იაპონური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ფაქტიურად → ფაქტობრივად using AWB
ხაზი 22:
: (ქვემორე სტატიაში იაპონური საკუთარი სახელების ([[ისტორიზმი|ისტორიზმები]], [[ეთნონიმი|ეთნონიმები]] და ა.შ.), ასევე [[იაპონოლოგია|იაპონოლოგიური]] [[ტერმინოლოგია|ცნება-ტერმინთა]] ქართული მართლწერის შესაბამისად გადმოტანისას ამოსავალი კრიტერიუმი [[ტრანსკრიფცია|ტრანსკრიბირების]] უწინ ჩვენში გავრცელებული [[პოლივანოვის სისტემა|რუსული ტრადიცია]] კი არ იყო, არამედ – '''[[რომაჯი]]''' ( '''ローマ字''' ).)
 
იაპონური [[ენა]] ( ''იაპონურად'' '''日本語''' ან '''にほんご ''' [ ნიჰო'''ნგ'''ო ] ) [[იაპონია|იაპონიის]] [[სახელმწიფო ენა|სახელმწიფო]] ენაა. იაპონურ ენაზე ლაპარაკობს სავარაუდოდ 127 მილიონ კაცზე მეტი და მოლაპარაკეთა რიცხვის მიხედვით ამ ენის ხვედრითი წილი მსოფლიო მოსახლეობის 2,4 % შეადგენს, რის გამოც ეს ენა მსოფლიოს ყველაზე გავრცელებულ ენათა ჩამონათვალში მე–9 ადგილს იკავებს.
 
იაპონიის საზღვრებს გარეთ იაპონურად მეტყველებს [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებული შტატებში]] დაახლ. 200.000 კაცი [[ჩრდილოეთ ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] [[მატერიკი|მატერიკზე]], ხოლო [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეში]] მდებარე [[ჰავაი]]ს [[კუნძული|კუნძულებზე]] კი დაახლ. 220.000 კაცი მეტყველებს. დიდია იაპონურენოვან მოსახლეთა რაოდენობა ასევე [[სამხრეთ ამერიკა]]ში და განსაკუთრებით [[ბრაზილია]]ში, სადაც დაახლ. 380.000 კაცი ითვლება იაპონურად მოსაუბრედ. იაპონიის გარეთ იაპონურად მოლაპარაკეთა დიდრიცხოვნება გამოიწვია მე–19 საუკუნის მიწურულსა და მე–20 საუკუნის შუა ხანებში [[ემიგრაცია|ემიგრაციის]] სამმა ტალღამ.
 
: სხვადასხვა შეფასებით იაპონურ ენაზე არსებული [[ვებგვერდი|ვებგვერდები]] შეადგენს [[სრულიად მსოფლიო ბადე – (WWW)|მსოფლიო ვებსივრცის]] დაახლ. 4,9 % და ამ მხრივ მეოთხე ადგილი უკავია [[ინგლისური ენა|ინგლისურის]], [[გერმანული ენა|გერმანულისა]] და [[ფრანგული ენა|ფრანგულის]] შემდეგ.
ხაზი 34:
საკითხი იაპონური ენის წარმოშობისა და კლასიფიკაციის შესახებ ენის მკვლევართა შორის დღემდე არ არის ბოლომდე გარკვეული. გარკვეულია მხოლოდ ერთი, იაპონური ენა ენათესავება [[რიუკიუს კუნძულები|რიუკიუს კუნძულებზე]] არსებულ ენებს, რომელთაც ასევე [[რიუკიუს ენები]] ჰქვია. ამ ენებს ზოგი ენათმეცნიერი [[იაპონური დიალექტების სია|იაპონური ენის დიალექტებადაც]] განიხილავს.
 
პირველი პრობლემა არის ის, რომ უძველესი იაპონური და დღემდე ჩვენამდე მოღწეული წერილობითი ძეგლი ([[კოჯიკი]]) ჩვ. წელთაღრიცხვის VIII საუკუნით თარიღდება, ანუ დაახლ. ამდროინდელია ასევე უძველესი ალთაური წერილობითი ძეგლები [[ორხონი|ორხონ]]–[[რუნული]] და [[ყიტანი]]ს დაწერლობები. იაპონური ენის ისტორიის შესახებ არსებული ყველა მეცნიერული მონაცემი, რომელიც უფრო ადრინდელ პერიოდს შეეხება, წარმოადგენს ლინგვისტურ რეკონსტრუქციებს ანდა არქეოლოგიურ და გენეტიკურ გამოკვლევებს ეყრდნობა.
 
მეორე პრობლემა ისაა, რომ იაპონური მგავსებებს ავლენს [[კორეული ენა|კორეულ]] და [[ალთაური ენები|ალთაურ ენებთან]] (ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ არის ჩრდილოტუნგუსური ენები, რომლებიც სინტაქსურად სულ სხვაგვარად მოწესრიგდებიან) [[ფონეტიკა]]ში, [[მორფოლოგია]]სა და [[სინტაქსი|სინტაქსში]]. ამასთანავე [[ძველი იაპონური ენა]] მორფოლოგიასა და სინტაქსში ბევრ საერთოობასთან (მათ შორია [[ძველი თურქული ენა|ძველთურქულთანაც]], როგორც ალთაურ ენათაგან ყველაზე დასავლეთით მდებარე და ამავდროულად ყველაზე ადრინდელი დამწერლობის მქონე ენა) ერთად „უცნაურობებსაც“ ავლენს. ყოველივეს მიუხედავად [[ალტაიცისტი|ალტაიცისტების]] დიდი ნაწილი [[კორეული ენა|კორეულ]] და იაპონურ ენებს საერთო პროტოენის ([[მაკრო–ალთაური]]) ადრინდელ ფრაგმენტებად მიიჩნევს, ხოლო [[თურქული ენა|თურქული]], [[მონღოლური ენა|მონღოლური]] და [[ტუნგუსური ენა|ტუნგუსური]] ენები ალთაურის უფრო გვიანდელ ნამსხვრევებად განიხილება. ყოველი ამ ენისათვის საერთო დამახასიათებელი თვისება [[აგლუტინაცია]] არის.
 
[[გენეტიკა|გენეტიკურად]] [[იაპონელები]] არიან ორი სხვადასხვა ტომის შთამომავალნი, რომელნიც სხვადასხვა დროს [[კორეის ნახევარკუნძული]]ს გამოვლით იაპონიაში გადმოსახლებულან; ჯომონის მოსახლეობას გადმოსახლება უნდა დაეწყო [[ჯომონის ხანა|ჯომონის ხანიდან]], (პერიოდი ჩვ. წელთაღრიცხვის დაახლ. X საუკუნიდან) ხოლო იაიოის მოსახლეობას კი ეს პროცესი [[იაიოის ხანა|იაიოის ხანიდან]] (ჩვ. წელთაღრიცხვის დაახლ. IX საუკუნდან) უნდა დაეწყო. ყოველივეს გათვალისწინებით ფრიად სავარაუდოა, რომ ჟამთა სვლაში ორივე ჯგუფი გენეტიკურად და ენობრივად ერთმანეთს შერწყმოდა.
 
ჯომონის მოსახლეობის ენის შესახებ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები, რადგან არც ლიტერატურულ წყაროებს და მითუმეტეს არც ამ ენაზე მოსაუბრეთ ჩვენამდე არ მოუღწევიათ, რის გამოც ვერც იმის დადგენაა შესაძლებელი, თუ ჯომონთა ენის რა ელემენტები შემორჩა თანამედროვე იაპონურს, [[რიუკიუს ენები|რიუკიუს ენებსა]] და [[აინუს ენა]]ს. მკვლევართა მიერ შემოთავაზებული თეორიების მიხედვით არსებობს კავშირი ამ ენასა და [[აინუს ენა]]ს, ისევე როგორც [[ავსტრონეზული ენები|ავსტრონეზულ ენებს]] შორის.
 
გაცილებით უფრო მეტია ცნობილი [[იაიოის ენა|იაიოის ენის]] შესახებ; ენათმეცნიერმა რილიმ (Riley) თავის ერთ–ერთ გამოკვლევაში 2003 წელს პროტო–იაპონურისა და ისტორიული კორეის სახელმწიფოს ენის – [[გოგურიეოს ენა|გოგურიეოს]] ლინგვისტური რეკონსტრუქცია მოახდინა და შეეცადა მათი ნათესაობა დაედგინა. ამ [[ჰიპოთეზა|ჰიპოთეზის]] თანახმად იაპონური ქვეყნების პოლიტიკურად მოკავშირე კორეული სახელმწიფოების [[გაია]]სა და [[ბაეკლე]]ს ენები კიდევ უფრო მეტ ურთიერთნათესაობას ამჟღავნებენ. მიუხედავად ამისა, რილის ეს მოსაზრება ჰიპოთეზად რჩება საკმარისი [[არგუმენტი|არგუმენტების]] უქონლობის გამო.
ხაზი 52:
ზოგიერთი ჰიპოთეზით იაპონური ენის კლასიფიცირება სხვა ენათა ოჯახებში უნდა მოხდეს. მაგ. ერთი ჰიპოთეზის თანახმად თანამედროვე იაპონურ ენას [[ავსტრონეზული ენები]]ს მსგავსი ფონეტიკა აქვს, მაშინ როცა მეორე ჰიპოთეზა იაპონური ენის [[სინტაქსი|სინტაქსურ]] მსგავსებებს წარმოაჩენს [[დრავიდული ენები|დრავიდულ ენებთან]].
 
იაპონური ენის ნათესაობის შესახებ არსებული ჰიპოთეზებიდან არც ერთი არაა საბოლოო და საყოველთაოდ მიღებული.
 
=== იაპონური ენის განვითარების საფეხურები ===
ხაზი 73:
== დამწერლობა ==
 
[[იაპონური დამწერლობა|იაპონური სადამწერლობო სისტემა]] გამოიყენებს [[ჩინური დამწერლობა|ჩინურ სადამწერლობო ნიშნებს]], რომელსაც იაპონიაში ჰქვია [[კანჯი]]. გარდა ამისა, კიდევ ორი ე.წ. ანბანია გამოყენებაში [[ჰირაგანა]] და [[კატაკანა]]. იაპონური ენის შემსწავლელს ამის გამო ფაქტიურადფაქტობრივად სამი ანბანის დაუფლება უწევს [[კანჯი|'''კანჯი'''ს]], [[ჰირაგანა|'''ჰირაგანა'''სა]] და [[კატაკანა|'''კატაკანა'''სი]]. ნებისმიერი იაპონური (საგაზეთო ან ლიტერატურული) [[ტექსტი]] შეიცავს დამწერლობების სამივე სახეობას, რადგან ყოველივე მათგანს თავისი [[სემანტიკა|სემანტიკურ]]–[[გრაფიკა|გრაფიკული]] ფუნქცია აქვს ტექსტში. ასე მაგ.; '''კანჯის''' მეშვეობით ძირითადად ჩინურ–იაპონური სიტყვის [[სიტყვის ფუძე|ფუძე]]–[[სიტყვის ძირი|ძირები]] ([[საკუთარი სახელები]], გვარ–სახელები და ა.შ.) გამოიხატება, ხოლო '''კატაკანა''' და '''ჰირაგანა''' , როგორც კუთხოვანი და მრგვლოვანი ნაირ–სახეობების იაპონური დამწერლობისა [[სუფიქსი|სუფიქსების]] და უცხოენოვანი [[სიტყვა|სიტყვების]] (მათ შორის შედარებით ახალი [[ნასესხობება|ნასესხობების]]) გადმოსაცემად. ამ მარცვლოვანი ანბანით ბევრი ჩინური სიტყვა ისესხეს გადმოიღეს იაპონურში, მაგრამ ჩინური და იაპონური ენების [[ფონეტიკა]] და [[მორფოლოგია]] ძირ–ფესვიანად განსხვავდება ერთმანეთისაგან; ჩინურისაგან გასხვავებით იაპონური ენა არ იცნობს [[ტონი|ტონს]] და გაცილებით ნაკლები [[თანხმოვანი]] აქვს. იაპონური მარცვლების რაოდენობას (150) თუ შევადარებთ ჩინურისას, სადაც მათი რაოდენობა ([[ტონი|ტონების]] გათვალისწინებით) 1 600 არის, დავინახავთ, რომ იაპონური ენა თავისი მარცვალთა მარაგით საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. [[გრამატიკაში]] იაპონური ენა, [[იზოლირებადი ენები|იზოლირებადი]] ჩინური ენის საპირისპიროდ [[აგლუტინირებადი ენა|აგლუტინირებადი]] ენაა, გააჩნია მთელი რიგი [[სუფიქსი|სუფიქსებისა]] ე.წ. [[პარტიკლი]] და [[ფუნქციური სახელი|დანიშნულებითი სახელი]], რომელთაც დაახლოებით ის ფუნქცია აკისრიათ, როგორიც [[ფლექსია]]ს, [[წინდებული|წინდებულსა]] და [[შორისდებული|შორისდებულს]] ევროპის ბევრ ენაში.
{| width="100 %"
|[[ფაილი:Jappis_verJappis ver.png|thumb|center|იაპონური '''ვერტიკალური''' დამწერლობის ნიმუში]]
|[[ფაილი:Jappis_gorJappis gor.png|thumb|center|იაპონური '''ჰორიზონტალური''' დამწერლობის ნიმუში]]
|}
თანამედროვე იაპონურ ენაში ერთმანეთისაგან გამიჯნავენ „ძველ იაპონურსა“ და ჩინურ ელემენტებს. წერით ნიშნებს შორის განასხვავებენ '''ონ–იომი'''სა ('''音読み''' [On-yomi]) და '''კუნ–იომი'''ს ('''訓読み''' [Kun-yomi]). ონ–იომი წარმოადგენს წაკითხვის ჩინურ–იაპონურ ვარიანტს, ჩინური წაკითხვის გადატანას (მხედველობაშია პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა უპირატესად ორი ([[სუნი]]სა და [[ტანი]]ს) ხანაში ) იაპონური ენის ბგერათა მარაგის მეშვეობით, ხოლო კუნ–იომის მეშვეობით კი "ძველი იაპონური" სიტყვა წერილობით ნიშანთანაა [[სემატიკა|სემანტიკურად]] დაკავშირებული. ზოგიერთი ბგერითი ფიგურა (შე)იხამებს ორივე სფეროს. ჩინურიდან მომდინარე იაპონური ზმნები და ზედსართავები, რომელნიც ჩინური სიტყვების დარად ფლექსიას არ მორჩილებენ, სულ სხვანაირად ფუნქციონირებენ (მათ შორის გრამატიკული თვალსაზრისით), ვიდრე მათი ძველი იაპონური [[ოპოზიცია|ოპოზიციები]].
ხაზი 117:
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
* [http://iaponia.ge იაპონური ენა]
* [http://animecentral.ge/t2155 იაპონურ ინგლისური მთარგმნელი (AnimeCentral.Ge © 2010)]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იაპონური_ენა“-დან