ევკლიდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Euklid2.jpg|მინი|ევკლიდე]]
'''ევკლიდე ალექსანდრიელი''' ([[ბერძნ.]]: Εὐκλείδης) (დაახ. ძვ. წ. 325—265) — [[ელინიზმი]]ს ეპოქის [[მათემატიკა|მათემატიკოსი]] [[ალექსანდრია (ეგვიპტე)|ალექსანდრიიდან]], [[ეგვიპტე]]; ცხოვრობდა [[პტოლემეოს I]]-ის მეფობის ხანაში (ძვ. წ. 323—283). ხშირად მოიაზრება, როგორც „გეომეტრიის მამა“. მისი ყველაზე მთავარი ნაშრომია „საწყისები“„[[საწყისები]]“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმძღვანელოდ ითვლება მათემატიკის ისტორიაში. ამ თხზულებაში მან შეაჯამა [[ძველი საბერძნეთი|ძველი ბერძნული]] მათემატიკის განვითარების ადრინდელ პერიოდში მიღებული შედეგები და საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის შემდგომ განვითარებას. ეს ნაშრომი შეიცავს [[პლანიმეტრია|პლანიმეტრიის]], [[სტერეომეტრია|სტერეომეტრიის]] და [[რიცხვთა თეორია|რიცხვთა თეორიის]] მრავალ საკითხს. მასში [[გეომეტრიული ფიგურა|გეომეტრიულ ფიგურათა]] თვისებები განსაზღვრულია ხუთი [[აქსიომა|აქსიომით]], რამაც საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის აქსიომატიზაციას.
 
ევკლიდეს ეკუთვნის ნაშრომები [[პერსპექტივა (მათემატიკა)|პერსპექტივებზე]], [[კონუსური კვეთა|კონუსურ კვეთებზე]], [[სფერული გეომეტრია|სფერულ გეომეტრიასა]] და შესაძლოა [[მეორე რიგის ზედაპირი|მეორე რიგის ზედაპირებზე]]. მისი დაბადების წლის ან ადგილის ან თუნდაც გარდაცვალების პირობების განსაზღვრა ვერ მოხერხდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევკლიდე“-დან