კოდიკოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 15 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q1338164
clean up, replaced: ყდის → გარეკნის using AWB
ხაზი 2:
'''კოდიკოლოგია''' — ხელნაწერ წიგნთა შემსწავლელი მეცნიერებაა, რომელიც იკვლევს ხელნაწერი წიგნის შექმნის, შენახვის, გავრცელებისა და გამოყენების პროცესებს. მასვე ევალება გადამწერთა [[სოციოლოგია|სოციალური]] და პროფესიული შემადგენლობის შესწავლაც.
[[1949]]წ.-ს ფრანგმა მეცნიერმა [[ალფონს დენი|ალფონს დენმა]] გამოაქვეყნა წიგნი - '''”ხელნაწერები”''', რომელშიც ხელნაწერი წიგნის შემსწავლელი მეცნიერების სახელწოდებად ახალი ტერმინი - კოდიკოლოგია ([[ლათინური ენა|ლათ.]] codex წიგნი}) გამოიყენა. ალფონს დენმა არა მხოლოდ შემოიღო ახალი ტერმინი, არამედ, ამასთანავე განსაზღვრა ახალი დისციპლინის ურთიერთობა [[პალეოგრაფია|პალეოგრაფიასთან]]. ალფონს დენის მიხედვით, პალეოგრაფია არის ძველი [[დამწერლობა|დამწერლობის]] შემსწავლელი [[მეცნიერება]], კოდიკოლოგია კი შეისწავლის ხელნაწერს მთლიანად და არა მხოლოდ დამწერლობას. დენმა თავის წიგნში განსაზღვრა კოდიკოლოგიის და პალეოგრაფიის ამოცანები. კოდიკოლოგიის ამოცანებია: ხელნაწერთა ისტორია, კატალოგის შედგენა და კატალოგის ბიბლიოგრაფირება, ხელნაწერებით ვაჭრობის შესწავლა, ხელნაწერთა გამოყენება და ა.შ., პალეოგრაფიის ამოცანად კი მიიჩნია მასალის (რაზედაც წერდნენ) და დამწერლობის შესწავლა.
 
ალფონს დენის მიერ შემოღებული ტერმინი უმალვე მიიღეს და შეითვისეს [[დასავლეთ ევროპა|დასავლეთ ევროპაში]] პალეოგრაფებმა ხელნაწერი წიგნის დამზადებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომპლექსის -ფორმატის, ყდისგარეკნის, ტექსტის განლაგების და ა.შ., მისი შემდგომი ბედის აღსანიშნავად. შემდგომში კოდიკოლოგიას ხელნაწერ წიგნთა არქეოლოგიაც კი უწოდეს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოდიკოლოგია“-დან