonathan. "In the Beginning". ''[[From Genesis to Revelation]]'' (sleeve notes). 1993 release</ref> დღემდე კინგი ფლობს საავტორო უფლებებს ამ ალბომის სიმღერებზე და იგი არაერთხელ გამოსცა სხვადასხვა სახელწოდებით, მაგალითად ''In the Beginning'', ''Where the Sour Turns to Sweet'', ''Rock Roots: Genesis'', ''...And the Word Was'' და, უკანასკნელ პერიოდში, ''The Genesis of Genesis''. ცნობილია, რომ ჯგუფი არ ფლობს მასზე უფლებებს და არაერთხელ იქნა შეცბუნებული მისი გამოცემით.<ref>[http://books.google.co.uk/books?id=oW3AL_7sMpAC&pg=PT11&dq=%22In+fact+that+first+album+with+Jonathan+King+in+1968%22&hl=en&sa=X&ei=5-PGUpGPC5Sg7Abe1YGgAw&ved=0CDQQ6AEwAA#v=onepage&q=%22In%20fact%20that%20first%20album%20with%20Jonathan%20King%20in%201968%22&f=false Bob Carruthers, ''Genesis, The Gabriel Era – Uncensored on the Record]'', Coda Books Ltd, ISBN 1908538732, 9781908538734</ref>
 
სილვერს მოგვიანებით, ალბომის ''[[Trespass (ალბომი)|Trespass]]'' ჩაწერამდე ჩაენაცვლა [[ჯონ მეიჰიუ]]. ჯენესისმა [[Charisma Records]]-თან გააფორმა კონტრაქტი. <ref>Cromelin, Richard. "Genesis: Short on Hair, Long on Gimmicks". ''Rolling Stone'', 28 March 1974.</ref> დაინტერესება მისი მუსიკით გამოიწვია ცოცხალმა გამოსვლებმა, სადაც ჟღერდა მისი ჰიპნოზური, ბნელი და შთამბეჭდავი მელოდიები. ამ შესრულებებმა მიიქციეს ლეიბლის დამაარსებელ [[ტონი სტრეტონ-სმითი]]ს ყურადღებაც.<ref name="Mike on Mike"/> გებრიელმა მოგვიანებით დაუკრა ფლეიტაზე [[კეტ სტივენსი]]ს ალბომზე ''[[Mona Bone Jakon]]'', სიმღერაში „Katmandu“.
 
''Trespass'', რომელშიც შეტანილი იქნა ადრეული საკონცერტო გამოსვლების დროს შესრულებული სიმღერების სტუდიური ვერსიები, იქცა ჯგუფის 1970-იანი წლების ალბომების ერთგვარ თარგად - ხანგრძლივი პიესებით, რომლებიც ახლოს იყო პროგრესული როკ-ჯგუფების [[King Crimson]], [[Yes]], [[Camel (ჯგუფი)|Camel]], [[Hawkwind]] და [[Gentle Giant]] შემოქმედებასთან, ხშირად მოკლე, უფრო მისაწვდომი და ხშირად იუმორით გაჯერებული ნომრებით. ''Trespass''-ში პროგრესული როკის ელემენტები ჟღერდა, როგორიც იყო გულმოდგინედ დამუშავებული არანჟირებები და ცვლილებები რიტმში, როგორიც, მაგალითად, შეინიშნება „[[The Knife (სიმღერა)|The Knife]]“-ში.
 
ავადმყოფობისა და [[სცენის შიში]]ს გამო ფილიპსმა ჯგუფი 1970 წლის ზაფხულში დატოვა. <ref name=genesisfaq>Ostrich, Michael [http://home.att.net/~los.endos/genesis/faq/faq.htm "Genesis Frequently Asked Questions List Version 2.6"]. ProgScape Entertainment, 21 December 1998. Retrieved 23 March 2007.</ref> მოგვიანებით მან ჩაწერა მრავალი სოლო ალბომი, ხოლმე ჯენესისის სხვა წევრების მონაწილეობით. ფილიპსის წასვლამ რეზერფორდსა და ბენქსს დარტყმა მიაყენა და ჯგუფი საკუთარი მომავლის შესახებ დააეჭვა. თუმცა, მათ გადაწყვიტეს კვლავ გაეგრძელებინათ. მეიჰიუს დასარტყმელებზე ჩაენაცვლა [[ფილ კოლინზი]] ჯგუფიდან [[Flaming Youth]], ხოლო გიტარისტის სახით ფილიპსის მაგივრად ჯგუფში თავდაპირველად [[მიკ ბერნარდი]] მოვიდა, შემდეგ კი, 1970 წლის ოქტომბერში [[სტივ ჰეკეტი]] ([[Quiet World]]) გამოჩნდა.
 
=== კლასიკური პერიოდი (1971–75) ===
ხაზი 50:
[[Lindisfarne (ჯგუფი)|Lindisfarne]], [[Van Der Graaf Generator]] და [[String Driven Thing]].
 
შემდეგი ალბომი, ''[[Foxtrot (ალბომი)|Foxtrot]]'' გამოვიდა 1972 წლის ოქტომბერში. მასში შეტანილია, როგორც მათ უწოდებენ, ჯგუფის „ყველაზე სრულყოფილი ნამუშევრები“ <ref name="completeguide21">Welch (1995), p. 21</ref>. საგულისხმოა „[[Supper's Ready]]“, 23 წუთიანი მრავალნაწილიანი ეპიკური კომპოზიცია. [[ართურ კლარკი|ართურ კლარკის]] გავლენით დაწერილი „[[Watcher Of The Skies|Watcher of the Skies]]“-ის მსგავსი კომპოზიციებით გამყარდა ჯგუფის წევრების, როგორც სიმღერების ავტორებისა და შემსრულებლების რეპუტაცია. გებრიელის ნაირფეროვანი და თეატრალიზებული სასცენო გამოსვლები, კოსტუმების უამრავმა და გულმოდგინე შეცვლამ და სიმღერების სურრეალისტურმა წარდგენებმა ჯენესისი წარმატებული საკონცერტო შემსრულებლად აქციეს. <ref name=gabrielnyt>[http://www.genesis-path.net/art72-74.html "Some New York Times Reviews '72–'74"]. genesis-path.net. Retrieved 23 March 2007.</ref>
 
1973 წლის ზაფხულში ჰეკეტი, კოლინზი და რეზერფორდი მუშაობდნენ სხვა პროგრესულ როკ-მუსიკოსებთან ჯგუფის ფარგლებს გარეთ. კოლინზი და ჰეკეტი ([[ჯონ უეტონი]]ს მონაწილეობით) გამოჩნდნენ [[Yes]]-ის ყოფილი გიტარისტ [[პიტერ ბენქსი]]ს სადებიუტო სოლო ალბომზე ''Two Sides of Peter Banks'', სიმღერაში „Knights (Reprise)“. ბენქსი და კოლინზი უკრავდნენ ჯაზ-ფიუჟენ ჯგუფში Zox & The Radar Boys. რეზერფორდმა, კოლინზმა და ფილიპსმა დაიწყეს მუშაობა უკანასკნელის სადებიუტო სოლო ალბომზე ''[[The Geese and the Ghost]]'', კერძოდ სიმღერებზე „Silver Song“, „Only Your Love“ და „Master of Time“.
 
ცოცხალი ალბომი ''[[Genesis Live]]'', ჩაწერილი ''Foxtrot''-ის შემდეგ ჩატარებული ტურნეს ფარგლებში, 1973 წელს, გამოვიდა ჯენესისის შემდეგი სტუდიური ალბომის გამოჩენამდე. <ref name="worldofgenesis.com"/>
 
[[File:Peter Gabriel The Moonlight Knight (cropped).png|thumb|left|upright|[[პიტერ გებრიელი]] კოსტიუმით, „[[Dancing with the Moonlit Knight]]“-ის შესრულება 1974 წელს.]]
 
''[[Selling England by the Pound]]'' გამოვია 1973 წლის ნოემბერში და დადებითად იქნა მიღებული კრიტიკოსებისა და მოყვარულების მიერ. <ref name=sebtp>Malamut, Bruce. [http://www.genesis-path.net/artGM7403b.html "Selling England by the Pound"]. ''Crawdaddy'', March 1974. Retrieved 23 March 2007.</ref> გებრიელს მოსწონდა სახელწოდება, რომელიც იმ პერიოდში [[ლეიბორისტული პარტია (გაერთიანებული სამეფო)|ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის]] სლოგანის იმიტირება იყო, რაც ეხმაურებოდა დამკვიდრებულ მოსაზრებას, თითქოს ჯენესისი აშშ-ზე ორიენტირებული ხდებოდა. <ref name=genesisbio>Bowler, Dray. "Genesis: A Biography". London: Sidwick & Jackson, 1992</ref> ალბომში შეტანილია „[[Firth of Fifth]]“ და„[[I Know What I Like (In Your Wardrobe)|I Know What I Like]]“, რომლებიც საკონცერტო გამოსვლების ნაწილად იქცა, ხოლო უკანასკნელი გახდა მათი პირველი ჩარტებში წარმატებული სინგლი, მოხვდა რა ბრიტანეთის ჩარტების #17 პოზიციაზე.
 
ამ პერიოდში ჰეკეტი იქცა ერთ-ერთ პირველ გიტარისტად, რომელიც ელექტრონულ გიტარაზე დაკვრისას იყენებდა [[ტეპინგი]]ს ტექნიკას, რომელიც მოგვიანებით [[ედი ვან ჰელენი]]ს მიერ იქნა უფრო წარმატებულად შემოღებული. ჰეკეტი აგრეთვე იყენებდა „[[სვიპ-პიკინგი|სვიპ-პიკინგს]]“, რომელსაც 1980-იან წლებში პოპულარობა [[ინგვი მალმსტინი|ინგვი მალმსტინმა]]ს მოუტანა. <ref>Rolling Stone Magazine October 22 2012 interview with Steve Hackett</ref> ეს ტექნიკები გამოყენებული იქნა „[[Dancing with the Moonlit Knight]]“-ში. ამავე პერიოდში ჯგუფმა გააფორმა კონტრაქტი [[ტონი სმითი (მენეჯერი)|ტონი სმითთან]], რომელიც შემდგომში ჯგუფის სიმღერებს კომპანია [[Hit & Run Music Publishing]]-ის მეშვეობით გამოსცემდა.
 
1974 წელს ჯენესისმა ჩაწერა ორმაგი [[კონცეპტუალური ალბომი]] ''[[The Lamb Lies Down on Broadway]]'', რომელიც გამოვიდა 18 ნოემბერს. წინა ალბომების ხანგრძლივ სიმღერებთან შედარებით ''The Lamb Lies Down on Broadway'' არის უფრო მოკლე სიმღერების კრებული, რომელშიც სიმღერები ერთმანეთს უერთდება. ალბომში მოთხრობილია რაელის, [[ნიუ-იორკი]]ს მაცხოვრებელი [[პუერტო-რიკო|პუერტო-რიკოელის]] სულიერი თავგადასავალი, თავისუფლებისა და ინდივიდუალურობის ჩამოყალიბებისთვის. <ref>Welch, Chris. "Genesis: The Lamb Lies Down On Broadway". ''Melody Maker'', 23 November. 1974.</ref> მოგზაურობისას რაელი ხვდება რამდენიმე საოცარ პერსონაჟს, რომელთა შორის არიან მოლიპული ადამიანები და [[ლამია (მითოლოგია)|ლამია]]. გებრიელის თქმით, რაელის ამბავზე გავლენა იქონია [[ალეხანდრო ხოდოროვსკი]]ს „[[თხუნელა (1970 წლის ფილმი)|თხუნელამ]]“.
 
ალბომს მოჰყვა მსოფლიო ტურნე, რომლის ფარგლებში გაიმართა 102 კონცერტი, გებრიელის თანმხლები ანოტაციებით. შესასრულებელი მასალის ასეთი არჩევანის შესახებ ჯგუფმა მოგვიანებით ინანა, ვინაიდან პროგრამის ხანგრძლივობის გამო ისინი ვერ უკრავდნენ უფრო ადრეული მასალის დიდ რაოდენობას და ასრულებდნენ სიმღერებს, რომლებიც ცოცხლად არც თუ კარგად გამოსდიოდათ. <ref name="Mike on Mike">Neer, Dan (1985). ''Mike on Mike'' [interview LP], Atlantic Recording Corporation.</ref> ცოცხალი გამოსვლებისას ჯენესისმა პირველად გამოიყენა ლაზერული განათება და სხვა ეფექტები, რომელთა ნაწილი ჰოლანდიელმა თეო ბოტსხუეივერმა ააგო. სპეციალურად შემუშავებული პულტი აკონტროლებდა ლაზერულ განათებას, რითაც გებრიელიც მაყურებელზე სხვადასხვა ფერების პროეცირებას ახდენდა.
 
ამბიციური ''The Lamb Lies Down on Broadway''-ს შექმნამ დაძაბა ურთიერთობები ჯგუფის წევრებს, განსაკუთრებით ბენქსსა და გებრიელს შორის, რომლებიც ჩარტერჰაუსის პერიოდიდან მეგობრობდნენ.<ref name="completeguide" /> გებრიელი იყო ალბომის ტექსტების ავტორი, გარდა „The Light Dies Down on Broadway“-სა, რომელიც გებრიელის სტუდიაში არყოფნის პერიოდში ბენქსმა და რეზერფორდმა დაწერეს). ჯგუფის სხვა წევრები მუსიკის ავტორები იყვნენ, გარდა „Counting Out Time“-ის და „The Chamber of 32 Doors“-ის, რომელიც მთლიანად გებრიელის მიერ დაიწერა.
 
სხვა სამყაროს ჟღერადობით, სინთეზატორის თანმიმდევრული ხმები და დამსხვრეული შუშის ყულფები სიმღერაში „The Waiting Room“, ისევე, როგორც ვოკალური ეფექტები „The Grand Parade of Lifeless Packaging“, პირობითი სახელით „ინოუსიციფირებები“, ეკუთვნოდა [[ბრაიან ინოუ]]ს ([[Roxy Music]]). ერთხელ, როდესაც ბენქსი ავად იყო და შინ დარჩა, გებრიელსა და ინოუს შორის შედგა შეთანხება, რომ კოლინზი ბრაიანს დაეხმარებოდა სიმღერის „Mother Whale Eyeless“ (ალბომიდან ''[[Taking Tiger Mountain (By Strategy)]]'') ჩაწერაში, ხოლო ინოუ ''The Lamb Lies Down On Broadway''-ზე იმუშავებდა. <ref>Thomson, 2004 p. 117</ref> კოლინზი აგრეთვე გამოჩნდა ინოუს ალბომზე ''[[Another Green World]]''. ბენქსი მოგვიანებით თვლიდა, რომ ინოუ არ უნდა მიეთითებინათ ალბომზე თანაავტორებს შორის.
 
ტურნეს მსვლელობისას გებრიელმა განუცხადა ჯგუფის სხვა წევრებს, რომ გადაწყვიტა მისი დატოვება<ref name="mojo07">[[Gered Mankowitz|Mankowitz, Gered]]. "Help!". ''[[Mojo (magazine)|Mojo Magazine]]'', April 2007.</ref>. მიზეზად მოჰყავდა გაუცხოება სხვა წევრებთან, სირთულეები ცოლთან და პირველი შვილის დაბადება (უკანასკნელი მოგვიანებით აისახა მის სიმღერაში „White Shadow“, ალბომიდან [[Peter Gabriel (1978 წლის ალბომი)|1978 წლის ალბომიდან]]). თუმცა, იგი გრძნობდა პასუხისმგებლობას ტურნეს ბოლომდე დასრულების წინაშე. მოყვარულებს მან მუსიკალური პრესის მეშვეობით მისწერა ღია წერილი სათაურით ''Out, Angels Out''. წერილში ახსენილი იყო, რომ „მანქანა, აშენებული ჩვენ მიერ, როგორც თანამშრომლობა, რათა სიმღერები შეგვექმნა, იქცა ჩვენს მმართველად და შეგვამწყვდია წარმატებაში, რომელიც გვსურდა. მან იქონია გავლენა ურთიერთობებსა და მთელი ჯგუფის სულზე. მუსიკა არ ამოწურულა და მე კვლავ პატივს ვცემ დანარჩენ მუსიკოსებს, მაგრამ ჩვენი როლები გართულდა.“ <ref name=gabrieldnote>"Gabriel, Peter. [http://genesis-path.net/peters_letter.html "Out, Angels Out – an investigation"] genesis-path.net, August 1975. Retrieved 23 March 2007.</ref> კოლინზი მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ ჯგუფის სხვა წევრები „არ იყვნენ გაოგნებულნი პიტერის წასვლით, ვინაიდან მანამდე ამის შესახებ უკვე ვიცოდით.“ ჯგუფმა გადაწყვიტა გებრიელის გარეშე გაგრძელება. <ref>Welch, Chris. "Peter Gabriel Quits Genesis". ''Melody Maker'', 23 August 1975.</ref> გებრიელის [[Peter Gabriel (1977 წლის ალბომი)|პირველი სოლო ალბომი]] შეიცავს ჰიტ-სინგლს „[[Solsbury Hill (სიმღერა)|Solsbury Hill]]“, რომელშიც ჯგუფიდან წასვლა ირიბად არის ნახსენები.
 
===ოთხი კაცისგან შემდგარი ჯგუფი (1976–77) ===
ხაზი 83:
{{ნიმუშის დაფა დამთავრება}}
 
გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფმა მოისმინა 400 სხვადასხვა ვოკალისტი, რათა გებრიელის შემცვლელი აერჩია. [[ფილ კოლინზი]], რომელიც მანამდე ბექ-ვოკალებს ასრულებდა, განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი. <ref>{{cite web|url=http://www.mtv.com/music/artist/collins_phil/artist.jhtml |title=Phil Collins &#124; Music Videos, News, Photos, Tour Dates, Ringtones, and Lyrics |publisher=MTV |accessdate=21 July 2011}}</ref> როდესაც ჯგუფი აპირებდა მომავალი ალბომის ვოკალების ჩაწერას, არც ერთი არსებული სავარაუდო შემცვლელი არ მოეწონა. კოლინზის მცდელობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვოკალი კარგად ერგებოდა მუსიკას, მაგრამ რჩებოდა მეორე პრობლემა - როგორ უნდა ემუშავათ კონცერტებზე. მანამდე კოლინზი ითავსებდა ბექ-ვოკალისტისა და დრამერის როლს და არ იყო დარწმუნებული, რამდენად შესძლებდა დასარტყმელი საკრავების დატოვებას და სცენის წინა ნაწილზე გადმოსვლას. <ref name=archive2>"Genesis Archive No.&nbsp;2". Gelring Limited. Atlantic Recording Corporation, 2000,</ref> ახალი პროდიუსერის, [[დევიდ ჰენჩელი]]ს მიერ შეიქმნა ნათელი ჟღერადობის მქონე ჩანაწერი. მუსიკის ერთ-ერთი ისტორიკოსი მოგვიანებით ფიქრობდა, რომ „კოლინზი უფრო ჟღერდა, როგორც გებრიელი, ვიდრე თავად გებრიელი“.
<ref name=goldenslumbers>[https://web.archive.org/web/20070124132047/http://www.goldenslumbers.com/artist/collins.html "Phil Collins"]. Golden Slumbers, 2005. Retrieved 23 March 2007.</ref> ფილი აგრეთვე შეუერთდა ჯგუფ [[Brand X]]-ს, სადებიუტო ალბომზე ''[[Unorthodox Behaviour]]'', რომელმაც გავლენა მოახდინა ჯენესისის სიმღერებზე „[[Los Endos]]“ და „Wot Gorilla?“. <ref name="scottmcmahan">[http://cyberreviews.skwc.com/gendis.pdf Scott McMahan, ''The Genesis Discography, "The scattered pages of a book by the sea…" 1967–1996''], January 1998</ref>
 
ალბომის წარმატების მიუხედავად ჯგუფს კვლავ აღელვებდა ცოცხალი შესრულებების პრობლემა, ვინაიდან აღარ ჰყავდათ გებრიელი, რომელიც იცვლიდა კოსტიუმებს და დრამატულ სანახაობებს დგამდა. კოლინზს ესაჭიროებოდა თანაშემწე დრამერი და ეს ადგილი 1976 წლის ტურნეში დაიკავა [[ბილ ბრუფორდი|ბილ ბრუფორდმა]] ([[Yes]], [[King Crimson]]). <ref name=bruford>[http://www.worldofgenesis.com/BillBruford-interview2005.htm "An interview with Bill Bruford"]. World of Genesis.com. Retrieved 23 March 2007.</ref> პირველი ცოცხალი გამოსვლა გებრიელის შესახებ, კოლინზით, როგორც წამყვანი ვოკალისტით, გაიმართა 1976 წლის 26 მარტს, [[ლონდონი (ონტარიო)|ლონდონში]] ([[ონტარიო]], კანადა. <ref>[http://bbchron.blogspot.co.uk/2010/03/genesis-1976-06-29-hamburg-prrpgs-007.html "Genesis – 29 June 1976 – Hamburg – PRRPGS-007"]. BB Chronicles. Retrieved 23 October 2012</ref> ამ ტურნეს კადრები შეტანილია 1977 წლის საკონცერტო ფილმში ''[[Genesis: In Concert]]''.
 
იმავე წელს ჯგუფმა ჩაწერა ''[[Wind & Wuthering]]'' - პირველი ორი ალბომიდან, რომლებიც შეიქმნა [[ჰილვარენბეეკი|ჰილვარენბეეკში]] ([[ნიდერლანდი]]).
<ref name="completeguide" /> 1976 წლის დეკემბერში<ref name="Gallo 1980 161">{{cite book |title= I Know What I Like|last= Gallo|first= Armando|authorlink= Armando Gallo|year= 1980|publisher=D.I.Y Books|location= Los Angeles|isbn= 0-283-98703-0|page=161 |url= }}</ref> გამოცემული ალბომის სახელწოდება აღებული იქნა [[ემილი ბრონტე]]ს „[[ქარიშხლიანი უღელტეხილი|ქარიშხლიანი უღელტეხილიდან]]“, რომლის უკანასკნელი სტრიქონები გამოყენებული იქნა ალბომის მეშვიდე და მერვე სიმღერების სათაურებში. <ref name="scottmcmahan" />
 
ჯენესისის 1977 წლის ტურნეს დროს დრამერი იყო ჯაზ-ფიუჟენ მუსიკოსი [[ჩესტერ თომპსონი]] ([[Weather Report]], [[ფრენკ ზაპა]]). კოლინზის მიდგომა შოუებისადმი განსხვავდებოდა გებრიელის თეატრალიზებული ტენდენციებისგან და ძველი სიმღერების მისი ინტერპრეტაციები უფრო მსუბუქი იყო. 1982 წელს შედგა დროებით გაერთიანება გებრიელთან (საქველმოქმედო მიზნით) და პიტერმა აღნიშნა, რომ კოლინზი მათ „უკეთესად“ ასრულებდა, თუმცა არა „მის მსგავსად“.
<ref name=insidegenesis>Genesis. Inside Genesis 1975–1980. "Classic Rock Legends", 2004</ref>
 
გიტარისტი ჰეკეტი ''Wind & Wuthering''-ის გამოცემისთვის საკმაოდ იმედგაცრუებული ჩანდა<ref name="mojo07"/> და თავს შეზღუდულად გრძნობდა. იგი იყო ჯგუფის პირველი მონაწილე, რომელმაც ჩაწერა სოლო ალბომი, ''[[Voyage of the Acolyte]]'' (რომელზეც კოლინზი და რეზერფორდიც გამოჩნდნენ) და ისიამოვნა ჩაწერის პროცესით, რომლის საშუალება ჯგუფში არ ჰქონდა. ჰეკეტის ალბომზე კოლინზი მღეროდა სიმღერაში „Star of Sirius“. ჯენესისისთვის დაწერილი ჰეკეტის საავტორო და გამოუყენებელი სიმღერებიდან მასში მოხვდა „Shadow of the Hierophant“. ჰეკეტმა ითხოვა ჯგუფის ახალ ალბომში საკუთარი კომპოზიციებისთვის 1/4 ადგილი, რაც კოლინზის აზრით იყო „ჯგუფის ფარგლებში მუშაობის სულელური მეთოდი“. <ref name=hackettdepart>[http://www.g2online.co.uk/wind.htm "Wind & Wuthering 1977 – Genesis Remember"]. g2online.co.uk. Retrieved 23 March 2007.</ref> საბოლოოდ სტივენის კომპოზიციებიდან ალბომზე მოხვდა „Unquiet Slumbers for the Sleepers...“/„...In That Quiet Earth“, „Eleventh Earl of Mar“, ხოლო „Inside and Out“ შეტანილი იქნა [[EP]]-ზე ''[[Spot the Pigeon]]''. ჰეკეტის/კოლინზის ერთობლივი „Blood on the Rooftops“ ჯგუფს ცოცხლად არასოდეს შეუსრულებია, ხოლო „Please Don't Touch“ მოგვიანებით ჩაიწერა ჩესტერ თომპსონის მონაწილეობით და მოხვდა [[Please Don't Touch|ჰეკეტის ამავე სახელწოდების ალბომზე]]. ამ სიმღერის მაგივრად ჯგუფმა ალბომის პირველი მხარის ბოლოს გამოიყენა „Wot Gorilla?“. ჰეკეტმა ჯენესისი დატოვა 1977 წლის ოქტომბერში, როდესაც ჯგუფი მუშაობდა 1976/1977 წლებში ცოცხალი ალბომის ''[[Seconds Out]]'' ხმის მიქსზე. ჯგუფთან ერთად ჰეკეტის უკანასკნელი ჩანაწერები შეტანილია ''Spot the Pigeon''-ში.
 
=== სამკაციანი პერიოდი (1978–79) ===
 
ჰეკეტის წასვლის შემდეგ რეზერფორდი სტუდიაში დაკავდა წამყვანი გიტარის პარტიებით. ჯგუფი მიუახლოვდა წონასწორობას შემოქმედებითი წვლილის მხრივ. მათ გადაწყვიტეს ტრიოს სახით არსებობა, რაც დაადასტურეს ალბომის ''[[...And Then There Were Three...]]'' (1978) სახელწოდებით. იგი იყო პროგრესული როკ-ეპიკური კომპოზიციებისგან კიდევ უფრო დიდი დაშორება. ალბომიდან გამოცემული „[[Follow You Follow Me]]“ ჯენესისის პირველ ამერიკულ რადიო ჰიტად იქცა. მისმა პოპულარობამ ალბომს ჯგუფს აშშ-ში პირველი პლატინის დისკი მოუტანა. <ref>[http://www.riaa.com/goldandplatinumdata.php RIAA Gold & Platinum database]. RIAA. Retrieved 4 December 2011</ref>
 
იმ წელს ცოცხალი გამოსვლებისას რეზერფორდი გიტარისა და ბასის პარტიებს [[დერილ სტერმერი|დერილ სტერმერთან]] იზიარებდა. უკანასკნელი მანამდე უკრავდა ფრანგი მევიოლინე [[ჟან-ლუკ პონტი]]ს ინსტრუმენტულ ჯაზ-ფიუჟენ/ჯაზ-როკ ჯგუფში. რეზერფორდი ძირითადად ასრულებდა პიესებს, რომლებიც დაიწერა უკანასკნელი ალბომისთვის, მაგრამ 1978 წლამდე დაწერილი მასალის შესრულება უჭირდა. 1978 წლის ტურნემ მოიცვა ჩრდილოეთი ამერიკა, ევროპა, შემდეგ კვლავ ჩრდილოეთი ამერიკა და, საბოლოოდ, 1978 წლის ბოლოს, პირველი გამოსვლები იაპონიაში. როგორც წამყვანი ჯგუფი, ჯენესისი პირველად გამოვიდა ნებუორთში (ჰერტფორდშირი), 1978 წლის 24 ივნისს. <ref>{{cite web|url=http://www.knebworthhouse.com/rock/the70s.htm | title=Knebworth House Rock Concerts: The Seventies |accessdate=25 October 2012|archiveurl = http://web.archive.org/web/20060103173042/http://www.knebworthhouse.com/rock/the70s.htm |archivedate = 3 January 2006}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.ukrockfestivals.com/knebworth-festival1978.html | title=The 1978 Knebworth Concert @ www.ukrockfestivals.com |accessdate=25 October 2012}}</ref> იმავე წლის 29 ივლისს ჯგუფი მეორედ გამოვიდა [[მედისონ-სკვერ-გარდენი|მედისონ-სკვერ-გარდენზე]] (ნიუ-იორკი). კონცერტის ბოლო მათ შეუერთდა პიტერ გებრიელიც. ერთად მათ შეასრულეს „I Know What I Like“. <ref name="NYC">[http://www.nyc-architecture.com/MID/MID127.htm "Madison Square Garden Center – Concerts and live performances"]. nyc-architecture.com. Retrieved 25 October 2012</ref> ჯენესისი ამ ადგილზე გამოდიოდა ყველა შემდგომ ტურნეზე გარდა 1992 წლისა, როდესაც მათ დაუკრეს [[ჯაიანტსის სტადიონი|ჯაიანტსის სტადიონზე]].
<ref>[http://books.google.com/books?id=QRIEAAAAMBAJ&pg=PA8&dq=genesis+we+cant+dance+tour+giants+stadium&hl=en&sa=X&ei=OkiJUJ6-F8bB0QW03IGgBA&ved=0CDcQ6AEwAA#v=onepage&q=genesis%20we%20cant%20dance%20tour%20giants%20stadium&f=false "Billboard 4 July 1992"]. p.8. Billboard. Retrieved 25 October 2012</ref>
 
ხაზი 109:
[[Image:MikeRutherfordGenesis.jpg|thumb|left|რეზერფორდი და კოლინზი ტურნეს ''Duke'' პერიოდში, 1980.]]
 
კოლინზი, ქორწინების გადარჩენის მცდელობის შემდეგ (რომელიც საბოლოოდ განქორწინებით დასრულდა), 1979 წლის აგვისტოში დაბრუნდა ბრიტანეთში. 26 აგვისტოს იგი და გებრიელი გამოვიდნენ რედინგის ფესტივალზე, სადაც გებრიელის სადებიუტო საკონცერტო ტურნეს ფარგლებში „The Lamb Lies Down On Broadway“ შეასრულეს. კოლინზი შემოქმედებითად შეჩერებული იყო. ტონი ბენქსმა გამოუშვა ალბომი ''[[A Curious Feeling]]'', ხოლო მაიკ რეზერფორდმა - ''[[Smallcreep's Day (ალბომი)|Smallcreep's Day]]''. ბენქსიც და რეზერფორდიც მუშაობდნენ მუსიკაზე ფილმისთვის „[[ყვირილი (ფილმი)|ყვირილი]]“, ხოლო სტივ ჰეკეტმა ამასობაში გამოუშვა ''[[Spectral Mornings]]''. საკმარისი დროით და სახლში დამონტაჟებული ტექნიკით, კილინზმა დაიწყო პირველი სოლო ალბომის ჩაწერა, ისევე, როგორც ჯენესისის ახალი ალბომისთვის ორი სიმღერის მომზადება. გარდა ამისა, იგი კვლავ შეუერთდა Brand X-ს და მათი ტურნეს ფარგლებში დასარტყმელ საკრავებზე უკრავდა, ხოლო ალბომზე ''[[Product (Brand X-ის ალბომი)|Product]]'' იმღერა სიმღერებში „Don't Make Waves“ და „Soho“. <ref>[http://www.allmusic.com/album/r2577 Brand X: Product] Allmusic. Retrieved 4 December 2011</ref> მან აგრეთვე, პიტერ გებრიელთან ერთად, იმუშავა [[რობერტ ფრიპი]]ს ალბომზე ''[[Exposure (რობერტ ფრიპის ალბომი)|Exposure]]''. ამ დროისთვის, როდესაც ენტონი ფილიპსმა 1979 წელს გამოუშვა ''[[Sides (ალბომი)|Sides]]'', ჯენესისის ყველა მიმდინარე და ყოფილი მონაწილე ალბომებს იწერდა ან სხვა ჯგუფებში მუშაობდა.
 
ჯგუფის სამი წევრი სტუდიაში დაბრუნდა 1979 წლის ოქტომბერ-დეკემბერში. ახალი ალბომი, ''[[Duke (ალბომი)|Duke]]'' (1980), ძირითადად წარმოიშვა სოლო მასალიდან. ჯგუფი უფრო მეტად სოლო პროექტების გაერთიანებად იქცა. ასეთი გადანაწილების შედეგად კოლინზის Motown/რიტმ-ენდ-ბლუზური გავლენა იგრძნობოდა, რომელიც არ ჩანდა წინა ალბომებში. ''Duke'' იყო ნამდვილი ცვლილება, 1970-იანი წლების პროგრესული როკის ჟღერადობიდან 1980-იანების პოპ-მუსიკამდე. <ref name="mojo07"/> დრამ მანქანის გამოყენება იქცა პოპულარულ ელემენტად ჯენესისის შემდგომ, ისევე, როგორც კოლინზის სოლო ალბომებზე. პირველად მან გაიჟღერა ''Duke''-ში შეტანილ ''[[Duchess (სიმღერა)|Duchess]]''-ში. უფრო მეტად კომერციული ''Duke'' მეინსტრიმულმა მედია საშუალებებმა დადებითად მიიღეს. იგი იქცა ჯგუფის პირველ ბრიტანულ #1 ალბომად, ხოლო საკონცერტო გამოსვლებისას პოპულარობა შეიძინეს სიმღერებმა „[[Misunderstanding]]“ და „[[Turn It On Again]]“. მანქანები, გამოყენებული დასარტყმელების ხმების იმიტირებისთვის, აგრეთვე მოხვდა ენტონი ფილიპსის 1981 წლის ალბომში ''[[1984 (ენტონი ფილიპსის ალბომი)|1984]]''.
 
''Duke''-ს მოჰყვა ''[[Abacab]]'' (1981), რომელშიც შეტანილია თანამშრომლობა [[Earth, Wind & Fire]]-ის ჩასაბერების სექციასთან, კომპოზიციაში „[[No Reply At All|No Reply at All]]“. ალბომის რეპეტიციები გაიმართა სტუდიაში [[The Farm (ხმისჩამწერი სტუდია)|The Farm]], რომელიც ჯგუფმა იმ პერიოდში [[სურეი]]ში ააშენა (მომავალში აქ ჩაიწერა ჯენესისის ყველა ალბომი). ალბომში გამოყენებული დასარტყმელების ისეთი ჟღერადობა, რომ მასალა ჟღერდა, როგორც კონცერტზე შესრულებული. მსგავსი ტექნიკა უკვე იყო გამოყენებული პიტერ გებრიელის მიერ სიმღერაში „Intruder“. ფილ კოლინზმა იგი ''Face Value''-ში ჩართო, ხოლო ჯენესისისთვის მასზე პროდიუსერი [[ჰიუ პეჯჰემი]] მუშაობდა. <ref>Flans, Robyn. [http://mixonline.com/mag/audio_phil_collins_air/index.html Classic Tracks: Phil Collins' "In the Air Tonight"]. ''Mix'', 1 May 2005. Retrieved 25 March 2007.</ref> ამ პერიოდში ტურნე Abacab-ზე პირველად იქნა გამოყენებული [[Vari-Lite]]-ის განათების სისტემა, რომელიც ჯგუფმა და მისმა მენეჯმენტმა სპეციალურად შეუკვეთეს.
 
1982 წელს ჯენესისმა გამოსცა ორმაგი ცოცხალი ალბომი ''[[Three Sides Live]]''. გრამფირფიტის ამერიკული ვერსია შედგება ცოცხალი მასალის სამი მხარისგან და სტუდიური მასალისგან, რომელშიც შეტანილია „[[Paperlate]]“, ჩაწერილი კვლავ Earth, Wind and Fire-ის საყვირებით. ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სტუდიურ მასალას დაემატა მეოთხე მხარე, წინა ტურნეების საკონცერტო მასალით. 1982 წელი დასრულდა გებრიელის მიერ ორგანიზებული კონცერტით ''[[Six of the Best]]'', რომელიც გებრიელის [[World of Music, Arts and Dance|WOMAD]]-ის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა. კონცერტში მონაწილე ჯენესისს შეუერთდნენ გებრიელიც და სტივ ჰეკეტიც. <ref name=womad>[http://www.genesis-path.net/art-82RS.html "The 1982 Reunion Show Program Book"].genesis-path.net. Retrieved 23 March 2007.</ref> ჰეკეტმა, ჩამოსულმა სამხრეთ აფრიკიდან, დაუკრა ორ სიმღერაში, „I Know What I Like (in Your Wardrobe)“ და „The Knife“.
 
1983 წლის ''[[Genesis (ალბომი)|Genesis]]'' იქცა ჯგუფის რიგით მესამე ბრიტანულ #1 ალბომად. მასში შეტანილია რადიო ჰიტები „[[Mama (ჯენესისის სიმღერა)|Mama]]“ და „[[That's All (ჯენესისის სიმღერა)|That's All]]“. სიმღერა „[[Just a Job to Do]]“ მოგვიანებით გამოყენებული იქნა [[American Broadcasting Company|ABC]]-ის 1985 წლის სერიალში „The Insiders“. ალბომის უკანასკნელი სინგლი იყო „[[Taking It All Too Hard]]“, რომელიც ალბომებზე ორიენტირებული როკ-რადიოსადგურების ეთერში მოხვდა და შემდეგი 20 წლის განმავლობაში სხვა ტიპის სადგურებიც მოიცვა. ალბომს მსოფლიო წარმატება ხვდა წილად.
 
1984 წელს გებრიელმაც, რეზერფორდმაც და კოლინზმაც ფილმისთვის „[[ყოველგვარი უცნაურობის მიუხედავად]]“ ჩაწერეს სიმღერები, ხოლო ტონი ბენქსმა დაიწყო ალბომზე ''[[Soundtracks (ტონი ბენქსის ალბომი)|Soundtracks]]'' მუშაობა. 1985 წელს რეზერფორდმა, სხვა მუსიკოსებთან ერთად, ჩამოაყალიბა ჯგუფი [[Mike + The Mechanics]], ხოლო ჰეკეტმა [[სტივ ჰაუ]]სთან ერთად - [[GTR (ჯგუფი)|GTR]].
ხაზი 123:
=== პოპულარობის პიკი და კოლინზის წასვლა (1985–1996) ===
 
ჯენესისის ყველაზე გაყიდვადი ალბომი, ''[[Invisible Touch]]'' გამოვიდა 1986 წელს, როდესაც კოლინზის სოლო კარიერის პოპულარობა პიკური იყო. ალბომიდან გამოიცა ხუთი სინგლი, მოხვედრილი აშშ-ის საუკეთესო ხუთეულში - „[[Throwing It All Away]]“, „[[In Too Deep (სიმღერა)|In Too Deep]]“, „[[Tonight, Tonight, Tonight]]“, „[[Land of Confusion]]“ და „[[Invisible Touch (სიმღერა)|Invisible Touch]]“. სასათაურო სიმღერა მოხვდა აშშ-ის ჩარტების #1 პოზიციაზე, ხოლო ბრიტანეთში მე-15 ადგილზე შეჩერდა. 1986 წლის სექტემბერში ჯენესისმა „Throwing It All Away“ შეასრულა [[1986 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება|MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე]], ლოს-ანჯელესში. <ref>[http://www.mtv.com/ontv/vma/performers.jhtml 1986 MTV Video Music Awards] MTV.com. Retrieved 4 December 2011</ref> [[Invisible Touch (ტურნე)|შემდგომი ტურნეს]] უკანასკნელ ეტაპზე, 1987 წლის ივლისში, ჯენესისი იქცა პირველ ჯგუფად, რომელმაც [[უემბლი]]ზე ჩაატარა ზედიზედ ოთხი ბოლომდე გაყიდული კონცერტი. <ref name=wembley>[http://www.twronline.net/vaults.htm "The Waiting Room Online"]. ''The Waiting Room'', 2005. Retrieved 23 March 2007.</ref> იგი აგრეთვე იყო პირველი შემსრულებელი, რომელმაც გამოიყენა ტექნოლოგია [[Vari-Lite]]<ref name=varilite>[http://www.vari-lite.com/index.php?src=gendocs&link=Company "About Vari-Lite"]. vari-lite.com. Retrieved 23 March 2007.</ref> და ამჟამად სასტადიონი როკ-კონცერტების სტანდარტად ქცეული ხმოვანი სისტემა Prism.
 
იმავე წლის დასაწყისში გადაცემაში ''[[Spitting Image]]'' კოლინზმა იხილა საკუთარ თავზე პაროდია. ეს იყო ბრიტანული სატირული სატელევიზიო, რომელშიც თოჯინები ასახავდნენ პოლიტიკოსებსა და ზოგადად, პოპულარულ ადამიანებს. მას იმდენად მოეწონა ასეთი ასახვა, რომ შოუს შემქმნელებს, [[პიტერ ფლაკი|პიტერ ფლაკსა]] და [[როჯერ ლოუ]] შესთავაზა სიმღერის „Land of Confusion“ ვიდეოზე მუშაობა. ვიდეო წარმოადგენდა ირონიულ კომენტარს [[ცივი ომი]]ს შესახებ. მასში ნათლად იყო ასახული თეორია, თითქოს პოლიტიკოსებს უხარიათ ბირთვული იარაღის მართვის ღილაკის გამოყენება. გარდა ბენქსის, კოლინზისა და რეზერფორდისა, ვიდეოში [[სუპერმენი]]ს ფორმაში გამოწყობილი [[რონალდ რეიგანი]]ს თოჯინა გამოჩნდა. [[1987 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება]]ზე ეს ნამუშევარი ნომინირებული იყო წლის ვიდეოს კატეგორიაში, მაგრამ დამარცხდა პიტერ გებრიელის „[[Sledgehammer (სიმღერა)|Sledgehammer]]“-თან. <ref name="Time">[http://www.time.com/time/specials/packages/article/0,28804,2085389_2085392_2085368,00.html Peter Gabriel, 'Sledgehammer' (1986) – The 30 All-TIME Best Music Videos].Time. Retrieved 23 October 2012</ref> [[გრემის 30-ე ყოველწლიური დაჯილდოება]]ზე მან საუკეთესო კონცეპტუალური ვიდეოს ჯილდო მიიღო. <ref>[http://www.grammy.com/nominees/search?page=1&artist=&title=&year=1987&genre=All "30th Annual Grammy Awards"]. Grammy.com. Retrieved 24 October 2012</ref>
 
„Tonight, Tonight, Tonight“ გამოყენებული იქნა [[Michelob]]-ის რეკლამაში (ისევე, როგორც კოლინზის „[[In the Air Tonight]]“), ხოლო „In Too Deep“ - ფილმში „[[მონა ლიზა (ფილმი)|მონა ლიზა]]“. <ref name="scottmcmahan" /> ინსტრუმენტული „The Brazilian“ მოხვდა ანიმაციურ ფილმში „[[როდესაც ქარი ქრის (ფილმი)|როდესაც ქარი ქრის]]“, რომელშიც აგრეთვე [[როჯერ უოტერსი]]ს მუსიკა ჟღერს. ეს ინსტრუმენტული კომპოზიცია აგრეთვე მთლიანად ჟღერდა სერიალის ''[[Magnum P.I.]]'' ეპიზოდში „Unfinished Business“. 1988 წლის [[The Prince's Trust|Prince's Trust]]-ის 1988 წლის კონცერტზე, რომელიც [[როიალ ალბერტ ჰოლი|როიალ ალბერტ ჰოლში]] გაიმართა, კოლინზმა და გებრიელმა პირველად დაუკრეს ერთად, 1982 წლის შემდეგ. კოლინზი მთლიანი შოუს განმავლობაში ბენდის დრამერი იყო, ხოლო გებრიელმა შეასრულა „Sledgehammer“. 2007 წლის სექტემბრისთვის მათ ერთმანეთთან აღარ დაუკრავთ, თუმცა 2002 წელს გებრიელის საქორწინო ცერემონიისას გამოვიდნენ.
 
[[File:Genesis Live- Land Of Confusion.jpg|thumb|right|22x|ჯენესისი ასრულებს „[[Land of Confusion]]“-ს [[კონცერტები ნებუორთ ჰაუსში|ნებუორთში]], 1992 წლის 2 აგვისტოს]]
 
ხუთწლიანი შესვენების შემდეგ ჯენესისი დაბრუნდა 1991 წლის ალბომით ''[[We Can't Dance]]'', რომელიც მათთან კოლინზის უკანასკნელი სტუდიური ალბომი იყო. მასში შეტანილი იქნა ჰიტებად ქცეული სიმღერები „[[Jesus He Knows Me]]“, „[[I Can't Dance]]“, „[[No Son of Mine]]“, „[[Hold on My Heart]]“, „[[Tell Me Why]]“ და „Never a Time“ (მხოლოდ აშშ სინგლი), ისევე, როგორც უფრო ხანგრძლივი პიესები, „[[Driving The Last Spike|Driving the Last Spike]]“ და „[[Fading Lights]]“. ალბომის პროდიუსერია [[ნიკ დეივისი (მუსიკალური პროდიუსერი)|ნიკ დეივისი]]. მასში აგრეთვე შეტანილია „Since I Lost You“, რომელიც კოლინზმა მიუძღვნა [[ერიკ კლეპტონი]]ს დაღუპული შვილის, კონორის ხსოვნას. 1993 წელს ''We Can't Dance'' ნომინირებული იქნა [[ბრიტანული მუსიკის ჯილდო]]ზე, საუკეთესო ბრიტანული ალბომის კატეგორიაში. <ref>[http://www.brits.co.uk/artist/genesis "Genesis: The BRIT Awards"]. Brits.co.uk. Retrieved 10 November 2012</ref> [[1993 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოება]]ზე, რომელიც 25 იანვარს გაიმართა, ჯენესისმა მიიღო ჯილდო საუკეთესო პოპ/როკ ჯგუფის ან დუეტის კატეგოიაში. <ref>[http://www.rockonthenet.com/archive/1993/amas.htm "20th American Music Awards"]. Rock on the Net. Retrieved 23 October 2012</ref>
 
1996 წლის მარტში კოლინზმა ჯენესისი დატოვა. მიზეზების დასახელებისას მან განაცხადა: „ვგრნობძი, რომ ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში მიმართულება უნდა შემეცალა. ამჟამად დავკავდები ფილმები, ჯაზური პროექტებისა და, რა თქმა უნდა, საკუთარი სოლო კარიერის მუსიკით. ჯენესისში მომავალში ბიჭებს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს. ჩვენ საუკეთესო მეგობრებად დავრჩებით.“ <ref name=philquits>Darling, Linda; Silberstein, Scott. [http://genesis-path.net/philquits.html "Phil Quits Genesis!"]. Entertainment Wire, 28 March 1996. Retrieved 23 March 2007.</ref>
ხაზი 137:
=== უილსონის მიერ კოლინზის ჩანაცვლება, ჰეკეტის ''Genesis Revisited'' და ''Calling All Stations'' (1996–98)===
 
რეზერფორდმა და ბენქსმა განაგრძეს ჯგუფის სახელით გამოსვლა. თუმცა, სჭირდებოდათ რამდენიმე მონაწილე, ვინაიდან ჯგუფმა დაკარგა არა მხოლოდ კოლინზი, არამედ [[დერილ სტერმერი]]ც და [[ჩესტერ თომპსონი]]ც. სტერმერი მუშაობდა ფილ კოლინზთან ერთად, მის ალბომზე ''[[Dance into the Light]]'' და ტურნეებშიც უკრავდა. ტონი ბენქსთან ერთად მან უკანასკნელად ''[[Strictly Inc]]''-ზე იმუშაა. თომპსონმა მოითხოვა ჯგუფის სრული წევრობა, რაზეც უარი მიიღო, ამიტომ 19 წლიანი ასოცირება ჯენესისთან დაასრულა. თუმცა, მან იმუშავა [[სტივ ჰეკეტი]]ს ალბომზე ''[[Genesis Revisited]]'' და შემდგომ ტურნეზე, რომლის ერთ-ერთი კონცერტი მოხვდა DVD-ზე. ''[[The Tokyo Tapes]]''. საბოლოოდ, ჯენესისის ახალ ალბომზე დასარტყმელების პარტიები განაწილდა [[ნირ ზიდკიაუ]]ს (ისრაელი, სესიური დრამერი) და [[ნიკ დ'ვირგილიო]]ს ([[Spock's Beard]]) მიერ .<ref name=genesisfaq /> შესამჩნევი იყო განსხვავება მათი დაკვრის სტილებს შორის - დ'ვირგილიო უფრო ნაზად უკრავდა, ხოლო ზიდკიაუ - საკმაოდ მძიმედ.
 
ვოკალისტის პოზიციაზე მოსმენები უკანასკნელ ეტაპზე გაიარა ორმა მომღერალმა. ესენი იყვნენ დევიდ ლონგდონი და ჯგუფ [[სტილტსკინი]]ს ყოფილი ვოკალისტი [[რეი უილსონი]].<ref name=Dusk> [http://www.dusk.it/david_longdon_exclusive_interview.htm "David Longdon exclusive interview"]</ref> უილსონი 1997 წლის ივნისში გახდა ჯენესისის ახალი წამყვანი ვოკალისტი. ვოკალისტის ძიებისას ჯგუფის კრიტერიუმზე საუბრისას ბენქსმა აღნიშნა: „გვჭირდებოდა პიროვნება, რომელიც რამდენიმე ფუნქციას შეასრულებდა - ჩვენ მიერ დაწერილ მუსიკასთან ერთად იმპროვიზაციებს შეასრულებდა და სხვა სირთულეებს გადალახავდა, ისევე, როგორც ჯგუფს წარმართავდა.“ უილსონი უმალვე ჩაერთო სიმღერების შექმნის პროცესში. მას მისცეს რამდენიმე უკვე დაწერილი სიმღერა, ხოლო სტუდიაში მუშაობის შედეგად, როგორც თანაავტორი, მითითებული იქნა სამის თანაავტორად. <ref name=dotmusic>Heatley, Michael. [http://web.archive.org/web/19980708105320/www.dotmusic.co.uk/MWtalentgenesis97.html "Dotmusic Talent: GENESIS"] (retrieved from the [[Internet Archive]]). Dotmusic, 1997. Retrieved 30 April 2007.</ref>
 
1997 წელს გამოსული ''[[Calling All Stations]]'' ევროპაში წარმატებით იყიდებოდა, ხოლო სიმღერა „[[Congo (სიმღერა)|Congo]]“ ბრიტანეთში 29-ე პოზიციამდე ავიდა. მსგავსი წარმატება ალბომს ამერიკაში არ ჰქონია, სადაც იგი ბილბორდის 50-ეულშიც ვერ მოხვდა. 1997-1998 წლებში ჯენესისმა გამართა ტურნე ევროპაში. ბენქსს, რეზერფორდსა და უილსონს მის ფარგლებში შეუერთდნენ ზიდკიაუ და გიტარისტი [[ენტონი დრენანი]], რომელიც მანამდე მუშაობდა [[პოლ ბრეიდი]]სთან და [[The Corrs]]-თან. დაგეგმილი ამერიკული ტურნე არ გაიმართა ალბომების სუსტი გაყიდვების გამო. ამის შემდეგ ჯენესისმა უილსონი განუსაზღვრელი ვადით გაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები კვლავ ურთიერთობდნენ. 2007 წლის აპრილის ინტერვიუში უილსონმა გამოხატა უკმაყოფილება თავისი გაშების გამო - „სიჩუმეში სიკვდილს ჰგავდა“. <ref name=mmf>"[http://living.scotsman.com/features/Rocker-Rays-life-begins-after.3278292.jp Rocker Ray's life begins after Genesis] Scotsman.com Retrieved 14 April 2008</ref> მან აგრეთვე განაცხადა, რომ ნანობდა ჯგუფში გატარებულ დროზე, თავს არაკომფორტულად გრძნობდა, როგორც „მუშა კლასის“ ადამიანი უფრო მნიშვნელოვან ბენქსთან და რეზერფორდთან შედარებით. მან აგრეთვე თქვა, რომ კოლინზის ერთ-ერთმა თანაშემწემ უამბო, რომ ფილს „არ სიამოვნებდა, რომ ჯგუფი განაგრძობდა არსებობას“.
 
=== ნაწილობრივი გაერთიანებები და შესვენება (1998–2005) ===
 
1998 წელს ბენქსი, კოლინზი, გებრიელი, ჰეკეტი, ფილიპსი, რეზერფორდი დ სილვერი შეიკრიბნენ ფოტო სესიისთვის და ახალი ყუთის, ''[[Genesis Archive 1967-75]]'' გამოცემისთვის. 1999 წელს ბენქსმა, კოლინზმა, გებრიელმა, ჰეკეტმა და რეზერფორდმა გამოუშვეს სიმღერის „[[The Carpet Crawlers]]“ ახალი ვერსია, რომელიც შევიდა კრებულში ''[[Turn It On Again: The Hits]]''. 2000 წლის 21 სექტემბერს კოლინზმა, ბენქსმა და რეზერფორდმა მუსიკალური მენეჯერების ფორუმზე ტონი სმითის პატივსაცემად შეასრულეს „I Can't Dance“, „Invisible Touch“, „Follow You, Follow Me“ და „Turn It On Again“. <ref name=mmf>"[http://www.vh1.com/news/articles/1436908/20000913/story.jhtml Genesis: Let There be Phil]". vh1.com. Retrieved 23 March 2007.</ref> ორიგინალური წევრების დიდი ნაწილი მონაწილეობდა ორი საარქივო თუთის შედგენაში. ამავე პერიოდში გამოვიდა დოკუმენტური ფილმი ''[[The Genesis Songbook]]'', რომელშიც ჰეკეტმა, კოლინზმა, რეზერფორდმა და ბენქსმა აკუსტიკურად შეასრულეს ჯენესისის სხვადასხვა პერიოდის სიმღერები.
 
=== გაერთიანება და მომავალი (2006-დღემდე) ===
ხაზი 151:
[[File:Genesis (Carpet Crawlers).jpg|thumb|left|220px|ჯენესისი ასრულებს „[[The Carpet Crawlers]]“-ს [[ჰერნინგი|ჰერნინგში]] ([[დანია]], ივნისი 2007]]
 
გაერთიანების შესახებ მრავალი ჭორის შემდეგ ბენქსმა, კოლინზმა და რეზერფორდმა 2006 წლის 7 ნოემბერს ტურნეს [[Turn It On Again (ტურნე)|Turn It On Again]] ჩატარების შესახებ გამოაცხადეს - ჯგუფის ჩამოყალიბებიდან თითქმის 40 წლის თავზე. ტურნე ჩატარდა 2007 წლის ზაფხულში და მოიცვა ევროპის 12 ქვეყანა, რასაც მოჰყვა მეორე ეტაპი, ჩრდილოეთ ამერიკაში. ტრიო თავდაპირველად აპირებდა გებრიელის და ჰეკეტის მონაწილეობით ''[[The Lamb Lies Down on Broadway]]''-ს დადგმას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გებრიელი ძირითადად თანახმა იყო, მაგრამ ამისთვის თარიღები ვერ შეარჩია. 2012 წლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ''Rolling Stone''-ში წარმოდგენილი იყო ინტერვიუ სტივ ჰეკეტთან, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ ჯგუფი ძირითადად თანახმა იყო ''The Lamb Lies down On Broadway''-ის შესრულებაზე, მაგრამ გებრიელმა ინტერესი სწორედ მაშინ დაკარგა. <ref>Rolling Stone Magazine October, 22 2012</ref> მოგვიანებით კოლინზი ამბობდა: „პიტერი ოდნავ სერიოზულად აღიქვამს დაბრუნებას იმასთან, რაც ძირფესვიანად მხოლოდ ხალისია“.<ref name="peterovercautious">"[http://www.genesis-news.com/genesis/interviews/press_conference_06.html Press conference, 7 November 2006, Mayfair hotel, London]". genesis-news.com. Retrieved 23 March 2007.</ref> ჰეკეტი თანახმა იყო მონაწილეობაზე, მაგრამ ამის გებრიელის გარეშე გაკეთება არ სურდა. <ref name="Hackett 2006">"[http://web.archive.org/web/20070321233226/http://www.stevehackett.com/]".</ref> ამიტომ კოლინზს, ბენქსს და რეზერფორდს კვლავ სტერმერი და თომპსონი შეუერთდნენ.
 
2007-2008 წლებში ჯგუფი და მისი პროდიუსერი, [[ნიკ დეივისი (მუსიკალური პროდიუსერი)|ნიკ დეივისი]], მუშაობდნენ მთლიანი სტუდიური და ოფიციალური ცოცხალი ალბომების (გარდა ''[[From Genesis to Revelation]]''-ის) 5.1 და ახალ სტერეო მიქსებად გადაყვანაში. ყოველი ალბომი საბოლოოდ წარმოდგენილი იქნა ორმაგი დისკის სახით, რომელშიც შეტანილი იქნა მრავალარხიანი ჰიბრიდული [[Super Audio CD]]-ები, ისევე, როგორც [[DVD-Video]] გამოცემები [[Digital Theater System|DTS]] 24bit/96K და [[Dolby Digital]] 24bit/48K 5.1 აუდიო არხებით. DVD-ებს აგრეთვე ახლავს დამატებები - ოფიციალური მუსიკალური ვიდეოები, ცოცხალი გამოსვლები, სატელევიზიო ჩანაწერები, ტურნეს პროგრამები და ახალი ინტერვიუები, რომლებშიც ჯგუფის წევრები დეტალებში განიხილავენ თითოეული ალბომის შექმნას (აშშ-სა და კანადაში გამოიცა ჩვეულებრივი CD-ები და არა SACD ჰიბრიდები). ეს რემასტერები გამოვიდა სამი სხვადასხვა ყუთის სახით - ''[[Genesis 1976–1982]]'' (მაისი, 2007), ''[[Genesis 1983–1998]]'' (ოქტომბერი, 2007) და ''[[Genesis 1970–1975]]'' (ნოემბერი, 2008). თითოეული ალბომი ცალკე სახითაც იყიდებოდა. თითოეულ ყუთს მოჰყვებოდა დამატებითი დისკი ამა თუ იმ პერიოდის იშვიათი ჩანაწერებით.
 
2007 წლის 12 მაისში ჯგუფი აღინიშნა VH1-ის როკ-მუსიკის მეორე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, სადაც აგრეთვე განსაკუთრებული პატივით აღნიშნეს [[ოზი ოსბორნი]], [[Heart (ჯგუფი)|Heart]] და [[ZZ Top]]. ცერემონიაზე მათ მიერ შესრულდა „Turn It On Again“, „No Son of Mine“ და „Los Endos“, ხოლო ჯგუფმა [[Keane]] დაუკრა „[[That's All (ჯენესისის სიმღერა)|That's All]]“. <ref>{{cite web |url=http://www.genesis-news.com/live-2007-blog/2007/05/13/genesis-in-las-vegas-last-night-vh-1-rock-honors|title=Genesis in Las Vegas last night (VH-1 Rock Honors)}}</ref> 2007 წლის 11 ივნისს [[ჰელსინკ]]იში ჯგუფის ტურნე Turn It On Again ოფიციალურად დაიწყო, რასაც მოჰყვა 50-ზე მეტი კონცერტი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის დანიაში, ბელგიაში, გერმანიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და კანადაში. გერმანიის კონცერტი ევროპასა და ბრიტანეთში რამდენიმე კინოთეატრში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 2007 წლის 7 ივლისს ჯგუფი გამოვიდა ლონდონში, [[Live Earth]]-ზე, კონცერტების სერიაზე, რომელიც უპირისპირდებოდა გლობალური დათბობის პრობლემებს. <ref name="liveearth">[http://liveearth.msn.com/ "Genesis to participate in Live Earth"]. Liveearth.org. Retrieved 25 March 2007.</ref>
 
[[File:2369 - Philadelphia - Wachovia Center - Genesis - I Can't Dance.JPG|thumb|right|220px|Genesis ასრულებს სიმღერას „[[I Can't Dance]]“ ფილადელფიაში (პენსილვანია), 2007 წლის 18 სექტემბერს.]]
 
2007 წლის აგვისტოს ინტერვიუდან კოლინზისგან ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის მიერ ახალი ალბომის ჩაწერა გამორიცხული იყო, ვინაიდან ამისთვის არ იყო დრო და შთაგონება. <ref name="recordcollector">{{Cite news | last=Haagsma | first=Robert | author-link= | year=August 2007 | title=Turning It on Again | periodical=[[Record Collector]] | issue=339 | pages=24–26 | id=ISSN 0261-250X | url= | postscript= }}</ref> თუმცა 22 აგვისტოს ბენქსმა განაცხადა: „სამივე ვცდიდით და ვნახავდით, რა იქნებოდა.“ <ref name="canadian_press">[http://www.winnipegfreepress.com/breakingnews/entertainment/story/4026283p-4638005c.html "Genesis keyboardist remembers Phil Collins' Cdn debut three decades ago"]. Canadian Press. 22 August 2007.</ref>
 
2 ოქტომბერს [[Starbucks]]-მა გამოუშვა კრებული ''Genesis: 14 From Our Past'', რომელშიც შეტანილი იქნა თითო სიმღერა ჯგუფის ყველა ალბომიდან, ''Trespass''-იდან მოყოლებული - გარდა ''Nursery Cryme''-ის. ჯგუფმა გამოუშვა ''[[Live over Europe 2007]]'' - ტურნეს შემაჯამებელი ალბომი, რომელშიც შეტანილი იქნა სიმღერები სხვადასხვა კონცერტიდან. გარდა ამისა, ლეიბლ The Music-ის მიერ გამოიცა ყოველი შოუს აუდიო ჩანაწერები პულტიდან. <ref>{{cite web|url=http://themusic.com/encore/genesis2007/ |title=Genesis Live 2007 Encore Series |publisher=Themusic.com |accessdate=21 July 2011}}</ref> DVD-ის სახით 26 მაისს გამოვიდა 2007 წლის 14 ივლისს რომის Circo Massimo-ში გამართული ვიდეო, ''[[When In Rome 2007]]''.
 
კრებულის ''Genesis: 1970–1975'' აღსანიშნავ ინტერვიუში ტონი ბენქსი საუბრობდა, რომ ჯგუფს სურდა გებრიელთან და ჰეკეტთან გაერთიანება. მან განაცხადა: „ამის შესახებ 'არასოდეს' არ გვითქვამს. მე ვიცი, რომ ფილს ფრიად ესიამოვნება მხოლოდ დრამზე დაკვრა, მისთვის ეს სახალისო იქნება. მაიკი და მე სიამოვნებით გავაკეთებდით ამას. მე ვიცი, რომ სტივსაც (ჰეკეტს) სურს. მე ვფიქრობ, ეს უფრო პიტერზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე სხვაზე.“ თუმცა, კოლინზმა სხვადასხვა ინტერვიუში განაცხადა, რომ სამედიცინო პრობლემების გამო დასარტყმელებზე ვეღარ დაუკრავდა.
ხაზი 179:
დეტალურად საკმაოდ დატვირთულია ალბომის ''[[Foxtrot (ალბომი)|Foxtrot]]'' გაფორმება. აქ არის: ქალის ტანსაცმელში ჩაცმული მელია (დიზაინერი [[პოლ უაიტჰედი]] ამტკიცებს, რომ ამ პერსონაჟის შთაგონება იყო [[ჯიმი ჰენდრიქსი]]ს სიმღერა [[Foxy Lady]]).<ref name=whitehead>Christopulos, Jim. "[http://www.vandergraafgenerator.co.uk/paulw.htm Paul Whitehead interview]". vandergraafgenerator.co.uk. Retrieved on 23 March 2007.</ref>
 
[[1974]] წლის ალბომის [[The Lamb Lies Down on Broadway]] ყდისგარეკნის ავტორია დიზაინ სტუდია [[Hipgnosis]]. მასზე გამოსახულია ალბომის პერსონაჟი რაელი, სხვადასხვა მოქმედებაში. ალბომის [[A Trick of the Tail]] გაფორმებაში გამოყენებულია მისი სიმღერების პერსონაჟები. ალბომით ''Duke'' დაიწყო ახალი პერიოდი ჯენესისის ყდების გაფორმებაში. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ყდებს ქმნიდა ბილ სმითის სტუდია. ჯგუფის ყველაზე გაყიდვადი ალბომის ''[[Invisible Touch]]'' გრაფიკაში გამოყენებულია სახელოსნოს [[Assorted Images]] ნამუშევრები. ''[[We Can't Dance]]''-ის ხალისიანი სურათების ავტორია [[ფელისიტი ბოუერსი]]. ''Calling All Stations'' და ''Turn It On Again: The Hits'' ეკუთვნის დიზაინ სტუდიას [[Wherefore Art?]].
 
== შემადგენლობა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯენესისი“-დან