ქრისტეფორე კოლუმბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
→‎კოლუმბი ესპანეთში: clean up, replaced: ფაქტიურად → ფაქტობრივად using AWB
ხაზი 37:
[[ფაილი:Monument a Colom 2.jpg|thumb|right|250px|კოლუმბის ყველაზე დიდი ძეგლი ბარსელონაში]]
[[ფაილი:Columbus Barcelona.JPG|thumb|left|250px|კოლუმბის ძეგლი ბარსელონაში]]
1485 წელს კოლუმბი შვილ დიეგოსთან ერთად გადადის ესპანეთში. 1485-1486 წლებში ზამთარში იგი თავშესაფარს ჰპოვებს მონასტერ სანტა-მარია-და-რაბიდაში მათხოვრის სტატუსით. მმართველმა ხუან პერეს დე მარჩენამ მიიღო ის და ფაქტიურადფაქტობრივად გადაარჩინა შიმშილით სიკვდილს. მანვე გაუგზავნა პირველი წერილი ფერნანდო დე ტალავერას, მის ნაცნობს-დედოფლის მოძღვარს, კოლუმბის იდეის მოკლე აღწერით. ესპანეთის მეფე ამ დროს იმყოფებოდა ქალაქ კორდოვაში, სადაც გრანადასთან ომის წინა სამზადისი მიმდინარეობდა მეფის პირადი მონაწილეობით. 1486 წლის განმავლობაში კოლუმბი კავშირს ამყარებს მეფის ფინანსურ მრჩევლებთან, ვაჭრებთან და ბანკირებთან. მხოლოდ 1486 წლის ზამთარში კოლუმბი წარდგენილი იქნა პედრო გონსალეს დე მენდოსას, არქიეპისკოპოს ტოლედოს და ესპანეთის კარდინალის წინაშე. კოლუმბის წინადადებას რამდენიმეჯერ სწავლობენ კოსმოგრაფები, მონარქები და იურისტები. მას უარყოფენ და თვლიან გადამეტებულად.
 
20 მარტს(სხვა წყაროებით-20 მაისს) 1488 წელს, კოლუმბმა მოულოდნელად მიიღო წერილი პორტუგალიის მეფისგან, დაბრუნებულიყო პორტუგალიაში. ყურადღებას იქცევს უდიდებულესობის სიტყვები წერილში: „თუ თქვენ თვლით რომ საფრთხეში იგდებთ თავს ამით, იცოდეთ, რომ არამარტო ჩამოსვლისას არამედ აქ ყოფნისას და გამგზავრებისას, თქვენ არ იქნებით დაპატიმრებული, დაკავებული, გასამართლებული ან ეჭვმიტანილი ნებისმიერ მიზეზად. თქვენ გექნებათ მოხსნილი ყველა მოქალაქეობრივი და არამოქალაქეობრივი მოვალეობა“.