ზურაბ არაგვის ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ზურაბ არაგვის ერისთავი''' ( † 1631), ქართლის დიდი თავადი. 1625 წელ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ზურაბ არაგვის ერისთავი''' ( † [[1631]]), ქართლის დიდი თავადი. [[1625]] წელს, ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს, მხარში ედგა [[გიორგი სააკაძე]]ს (ზურაბ არაგვის ერისთავის და რუსუდანი გიორგი სააკაძის მეუღლე იყო). შემდეგში, როცა სააკაძესა და [[თეიმურაზ I]]-ს შორის შუღლი ჩამოვარდა, ზურაბ არაგვის ერისთავი თეიმურაზს მიემხრო. მას სურდა კახეთში თეიმურაზ I-ის, ხოლო ქართლში [[სიმონ II]]-ის გამეფება, რათა ორივე მისი მორჩილი ყოფილიყო. თეიმურაზ I-მა მის წინააღმდეგ ბრძოლის ფარული ხერხი აირჩია - 1631 წელს ზურაბს სიმონ II მოაკვლევინა, შემდეგ თავის გასამართლებლად და ურჩი თავადის მოსაშორებლად არაგვის ერისთავს თავი მოჰკვეთა და შაჰს გაუგზავნა. ზურაბ არაგვის ერისთავი ცნობილი იყო სისასტიკით, განსაკუთრებით სძულდათ მთიელებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მას მკვლელობაში.
 
{{ქსე}}