კარლ XIV: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:Q52927
clean up, replaced: ფაქტიურად → ფაქტობრივად using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Jean Baptiste Bernadotte.jpg|thumb|ჟან ბატისტ ჟიულ ბერნადოტი]]'''ჟან ბატისტ ჟიულ ბერნადოტი''' ([[ფრანგული ენა|ფრანგ.]] Jean-Baptiste Jules Bernadotte), შემდგომში '''კარლ XIV იუჰანი''' ([[შვედური ენა|შვედ.]] ''Karl XIV Johan''); (დ. [[26 იანვარი]], [[1763]], [[პო (ქალაქი)|პო]], [[გასკონია]], [[საფრანგეთი]] — გ. [[8 მარტი]] [[1844]], [[სტოკჰოლმი]]) — [[ნაპოლეონის მარშლების სია|საფრანგეთის მარშალი]] ([[1804]]), რევოლუციური და ნაპოლეონის ომების მონაწილე, შემდომში [[შვედეთი|შვედეთის]] და [[ნორვეგია|ნორვეგიის]] მეფე, [[ბერნადოტების დინასტია|ბერნადოტების დინასტიის]] დამაარსებელი.
 
== სამხედრო კარიერა 1789 წლის რევოლუციამდე ==
ბერნადოტი დაიბადა [[1763]] წლის [[26 იანვარი|26 იანვარს]] [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[გასკონია|გასკონიის]] ქალაქ [[პო (ქალაქი)|პოში]]. იგი [[ბეარნი|ბეარნელი]] ადვოკატის ანრი ბერნადოტის მეხუთე შვილი იყო. [[1780]] წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ჟან–ბატისტმა გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა ოჯახური იურიდიული დინასტია.
 
იმავე წლის აგვისტოში მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო იგი ჩაეწერა ბეარნის ქვეითთა სამეფო პოლკში, რომელიც სამსახურს გადიოდა, ძირითადად, საფრანგეთის კოლონიებსა და კუნძულებზე. ამიტომაც ამ პოლკს "საზღვაო" ეწოდებოდა.
 
ბერნადოტმა წელიწადნახევარი გაატარა კუნძულ [[კორსიკა|კორსიკაზე]], [[ნაპოლეონ ბონაპარტი]]ს მშობლიურ ქალაქ [[აიაჩო|აიაჩოში]], [[1784]] წლიდან კი მსახურობდა ქალაქ [[გრონობლი|გრენობლში]]. როგორც მამაცმა ჯარისკაცმა და კარგმა მეფარიკავემ ჟან–ბატისტმა ყველა უფროსის კეთილგანწყობა მოიპოვა, თუმცა ლეიტანანტი ის მხოლოდ [[1788]] წელს გახდა. მეტის ოცნებაც კი შეუძლებელი იყო, საფრანგეთში ოფიცრის წოდება მხოლოდ თავად–აზნაურთა ოჯახების შვილებს ენიჭებოდა.
ხაზი 12:
== შვედეთის სამეფო ტახტი ==
[[ფაილი:Statue of Charles XIV John at Slussplan, Stockholm.jpg|thumb|200px|კარლ XIV იუჰანის ძეგლი სტოკჰოლმში]]
[[ტრავასთან ბრძოლა|ტრავასთან]] დატყვევებულ შვედ მეომრებთან ბერნადოტის ჰუმანურმა დამოკიდებულებამ მისი სახელი [[შვედეთი|შვედეთში]] იმდენად პოპულარული გახადა, რომ შვედი მეფის [[კარლ XIII]] მიერ მოწვეულმა სახელმწიფო საბჭომ, რომელსაც ტახტის მემკვიდრე უნდა შეერჩია უშვილო მონარქისთვის, ერთსულოვნად გადაწყვიტა გვირგვინი ნაპოლეონის მარშალისთვის შეეთავაზებინა. ბერნადოტი დათანხმა. სანაცვლოდ მას [[ლუთერანიზმი|ლუთერანობა]] უნდა მიეღო. [[1810]] წელს ნაპოლეონმა იგი გაათავისუფლა სამხედრო სამსახურიდან და უკვე [[31 ოქტომბერი|31 ოქტომბერს]] სტოკჰოლმში სახელმწიფო მოხელეთა წინაშე წარსდგა, [[5 ნოემბერი|5 ნოემბერს]] კი შვედეთის მეფემ იშვილა. ამ დროიდან ბერნადოტი [[რეგენტი]] გახდა, ფაქტიურადფაქტობრივად კი – შვედეთის მმართველი.
 
[[1812]] წელს მან შეწყვიტა საფრანგეთთან ყველანაირი ურთიერთობა და [[რუსეთი|რუსეთის]] მოკავშირე გახდა. [[1813]]–[[1814]] წელს შვედეთის ჯარით ის თანამემამულეების წინააღმდეგ იბრძოდა მეექვსე ანტინაპოლეონურ კოალიციაში და დიდი წვლილი შეიტანა იმპერატორის დამარცხებაში.
 
[[1818]] წელს შვედეთის სამეფო ტახტზე ავიდა [[კარლ XIV იუჰანი|კარლ XIV იუჰანის]] სახელით. ამგვარად იგი [[ბერნადოტების დინასტია|ბერნადოტების დინასტიის]] დამაარსებელი გახდა.
 
ჟან ბატისტ ბერნადოტი გარდაიცვალა [[1844]] წლის [[8 მარტი|8 მარტს]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლ_XIV“-დან