რუსთაველის თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 43:
===ისტორია===
თეატრს არსებობის განმავლობაში თავს მრავალი რომანტიკული და ემოციური ისტორია გადახდა. დაფუძნებიდან მოკლე ხანში, 1882 წელს, დაიდგა [[დავით ერისთავი]]ს "სამშობლო". ეს ნამდვილი მოვლენა გახდა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მმართველობაში მყოფი საქართველოსთვის — სცენაზე პატრიოტული სიმღერები ისმოდა და ძველი ეროვნული დროშები ფრიალდებდა. ქართულენოვანმა სპექტაკლმა და "ბრწყინვალე დამოუკიდებელი წარსულის" სურათებმა მაყურებელი იმდენად მოხიბლა, რომ წარმოდგენა ნამდვილ მშვიდობიან დემონსტრაციად გადაიქცა. ამან იმპერიული რუსეთის მთავრობის შეშფოთება გამოიწვია: მოსკოვის კონსერვატიულმა პრესამ ქართველებს ურჩია "მათი ისტორიული დროშები გოდფრუას ცირკში წაეღოთ". ქართულმა საზოგადოებამ ეს დიდ შეურაცხყოფად მიიღო და რუსების გამოხმაურებას მრავალი საპასუხო წერილი მიუძღვნა.<ref>http://www.etc-cte.org/about/members.php?memberid=13</ref>
 
[[სურათი:Caucasian Chalk Circle bw - Rustaveli Theatre.jpg|thumb|left|300px|სცენა "კავკასიურ ცარცის წრე"-ში, 1975 წ.]]
 
ახალი თეატრი დაარსებიდანვე "ცინცხალი ამბების" ცენტრში იმყოფებოდა. მისი წარსულის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა რეფორმატორი დირექტორი [[კოტე მარჯანიშვილი]] იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის მრავალ ქალაქში მოღვაწეობდა და ასევე რუსეთის ხელოვნების თეატრთან თანამშრომლობდა. მისი ხელმძღვანელობით, 1923 წელს, შეიქმნა საარტისტო საზოგადოება "დურუჯი".<ref>დურუჯი მცირე, მაგრამ "მრისხანე" მდინარეა აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მარჯანიშვილი დაიბადა.</ref> საზოგადოებამ ჩამოაყალიბა განახლებული რუსთაველის თეატრის ახალი შემოქმედებითი პრინციპები, ახალ [[ექსპრესიონიზმი|ექსპრესიონისტულ]] მანერაში. ეს კიდევ ერთი დიდი სკანდალის მიზეზი გახდა თეატრის ისტორიაში, რომელიც თაობათა შორის "შინა ომში" გადაიზარდა. მარჯანიშვილის თხოვნით [[გრიგოლ რობაქიძე]]მ დაწერა "ლამარა", რომელსაც მოგვიანებით რუსთაველის თეატრის "თოლია" შეარქვეს. ლამარას პირველი ვერსია ორივე თაობის წარმომადგენლებმა ერთობლივად დადგეს - კოტე მარჯანიშვილმა და მისმა სტუდენტმა [[სანდრო ახმეტელი|სანდრო ახმეტელმა]].
 
[[სურათი:Caucasian Chalk Circle bw - Rustaveli Theatre.jpg|thumb|left|300px|სცენა "კავკასიურ ცარცის წრე"-ში, 1975 წ.]]
სანდრო ახმეტელი თეატრის შემოქმედებითი დირექტორი 1926-35 წლებში იყო და ადრეული კონცეპტუალური რეჟისურის პირველი წარმომადგენელი იყო რუსთაველის თეატრში. ახმეტელის იდეა ეფუძნებოდა მის მსოფმხედველობას განსაკუთრებული ფსიქო-ფიზიკური რასისა და ერის არსებობის შესახებ, რომელიც აყალიბებს ადამიანისა და კულტურის ფორმას. 1936 წელს ის ნაციონალისტად და საბჭოთა ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს. მასთან ერთად გაუსწორდნენ თეატრის რამდენიმე თანამშრომელსა და მსახიობს. საბჭოთა იდეოლოგიამ ჩაახშო კონცეპტუალური მეთოდოლოგიის განვითარება, რომელიც მათი აზრით [[ინდივიდუალიზმი|ინდივიდუალისტური]] იყო და საშიშროებას წარმოადგენდა [[კლასების თეორია|კლასების თეორიის]] მთავარი პრინციპისთვის. ამ პერიოდში რუსთაველი ერთგვარი მემორიალური თეატრი გახდა, რომელიც ძველ ჰეროიკულ ტრადიციებს მისდევდა, გამოხატავდა რა ხალხის ბრძოლას პროგრესისთვის, სამართლიანობისა და უკეთესი მომავლისთვის ზოგად იდეალისტურ კლასობრივ დონეზე. შემოქმედებითი პროცესები იზოლირებული იყო ევროპული თეატრის განვითარების მთავარი მიმართულებებისგან; შეუძლებელი იყო 20-იანი და 30-იანი წლების მიღწევებთან ფეხდაფეხ სვლა.
 
შემდეგ, ქვეყანაში ე. წ. "[[ხრუშჩოვის დათბობა|დათბობის]]" პერიოდში, თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში ორი განსხვავებული მიმართულება განვითარდა. ერთი იყო [[დიმიტრი ალექსიძე|დიმიტრი ალექსიძის]]<ref>დიმიტრი ალექსიძე ასევე რუსთაველის ოფიციალური ტრადიციული კლასიკური მონუმენტური მანერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო.</ref> (შემოქმედებითი დირექტორი 1957-64 წწ.) რომანტიკული მიმართულება. მისი ხელმძღვანელობით დადგმულ წარმოდგენებში ერთმანეთს მონაცვლეობდა ლირიკა, იუმორი და ნოსტალგია. "პიროვნების კულტის" პერიოდის მასების ბრწყინვალე და დიდი ჰეროიკული [[რომანტიზმი]] შეცვალა პიროვნების ლირიულმა მწუხარებამ. ამ დროის მეორე მიმართულება დაკავშირებული იყო მსახიობთა და რეჟისორთა მთელ თაობასთან, რომელსაც სამყაროს ახალი ხედვა აერთიანებდა. მათ შორის იყვნენ რეჟისორები [[მიხეილ თუმანიშვილი]] და [[აკაკი დვალიშვილი]], მსახიობები [[მედეა ჩახავა]], [[გურამ საღარაძე]], [[გიორგი გეგეჭკორი]], [[რამაზ ჩხიკვაძე]], [[ბადრი კობახიძე]], [[ეროსი მანჯგალაძე]] და სხვები. მათ შემოიტანეს პიროვნების სოციალური პასუხისმგებლობის იდეა სოციალური და ისტორიული ცხოვრების ყველა მოვლენაში, სიყვარულისა და მწუხარების ჰუმანური თემები, არჩევანის თავისუფლება და ტრაღიკული შეცდომა. ისინი მიუბრუნდნენ ქართველების მდიდარ, მხიარულ და გონებამახვილ ეროვნულ [[ქართული ფოლკლორი|ფოლკლორს]] ("როცა ასეთი სიყვარულია", "ჭინჭრაქა", "სიბრძნე სიცრუისა", "ანტიგონე"). მათში ყურადღება გამახვილებული იყო თანამედროვე ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან თემებზე.
 
[[სურათი:Kacia-Adamiani RT poster 2007.jpg|thumb|200px|სოფელ თამარაშენში დადგმული სპექტაკლის "კაცია_ადამიანი" აფიშა.]]
 
შემდეგ, ქვეყანაში ე. წ. "[[ხრუშჩოვის დათბობა|დათბობის]]" პერიოდში, თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში ორი განსხვავებული მიმართულება განვითარდა. ერთი იყო [[დიმიტრი ალექსიძე|დიმიტრი ალექსიძის]]<ref>დიმიტრი ალექსიძე ასევე რუსთაველის ოფიციალური ტრადიციული კლასიკური მონუმენტური მანერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო.</ref> (შემოქმედებითი დირექტორი 1957-64 წწ.წლები) რომანტიკული მიმართულება. მისი ხელმძღვანელობით დადგმულ წარმოდგენებში ერთმანეთს მონაცვლეობდა ლირიკა, იუმორი და ნოსტალგია. "პიროვნების კულტის" პერიოდის მასების ბრწყინვალე და დიდი ჰეროიკული [[რომანტიზმი]] შეცვალა პიროვნების ლირიულმა მწუხარებამ. ამ დროის მეორე მიმართულება დაკავშირებული იყო მსახიობთა და რეჟისორთა მთელ თაობასთან, რომელსაც სამყაროს ახალი ხედვა აერთიანებდა. მათ შორის იყვნენ რეჟისორები [[მიხეილ თუმანიშვილი]] და [[აკაკი დვალიშვილი]], მსახიობები [[მედეა ჩახავა]], [[გურამ საღარაძე]], [[გიორგი გეგეჭკორი]], [[რამაზ ჩხიკვაძე]], [[ბადრი კობახიძე]], [[ეროსი მანჯგალაძე]] და სხვები. მათ შემოიტანეს პიროვნების სოციალური პასუხისმგებლობის იდეა სოციალური და ისტორიული ცხოვრების ყველა მოვლენაში, სიყვარულისა და მწუხარების ჰუმანური თემები, არჩევანის თავისუფლება და ტრაღიკული შეცდომა. ისინი მიუბრუნდნენ ქართველების მდიდარ, მხიარულ და გონებამახვილ ეროვნულ [[ქართული ფოლკლორი|ფოლკლორს]] ("როცა ასეთი სიყვარულია", "ჭინჭრაქა", "სიბრძნე სიცრუისა", "ანტიგონე"). მათში ყურადღება გამახვილებული იყო თანამედროვე ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან თემებზე.
 
ადრეულ 60-იან წლებში რუსთაველის თეატრში მოვიდა ადამიანი, რომელიც მისი სამუდამო და განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს იყო [[რობერტ სტურუა]], თეატრის შემოქმედებითი ხელმძღვანელი 1980 წლიდან. ამავე პერიოდში თეატრში მუშაობდა კიდევ ერთი განთქმული რეჟისორი - [[თემურ ჩხეიძე]]. ის იყო ავტორი ფსიქოლოგიური დადგმების ხაზგასმული ქალური თემებით - "ქალის ტვირთი", ბერნარდა ალბას სახლი", "გუშინ" და სხვები.
 
კონცეპტუალური იდელოგიის განვითარების ახალი ნაბიჯი რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სახელთან არის დაკავშირებული. 70-იან წლებში მის უმნიშვნელოვანეს ნამუშევართა შორის არის "ყვარყვარე", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III" და სხვა ნაწარმოებები, რომლებმაც რუსთაველი მსოფლიო მნიშვნელობის თეატრი გახადა. 80-იანი და 90-იანი წლები თეატრში დაკავშირებულია ეპოქის, საუკუნის დასასრულთან, საზოგადოებებისა და პიროვნებების შექმნასა და გარდაქმნასთან. მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის ყველა მოვლენა თეატრის გარშემო ხდებოდა ფიზიკური მნიშვნელობითაც. ხალხი შემოდიოდა ქუჩის დემონსტრაციებიდან, რათა პასუხი ეპოვათ მათ შეკითხვებზე, ხალხი მოდიოდა მაშინაც კი, როდესაც ქალაქში ელექტროენერგია არ იყო და წარმოდგენები სანთლის შუქზე იმართებოდა. თეატრი ცხოვრების ნაწილი, ხოლო ცხოვრება კი თეატრის ნაწილი იყო. ყველაფერი ეს დღემდე გავლენას ახდენს რუსთაველის თეატრის ყოველ ახალ წარმოდგენაზე, ყოველ იდეაზე, ახალ ქმნილებაზე და კონცეფციაზე.{{clear}}
 
===სპექტაკლები===