ნინევიის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 19 interwiki links, now provided by Wikidata on d:q755966 (translate me)
clean up, replaced: ფაქტიურად → ფაქტობრივად using AWB
ხაზი 15:
|}}
 
'''ნინევიის ბრძოლა''' — [[აღმოსავლეთ რომალები|აღმოსავლეთ რომაელებსა]] და [[სასანიდები|სასანიდებს]] შორის წარმოებული გამანადგურებელი ომის ( 603-628 წწ. ) [[627]] წლის [[12 დეკემბერი|12 დეკემბერს]] მომხდარი გადამწყვეტი შეტაკება. ამ ომის მსვლელობისას აღმოსავლეთ რომი ერთი პერიოდი უფსკრულის პირას იდგა, თუმცა მისი დასასრულისკენ მათ მოახერხეს სადავეების ხელში ჩაგდება. ნინევიის ბრძოლა ამავდოულად აღმოსავლეთ რომაელი კეისრის, [[ჰერაკლე (ბიზანტია)|ჰერაკლეს]] სპარსული ლაშქრობის უდიდეს გამარჯვებად მიიჩნევა.
 
ბრძოლას წინ უძღოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა — [[626]] წლის დასაწყისში ადრე სპარსელებმა ვერ შეძლეს [[კონსტანტინოპოლი]]ს ალყის გარღვევა და იძულებულები იყვნენ უკან დაეხიათ. ამით მათ საბოლოოდ დაკარგეს ომში ინიციატივა . ბრძოლამდე სამი თვით ადრე [[ჰერაკლე (ბიზანტია)|ჰერაკლემ]] [[თბილისი]] დატოვა და სამხრეთისაკენ დაიძრა. კეისრის ეს ნაბიჯი [[სასანიდები]]სთვის მეტად მოულოდნელი იყო და მათ, ფაქტიურადფაქტობრივად, დრო არ რჩებოდად ჩრდილოეთ ფრონტზე ლაშქრის თავმოსაყრელად.[[ჰერაკლე (ბიზანტია)|ჰერაკლეს]] გზად წინააღმდეგობა არ ხვდებოდა. 627 წლის სექტემბერში იგი უკვე ნინევიის ნანგრევებთან დაბანაკდა, რის შემდეგაც მას არ გასჭირვებია [[ტიგროსი]]ს მარჯვენა შენაკადის - დიდი ზაბის ფორსირება. ამ პოზიციიდან ძალიან ხელსაყრელი იყო [[ხოსრო II ფარვიზი|ხოსრო II]]-ის საზაფხულო რეზიდენცია დასტაგირდში შეჭრა. ამით დედაქალაქ [[ქტესიფონი]]სკენ გზა უკვე ხსნილი იქნებოდა.
 
მართალია, სპარსელებმა ვერ შეძლეს [[ჰერაკლე (ბიზანტია)|ჰერაკლესათვის]] მდინარის ფორსირებაში ხელის შეშლა, სამაგიეროდ მათ ტიგროსისკენ გაიმაგრეს პოზიციები. [[ჰერაკლე (ბიზანტია)|ჰერაკლემ]] ეშმაკობას მიმართა და უკან დახევის მანევრი ჩაატარა, რითაც სპარსელები შეცდომაში შეიყვანა და გამაგრებული პოზიციებიდან გამოიტყუა. ბრძოლა [[12 დეკემბერი|12 დეკემბერს]], ნინევიის მიდამოებში, გაშლილ მიდნორზე შედგა. ზოგიერთი წყაროს მონაცემით, რაზადს გათვითცნობიერებული ჰქონდა შეტაკების უპერსპექტივობა, თუმცა [[ხოსრო II ფარვიზი|ხოსრო II]]-ის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა ვერ გაბედა. სპარსელთა არახელსაყრელ საწყის პოზიციას დაემატა ისიც, რომ მათმა სამიათასკაციანმა რეზერვმა დაიგვიანა.