აკონკაგუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
'''აკონკაგუა''' ({{lang-es|Aconcagua}}) — მწვერვალი [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკაში]], [[არგენტინა]]ში, სამხრეთ ამერიკის ანდებში. სიმაღლე 6960 მ (უმაღლესი მწვერვალი [[დასავლეთი ნახევარსფერო|დასავლეთ]] და [[სამხრეთი ნახევარსფერო|სამხრეთ ნახევარსფეროში]]). მსოფლიოში ყველაზე მაღალი [[ბათოლითი]]. ჩრდილოეთი და დასავლეთი კალთები დამრეცია, სამხრეთ კალთაზეა კლდეებისა და ყინულების ციცაბო კედელია. აგებულია დანალექ ქანებზე შეცოცებული [[ანდეზიტი|ანდეზიტებით]], რის გამოც შეცდომით [[ვულკანი|ვულკანად]] იყო მიჩნეული. დაფარულია მუდმივი თოვლით. ფერდობებზე 7 [[მყინვარი]] ეშვება, რომელთა სიგრძე 6 კმ-მდეა.
 
მის დალაშქვრას ართულებდა ყინულით დაფარული ფერდობის არსებობა. პირველად [[1897]] წელს ავიდა მასზე ექსპედიცია ედუარდ ფიცჯერალდის მეთაურობით. აკონკაგუა ინკური სახელწოდებაა და „თეთრ გუშაგს“ ნიშნავს. ვარაუდობენ, რომ კოლუმბისა და ესპანელი კონკისტადორების გამოჩენამდე [[ინკები]] ასული იყვნენ ანდების ასამდე მწვერვალზე, მათ შორის აკონკაგუაზე (მათს კვალს ამ მწვერვალის ფერდობებზე, 6600 მეტრის სიმაღლეზე მიაგნეს).<ref name="sok" />
 
[[საქართველო]]დან აკონკაგუაზე პირველი ავიდა [[გია თორთლაძე]] (1996 წელს, რუსეთის ცხრაკაციანი ექსპედიციის წევრებთან ერთად). ეს მწვერვალი 2002 წელს დალაშქრა ბენო ქაშაკაშვილმა, 2004 წელს კი — ბიძინა გუჯაბიძემ (რუსეთის ექსპედიციის შემადგენლობაში).<ref name="sok">[http://www.sok.ge/ge/%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%90/ აკონკაგუა — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი]</ref>
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{ბრიტანიკა|3924}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
{{შვიდი მწვერვალი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკონკაგუა“-დან