ევთანაზია: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ფაქტიურად → ფაქტობრივად (2) using AWB
(clean up, replaced: შვეცია → შვედეთი using AWB)
(clean up, replaced: ფაქტიურად → ფაქტობრივად (2) using AWB)
ომის შემდგომი ისტორია
 
ნაცისტების მიერ განხორციელებული ევთანაზიების ირგვლივ გამოთქმული მასიური პროტესტის შედეგად 1940-იან და 1950-იან წლებში ევთანასიას ძალზე მცირე საჯარო მხარდაჭერა ჰქონდა, განსაკუთრებით კი იძულებით, ევგენიკაზე დაფუძნებულ შეთავაზებებს. კათოლიკური ეკლესიის ლიდერები, სხვებს შორის, აგრძელებდნენ ევთანასიის, როგორც სიცოცხლის სიწმინდის დარღვევის წინააღმდეგ გამოსვლებს. მიუხედავად ამისა, ორმაგი ეფექტის პრინციპის შედეგად, რომის კათოლიკური მორალური თეოლოგიისთვის მაინც მისაღები იყო ტკივილის გამაყუჩებლებით სიცოცხლის დასრულება, ანუ ფაქტიურადფაქტობრივად პასიური ევთანასია.
 
მეორე მხრივ, მოსამართლეები ხშირად ტოლერანტულად უყურებდნენ სიბრალულის გამო მოკვდინების საქმეებს. ამ პერიოდის განმავლობაში, ევთანასიის გამოჩენილ მომხრეთა შორის იყვნენ გლენვილ უილიამსი (სიცოცხლის სიწმინდე და სისხლის სამართალი) და მღვდელი ჯოსეფ ფლეტჩერი (`მორალი და მედიცინა”). 1960-იანი წლებისთვის ნებაყოფლობითი ევთანასიის მოკვდინებაზე უფლების მიდგომის მომხრეთა რიცხვი გაიზარდა.
ნებაყოფლობითი ევთანასიის საწინააღმდეგო არგუმენტები:
 
• პროფესიული ფუნქცია: კრიტიკოსთა მტკიცებით, ნებაყოფლობითმა ევთანასიამ შესაძლოა არასათანადო საფრთხე შეუქმნას ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა, განსაკუთრებით კი ექიმთა პროფესიულ ფუნქციებს. ისინი მიუთითებენ, რომ გასული საუკუნის ევროპელი ექიმები ტრადიციულად დებდნენ ჰიპოკრატეს ფიცის გარკვეულ ვარიაციას, რომელიც თავისი ანტიკური ფორმიდან გამომდინარე გამორიცხავდა ევთანასიას: `არავის გამოვუწერ სასიკვდილო წამალს ან მივცემ მას სასიკვდილო რჩევას, რათა მას მდგომარეობა შევუმსუბუქო”. თუმცა, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს ფიცი ფაქტიურადფაქტობრივად აღარ გამოიყენება.
• მორალი: ზოგიერთი ადამიანის აზრით, ევთანასია მორალური თვალსაზრისით გარკვეულწილად ან სრულიად მიუღებელია. ასეთი მოსაზრება როგორც წესი ევთანასიას მკვლელობის ერთ-ერთ სახეობად, ხოლო ნებაყოფლობით ევთანასიას თვითმკვლელობის ერთ-ერთ სახეობად მიიჩნევს. ამ ქმედებათა მორალურობა კი ცხარე დებატების საგანია.
• თეოლოგიური: ნებაყოფლობითი ევთანასია ხშირად უარყოფილია, როგორც ადამიანის სიცოცხლის სიწმინდის დარღვევა. კერძოდ, ზოგიერთი ქრისტიანი ამტკიცებს, რომ ადამიანის სიცოცხლე საბოლოოდ ღმერთის ხელშია, ასე რომ ადამიანები არ არიან უფლებამოსილნი სიცოცხლის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. ორთოდოქსალურ იუდაიზმში ძირითადად იმავე მიდგომას ვხვდებით. თუმცა, ის უფრო მეტად თავისუფალია და გარკვეული გარემოებების პირობებში მხარს უჭერს ევთანასიის გამოყენებას პასიური ან არააგრესიული საშუალებების მეშვეობით. შესაბამისად, ზოგიერთი თეოლოგი და სხვა რელიგიური მოაზროვნე ნებაყოფლობით ევთანასიას (და თვითმკვლელობას ზოგადად) ცოდვილ ქმედებად, ანუ გაუმართლებელ მკვლელობად მიიჩნევს.
49 737

რედაქტირება